№19 ბინძური მისია
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #17-18(957)
იხ. „თბილისელები“ #17-18(957)
დილის ექვსი საათი სრულდებოდა, როდესაც ირაკლი და ინგა თაზო ქვარცხავას სახლს მიადგნენ. კაკუნზე მასპინძელმა გაიღვიძა. კარი გააღო და ზღურბლზე მდგომი წყვილი შეათვალიერა.
– მე ვარ, „კოდალ“, ირაკლი, – უთხრა ნამძინარევ მასპინძელს ირაკლი მიქაძემ და თითი ტუჩზე მიიდო, რაც იმას ნიშნავდა, აღტაცება ხმამაღლა არ გამოხატოო.
თაზომ ქალ-ვაჟი სახლში შეიყვანა და კარი მიხურა. შემდეგ ირაკლი მიქაძეს გადაეხვია და ჰკითხა:
– მოხდა რამე?
– მარტო ხარ? – კითხვა დაუბრუნა ირაკლიმ.
– კი.
– ცოტა ხნით შენთან შევჩერდებით და შემდეგ კი თბილისში წავალთ.
– დარჩით, რამდენი ხანიც გინდათ, – უთხრა „კოდალამ“ ახალმოსულებს და სასტუმრო ოთახში შეიპატიჟა.
სენაკელი თაზო ქვარცხავა, მეტსახელად „კოდალა“ და ირაკლი მიქაძე ბავშვობის ძმაკაცები იყვნენ და ერთმანეთთან ოცდახუთწლიანი მეგობრობა აკავშირებდათ. თაზოს მამიდა ირაკლის კარის მეზობელზე იყო გათხოვილი. „კოდალა“ ყოველ წელს ჩამოდიოდა საქართველოს დედაქალაქში. ბიჭებმა სწორედ იქ გაიცნეს ერთმანეთი და დაძმაკაცდნენ. ირაკლიც ხშირად სტუმრობდა ხოლმე თაზოს სენაკში. თუმცა, ბოლო ექვსი წელი მათ ერთმანეთი არ ენახათ.
– თაზო, ეს ინგაა, – გააცნო თავისი მეწყვილე ირაკლიმ და დააყოლა, – როგორ ხარ, „კოდალ“?
– მე რა მიჭირს, მაგრამ გეტყობა, შენ გიჭირს რაღაც, – მიუგო მასპინძელმა.
– რატომ, ასე უთენია რომ დაგადექი? – გაეცინა ირაკლის.
– არა. მხოლოდ ამიტომ არა, – თავი გააქნია „კოდალამ“ და დაამატა, – ჩუმად იყავი და არ იყვიროო, რომ მითხარი, ამან დამაეჭვა. რა გჭირს, ირა?
– არაფერი. ჯობია, არ იცოდე, – ხელი ჩაიქნია ირაკლიმ.
– რა, არ მენდობი? – გაეცინა მასპინძელს.
– კაი, რა, „კოდალ“. რომ არ გენდობოდე, მოგადგებოდი?
– კარგი. როგორც გინდა. ჩემი სახლი შენი ციხესიმაგრე იქნება. იყავით, რამდენი ხანიც გინდათ. მე კი უნდა წავიდე. ადგილზე შვიდზე უნდა ვიყო.
– ხაშზე ხომ არ მიდიხარ?
– არა, რა ხაშზე. საგამოძიებო ექსპერიმენტს ვატარებთ ტეხურაზე და იქ მივდივარ.
– რა საგამოძიებო ექსპერიმენტს. სად მუშაობ, „კოდალ“?
თაზო ქვარცხავას ჩაეცინა და მიუგო:
– ქალაქის კრიმინალური პოლიციის უფროსი ვარ...
ირაკლი მიქაძეს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ თაზომ ხელით ანიშნა, გაჩუმდიო და აწკრიალებულ მობილურს უპასუხა:
– დიახ, გისმენთ, ბატონო ჯონდო.
მასპინძელმა ორიოდე წუთი ისმინა და ბოლოს თქვა:
– კარგი, ბატონო ჯონდო. გასაგებია. ათ წუთში მოვალ.
