№19 ალექსიშვილის კლინიკა
ნინო კანდელაკი თამუნა ნიჟარაძე
ხერხემლისა და სახსრების დაავადებების მკურნალობა უსწრაფესი ეფექტით
ნერვის ანთება, რადიკულიტი, ოსტეოქონდროზი, დისკოზი (დისკის თიაქარი), სახსრების დაავადებები (ანთება, მარილები), პოდაგრა – აი, იმ დაავადებების არასრული სია, რომლებსაც ექიმი მანანა ალექსიშვილი უსწრაფესი ეფექტით მკურნალობს. მას მკურნალობის საკუთარი, უნიკალური მეთოდი აქვს, რომლითაც მინიმალურ ვადებში იღებს საოცარ შედეგს და უამრავ იმედგადაწურულ ავადმყოფს უბრუნებს სიცოცხლის ხალისს.
ნონა ხუსკივაძე – 52 წლის, პედაგოგი. თბილისი.
დიაგნოზი: კისრის მალების ოსტეოქონდროზი. დისკოგენური რადიკულოპათია.
– თითქოს მეორედ დავიბადე... აღარ მეგონა, თუ ოპერაციას გადავრჩებოდი. მთელი წელი მტკიოდა კისერი, მარჯვენა მხარი, ხელის აწევა და უკან გაწევა ძალიან მიჭირდა. მერე თითებიც დამიბუჟდა, მხრის კუნთები განილია, მკლავი დამიწვრილდა. ექიმის რჩევით გადავიღე კისრის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია, რამაც აჩვენა ორი 4-მილიმეტრიანი თიაქარი. ნევროლოგმა მიმკურნალა, მაგრამ შედეგი ვერ მივიღე და გამიშვა ნეიროქირურგთან, რომელმაც ძალიან შემაშინა. ოპერაციისაც მეშინოდა. მეგობრის რჩევით, მანანა ექიმს მოვაკითხე. გასაოცარი შედეგი მივიღე. მხოლოდ ერთი კვირაა, რაც პროცედურებზე დავდივარ და ხელს უკვე თავისუფლად ვამოძრავებ, კისერიც აღარ მტკივა. ძალიან მიხარია!
ვენერა გურგენიძე – 57 წლის. თბილისი. დიასახლისი.
დიაგნოზი: ორმხრივი გონართროზი.
– ვარ ჭარბწონიანი. მაწუხებს მუხლები. 2 წელია, მოძრაობა შემეზღუდა, სიარული გამიჭირდა. ვიარე ექიმებში, სახსრებში მიკეთეს ნემსები, მაგრამ კარგად რომ გავმხდარიყავი, აქ რატომღა მოვიდოდი? მანანა ექიმის მკურნალობამ საოცარი შედეგი მომცა. ჯოხი 5 დღეში გადავაგდე, ნორმალურად ვდგები და დავდივარ. შესიებული ადგილებიც დაცხრა. ღამით მძინავს. ჯანმრთელობასა და დიდ ენერგიას ვუსურვებ მანანა ექიმს. დანარჩენებს კი ვეტყვი, რომ ჩემსავით, აქეთ-იქით სიარულში დროს ნუ დაკარგავენ და პირდაპირ ალექსიშვილის კლინიკას მოაკითხონ.
ბუასილი მარტივად იკურნება
მტკივნეული კვანძები, სისხლდენა, წვა, ქავილი, კოლიტი, დისბაქტერიოზი – თემის დელიკატურობის გამო პაციენტები ხშირად ერიდებიან ექიმთან დროულად მისვლას, დაავადება კი უფრო მძიმდება და საქმე ქირურგიულ ჩარევამდე მიდის. „ალექსიშვილის კლინიკაში“, სადაც ექიმი დედა-შვილი ქალბატონი მანანა და ბატონი სოსო მოღვაწეობენ, ბუასილს მარტივად, არაქირურგიული გზით მკურნალობენ. მათ მეთოდს საოპერაციო შემთხვევების დიდი უმრავლესობა ექვემდებარება. ცოტნე დადიანის #87 (მეტრო ნაძალადევთან. ყოფილი გამგეობის შენობის წინ). კაბინეტი: 18, 19. მიღება – 12-დან 16 საათამდე (წინასწარი სატელეფონო ჩაწერით): 599-11-60-60, 599-57-16-99.