№19 სულ ერთი ნაბიჯი
ბორის პასტერნაკს რომ ნობელის პრემიაზე უარი ეთქვა, საკავშირო მწერალთა კავშირის ერთ-ერთ სხდომაზე შეტევა მოუწყვეს, რომელზეც ცნობილი მწერლები მას მიწასთან ასწორებდნენ. კონსტანტინე გამსახურდიას ჯერი რომ დადგა, მან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია დაიკავა. სიტყვით გამოსვლისას პასტერნაკი ადიდა და ასეთი ფრაზა თქვა: „პასტერნაკი რიგითი მწერლიდან დიადად გადაიქცა და რიგითობიდან დიადობამდე ერთი ნაბიჯია...“ გამსახურდიას სიტყვა შეაწყვეტინა კრიტიკოსმა შკლოვსკიმ, რომელიც გამსახურდიასთან ერთ ნაბიჯში იდგა და მიახალა: „რიგითობიდან სიდიადემდე თუ ერთი ნაბიჯია, რამდენი ნაბიჯია სიდიადობიდან ღორობამდეო (ñâèíñòâî)...“ ღორში შკლოვსკი კონსტანტინეს გულისხმობდა. გამსახურდიამ თვალი შეავლო თავხედს. თითი მისკენ გაიშვირა და მიუგო: „ღორობიდან სიდიადემდეც (თითი მკერდზე მიიდო) ერთი ნაბიჯიაო...“