„კოდალამ“ ტელეფონი გათიშა და ბავშვობის ძმაკაცს უთხრა:
– სამხარეოს უფროსმა დამირეკა და ორი გაქცეული ბოროტმოქმედის მოძებნა მიბრძანა. ჩემი აზრით, ისინი თქვენ ხართ. მართლა გაქვთ „გლუშიწელიანი“ „გლოკები“?
ქალ-ვაჟმა მასპინძელს იარაღი დაანახვეს. ირაკლიმ კი ჰკითხა:
– რაო, მაინც, რა გითხრა, ვინ არიანო?
– რაო და ინფორმაციაა, რომ დაქირავებული მკვლელების წყვილი მოძრაობს ჩვენს ტერიტორიაზე და თუ სენაკში არიან, ყველაფერი გადააბრუნე, მოძებნე და აყვანა არც იფიქრო, ადგილზევე გაუკეთე ლიკვიდაციაო.
– ხომ გეუბნებოდი, ინგა, ხედავ, ინტუიციას არ უმტყუნია ჩემთვის, – უთხრა ირაკლიმ მეწყვილეს.
ქალმა უხმოდ დაუქნია თავი ვაჟს.
– ირა, აღარ იტყვი, რა ხდება? – ჰკითხა „კოდალამ“ მიქაძეს.
– კარგი არაფერი. ჩვენ წავალთ. იმედია, ქალაქიდან გაგვიშვებ, – უთხრა ირაკლიმ თაზოს.
– არსადაც არ გაგიშვებთ და აქ დარჩებით პოლკოვნიკი ჯონდო კედია სამხარეო პოლიციის უფროსია და სამეგრელოს მთელი პოლიცია დააყენა ფეხზე. გაძრომის შანსი არ გაქვთ. აქ დარჩებით და დამელოდებით. მე კი შევეცდები, უსაფრთხოდ გაგაპაროთ აქედან, – თქვა „კოდალამ“.
– რა ჩინი გაქვს?
– პოლიციის მაიორი.
– პოლიციის მაიორო, კრიმინალურის უფროსო, განა არ იცი, რომ შენი საქციელისთვის უმკაცრესად დაისჯები? – თქვა ირაკლიმ და დააყოლა, – იქნებ, არ იტყუება ეგ სამხარეოს უფროსი და მართლა დაქირავებული მკვლელები ვართ? მით უმეტეს, რომ ორივეს მაყუჩიანი რკინები გვაქვს?
– არ მჯერა ამის, – თქვა „კოდალამ“.
– რატომ მაინც? – ჩაეცინა ირაკლის.
– იმიტომ, რომ კარგად გიცნობ, – თქვა თაზომ. ინგამ კი მასპინძელს უთხრა:
– ბატონო თაზო, ოპერატიულ ხრიკს ხომ არ იყენებთ, რომ დაგვაკაოთ? ან, სულაც, როგორც პოლკოვნიკმა გითხრათ, „ლიკვიდაცია გაგვიკეთოთ“?
სანამ „კოდალა“ ხმას ამოიღებდა, ირაკლიმ მეწყვილეს უთხრა:
– რას ამბობ, ინგა?! „კოდალას“ თვალდახუჭული ვენდობი. „კოდალ“, ათი წუთი თუ გაქვს, ყველაფერს მოგიყვები, – უთხრა თაზოს ირაკლიმ.
– მოყევი.
ირაკლი მიქაძემ ძმაკაცს ყველაფერი თანამიმდევრულად მოუყვა და თქვა:
– გაიგე ახლა?
– შენ თუ სპეცაგენტი გახდებოდი, ამას როგორ ვიფიქრებდი, – გაეცინა კოდალას.
– ვერც მე ვიფიქრებდი, თუ შენ კრიმინალურ პოლიციაში დაიწყებდი მუშაობას, – მიუგო ირაკლიმ.
– რას ფიქრობ, რატომ უნდა შენს გენერალს ჩვენი ლიკვიდაცია, რის კვალს უნდა ფარავდეს ამით? – ჰკითხა „კოდალამ“ ირაკლის.
– წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ აუცილებლად გავარკვევთ, თუკი აქედან გავაღწიეთ, – მიუგო ირაკლიმ.
– მოკლედ, ასე ვქნათ, მეგობრებო. აქ არავინ შეგაწუხებთ. საჭმელ-სასმელი სამზარეულოშია. შუქი არ აანთოთ და არ იხმაუროთ. შევეცდები, ყველაფერი გავარკვიო და როდის მოვალ, არ ვიცი. წავედი, – თქვა მასპინძელმა. წყვილს თვალი ჩაუკრა და წავიდა...
