№19 ეს საინტერესოა
* როდესაც რომაელებმა გადაწყვიტეს მოსახლეობის აღწერა ჩაეტარებინათ, ებრაელებს ძალიან გაუკვირდათ, რადგან ისინი ამისთვის, უბრალოდ, ათზე ამრავლებდნენ იმ ბატკნების რაოდენობას, რომლებსაც პასექის დროს კლავდნენ.
* ეკოლოგების აზრით, უნდა შეიზღუდოს სხვა ცხოველთა ხორცის წარმოება და ფერმები კენგურუების მოშენებაზე უნდა გადავიდნენ, რაც ხელს შეუშლის ოზონის ხვრელის გადიდებასა და გლობალურ დათბობას – კენგურუს საჭმლის გადამამუშავებელი ორგანოები მეთანს არ გამოყოფენ.
* 1989 წელს იტალიის ქალაქ პავიაში გადახრილი კოშკი ჩამოინგრა. ოთხი ადამიანი ნანგრევებში მოყვა და დაიღუპა. სწორედ ამის შემდეგ შეიქმნა ჯგუფი, რომელმაც შეძლო და პიზის კოშკი 1838 წლის მდგომარეობას დაუბრუნა.