***
ქალ-ვაჟი ისეთი დაღლილი იყო, რომ საწოლზე წამოწვნენ და მაშინვე ჩაეძინათ. „კოდალა“ საღამოს შვიდ საათზე დაბრუნდა და სტუმრებს მხოლოდ მაშინ გაეღვიძათ.
– რამდენი გვძინებია, – თქვა ინგამ. ირაკლიმ კი მასპინძელს უთხრა:
– გაარკვიე რამე, თაზო?
– მთელი სამეგრელოს პოლიცია და უშიშროება ფეხზე დგას, თქვენ გეძებენ. ყველას ეუბნებიან, ქილერებზე ვნადირობთ და ადგილზევე დახოცეთ, რადგან არ დაგნებდებიანო. კონკრეტულს კი თუ ვინ, ვის, რატომ და ასე შემდეგ, არ ამბობენ. ერთი სიტყვით თქვენი სიცოცხლე ვიღაცას ძალიან არ აწყობს, – თქვა მასპინძელმა.
– გენერალ ოთარ შამუგიას, – მტკიცედ თქვა ირაკლიმ.
– მოკლედ, ასე, ჩემო მეგობრებო, ამაღამ თბილისში წაგიყვანთ და თქვენი საქმე თქვენ იცით. კიდევ თუ რამეში დაგჭირდებით, რასაც შევძლებ, დაგეხმარებით. მოწესრიგდით. ვივახშმოთ და გზას გავუდგეთ. მაქსიმუმ ცხრაზე გავდივართ, – თქვა „კოდალამ“ და დაამატა, – ცოლ-შვილი ბაკურიანში მყავს დასასვენებლად და სამსახურში ვთქვი, მათ მოსანახულებლად მივდივარ-მეთქი. აბა, ცოცხლად, თქვენ შხაპი მიიღეთ, გამოფხიზლდით, მე კი ვახშამს გავაწყობ.
„კოდალა“ და კამპანია საღამოს 9 საათზე, თაზოს „ტოიოტას“ „ჯიპით“ გაემართნენ თბილისისკენ. ქალ-ვაჟი უკანა სავარძელზე იყვნენ მოთავსებულები და გარედან მუქ შუშაში არ ჩანდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ლამის ზესტაფონამდე გაძლიერებული ბლოკ-პოსტები იდგა და თითქმის ყველა მანქანას აჩერებდნენ, მაიორის ნომრებს ცნობდნენ და მას „ჩესტით“ აცილებდნენ. ღამის სამი საათი სრულდებოდა, როდესაც ტრიო თბილისში ჩამოვიდა. დიღმის მასივში რომ შემოვიდნენ, დავით აღმაშენებლის ძეგლთან მათ საპატრულო მანქანამ გადაუჭრა გზა და გაჩერება უბრძანა.
– ჩაწექით და არ გაინძრეთ, – უთხრა ქალ-ვაჟს „კოდალამ“. ხოლო პოლიციის კაპიტანს კი, რომელიც ღია ფანჯარასთან მივიდა, პოლიციის თანამშრომლის საბუთი უჩვენა და ნებართვის მიღების შემდეგ გზა გააგრძელა.
– აქვე, საბურთალოზე მიგვიყვანე, „კოდალ“ და თავისუფალი ხარ, – უთხრა ძმაკაცს ირაკლიმ.
– დროებით თავისუფალი, – „კოდალამ“ ირაკლის თავისი მობილურის ნომერი უკარნახა და დააყოლა, – „სპეცები“ ხართ, კარგად გაწვრთნილები იქნებით და დამახსოვრება არ გაგიჭირდებათ. თუკი დაგჭირდით, სანდო ნომრიდან დამირეკეთ და სათქმელი მითხარით.
– ღამის გასათევი გაქვს? – ჰკითხა თაზოს ირაკლიმ.
– კი. ბაკურიანში.
– შენ რა, ბაკურიანში ახლავე მიდიხარ?
– რა, მერე? მომენატრნენ ჩემები, – მიუგო „კოდალამ“ ირაკლის და „ჯიპი“ ახლად აშენებულ კორპუსთან ასიოდე მეტრში გააჩერა და ქალ-ვაჟი რომ გადავიდნენ, მანქანა ადგილიდან დაძრა.
***
ირაკლისა და ინგას გაგარინის მოედანზე ახალაშენებული საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე სამოთახიანი ბინა ჰქონდათ ნაყიდი, რომლის შესახებაც მხოლოდ მათ იცოდნენ და არავის უმხელდნენ. მართალია, ქალ-ვაჟი უკვე სამი წელია, ერთად იყვნენ, მაგრამ ჯერ დაქორწინებას არ აპირებდნენ და როგორც ეს საიდუმლო სპეცაგენტებს შეეფერებათ, ამ ბინაში ხვდებოდნენ ერთმანეთს.
ქალ-ვაჟი ფეხით ავიდა მეხუთე სართულზე. ჩუმად გააღეს კარი და ბინაში შევიდნენ. შუქი არ აუნთიათ. უზარმაზარ საწოლზე ტანსაცმლიანად წამოწვნენ და ინგამ ირაკლის უთხრა:
– რას ფიქრობ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ?
– რა ფიქრი უნდა, აშკარაა, რომ არ გამოვქცეულიყავით, გენერალი ოთარ შამუგია ახალსოფელშივე გაგვასაღებდა. ვფიქრობ, მარჩიელობას აზრი არ აქვს. ყველაფერს მისი ტყუპისცალისგან, თემურ შამუგიასგან შევიტყობთ, მას უნდა დავადგეთ და „დავაკაჩავოთ“, – მიუგო ირაკლიმ.
– ადვილი სათქმელია, „დავადგეთ და დავაკაჩავოთ“. ჯერ ერთი, რომ ამ ვარიანტს ოთარ შამუგიაც გაითვალისწინებდა და თავისი ტყუპისცალი უკვე გაფრთხილებული ეყოლება. გარდა ამისა, ჩვენ არ ვიცით, თუ სად იმყოფება ის? თანაც, რომც ვიცოდეთ, იქ „ზასადა“ იქნება.
– ვფიქრობ, წყნეთშია. „ზასადის“ გარღვევა კი ჩვენი პროფესიაა.
– პროფესია კია, ძვირფასო, მაგრამ მაშინ „ტრუპებზე“ უნდა წავიდეთ, – თქვა ინგამ და დაამატა, – პირდაპირ მინისტრი ხომ არ გვენახა და ყველაფერი მოგვეყოლა?
– არ მგონია, რომ ეს კარგი აზრი იყოს. რა იცი, რა კომბინაციაში ვართ გაბმული და მინისტრიც რომ მათთან ერთად იყოს?
– მეოთხე ხელისუფლებას ხომ არ მივმართოთ?
– ჟურნალისტებს?
– ჰო.
– გაგიჟდი, გოგო? იმხელა სკანდალი აგორდება და ისეთ კუდებს მოაბამენ, რომ ღმერთმა უწყის, რა მოხდება. ჯობია, ჯერ ჩვენ გავერკვეთ ყველაფერში და უფრო ადვილად ვიპოვით შემდგომი მოქმედებების გზას. ამიტომ, ჯერ თემურ შამუგიას მოხელთებაზე ვიფიქროთ.
***
მიუხედავად იმისა, რომ ქალ-ვაჟი საკმაოდ დაიღალა, დრო არ ითმენდა და თემურ შამუგიას მოსახელთებლად სულ რაღაც ერთი საათის შემდეგ გაემართნენ წყნეთში. სადგომიდან სპორტული „მერსედესი“ გამოიყვანეს. ზურგჩანთებში ცეცხლსასროლი იარაღი და სპეცოპერაციის დროს საჭირო სხვა მოწყობილობები ჩაალაგეს და გზას გაუდგნენ. გეგმის მიხედვით, აგარაკზე მყოფი დაცვა მხოლოდ და მხოლოდ უნდა დაეძინებინათ და ცეცხლსასროლი იარაღი უკიდურეს შემთხვევაში გამოეყენებინათ. მათ სპეციალური პისტოლეტები ჰქონდათ, რომლებიც წვეტიან ტყვიებს ისროდნენ. როდესაც ტყვიის წვერი სხეულში ესობოდა, იქიდან გამოტყორცნილი ხსნარი მომენტალურად თიშავდა ადამიანს და სამი საათით აძინებდა.
შამუგიების ფეშენებელურ ვილას რომ მიუახლოვდნენ, დილის ექვსის ნახევარი იყო. ქალ-ვაჟმა ჯერ შორიდან დაზვერა სახლი, შემდეგ ირაკლი უზარმაზარ ფიჭვზე ავიდა და ათიოდე მეტრის სიმაღლეზე წვრილი ტროსი დაამაგრა. ტროსის მეორე ბოლო კი სპეციალურ მოწყობილობას გამოაბა და შამუგიების ეზოში მდგომ ფიჭვს სტყორცნა. წვერზე გამობმული ტროსი ხეს შეერჭო და დაიჭიმა. ირაკლი გაყუჩდა ყურადღებით დაუწყო თვალთვალი, მაგრამ იქიდან არავინ გამოსულა. ამიტომ მან ტროსი მოსინჯა და რომ დარწმუნდა, საიმედო იყო, შამუგიების ეზოში გადაცოცდა. ინგა კი ტროსიან ფიჭვზე აცოცდა, მოხერხებულად მოკალათდა და მაყუჩმორგებული ავტომატით ხელში ირაკლის დაზღვევისთვის მოემზადა. თენდებოდა. დაყოვნება არ შეიძლებოდა, წყვილს მალევე უნდა დაესრულებინა ყველაფერი. სულ რაღაც სამიოდე წუთი იყო გასული, მაგრამ ეს დრო გოგონას საუკუნედ მოეჩვენა, უკვე სერიოზულ ნერვიულობას იწყებდა, რომ ეზოში ირაკლი გამოჩნდა, რომელსაც გათიშული თემურ შამუგია მხარზე ჰყავდა გადაკიდებული. გოგონა სწრაფად ჩამოძვრა ხიდან და „მერსედესი“ აგარაკის ჭიშკართან მიაყენა. ეზოს კარი გაიღო, საიდანაც ირაკლი გამოვიდა, შამუგია მანქანის უკანა სავარძელზე დააწვინა, თავად კი წინ დაჯდა. ინგამაც მანქანა სასწრაფოდ დაძრა ადგილიდან.
– მომიყევი, რა მოხდა, – უთხრა ინგამ ირაკლის, როდესაც „მერსედესი“ გზატკეცილზე გავიდა და სწრაფად ეშვებოდა თბილისისკენ.
– ამ კვახს ეძინა და ისე გავუჩხირე დასაძინებელი, რომ არაფერი გაუგია. დაცვაში კი ექვსნი იყვნენ და მათ სამსაათიანი ძილი გამოვუწერე, – უთხრა ირაკლიმ ინგას.
– მადლობა ღმერთს, რომ მათი დახოცვა არ დაგვჭირდა და ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა.
– ჯერ ნუ ჩქარობ. ყველაფერი წინაა და რა იცი, რა გველოდება.
– ყოველ შემთხვევაში დასაწყისი ურიგო არ იყო, – იხტიბარი არ გაიტეხა ინგამ.
– მთავარია, დასასრული იყოს კარგი, – არ დათმო ირაკლიმ და ორივე გაჩუმდა.
თბილისში რომ ჩამოვიდნენ, მანქანა ჯერ თავიანთი საცხოვრებელი კორპუსის მიწისქვეშა სადგომში გააჩერეს, შემდეგ ლიფტით მეხუთე სართულზე ავიდნენ და დატყვევებული და დაძინებული გენერლის ტყუპისცალთან ერთად ბინაში უხმაუროდ შევიდნენ. თემურ შამუგია საწოლზე დააწვინეს და ინგამ ირაკლის უთხრა:
– დილის შვიდის ნახევარია. ამის გაღვიძებას კიდევ კარგა ხანი დასჭირდება, დრო კი არ ითმენს. მოდი, აზრზე მოვიყვანოთ.
ირაკლიმ უჯრიდან შპრიცი და ამპულა ამოიღო და სითხე ამოტუმბა. შემდეგ მძინარე თემურ შამუგიას დუნდულში, შარვლის გაუხდელად შეუშხაპუნა და ინგას თხრა:
– სამ წუთში აზრზე მოვა. შენ მანამდე ჩამწერ-გადამღები აპარატურა მოამზადე.
გაგრძელება შემდეგ ნომერში