№19 საათი და ცხოვრება
ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე
საინტერესო და ორიგინალური ტესტია. თქვენ მხოლოდ ამოირჩიეთ საათი, რომელიც უფრო „გესიმპათიურებათ“, რომელიც თქვენი აზრით, უფრო მოსახერხებელია დროის გასაგებად და ნახეთ, რა გელოდებათ ცხოვრებაში, როდის გელოდებათ მნიშვნელოვანი ცვლილებები.
1. ჩვეულებრივი, თანამედროვე, უბრალო კედლის საათი
შეიძლება, ვერ შენიშნეთ, მაგრამ ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში უკვე დაიწყო. ჯერჯერობით ეს ყველაფერი ჩამოყალიბების პროცესშია, მაგრამ უახლოეს მომავალში, გუნდასავით შეიკვრება და ზვავივით თავზე დაგეცემათ. გამოცდა გელით, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ. თუ მას გადალახავთ, ისეთი ახალი პერსპექტივები და შესაძლებლობები გამოჩნდება, კმაყოფილი იქნებით.
2. ქვიშის საათი
თქვენს ცხოვრებაში ცვლილება მალე არ მოხდება. ცვლილებების გეშინიათ, სიახლეს ეჭვის თვალით უყურებთ და გადაწყვეტილებას ვერ იღებთ. ვერ გაერკვიეთ, რა გინდათ ცხოვრებაში. უფრო მტკიცე ნაბიჯები გადადგით მიზნისკენ – ცვლილებაც არ გალოდინებთ.
3. კედლის ძველებური, ჩუქურთმიანი საათი
მალე შეხვდებით ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. შეიძლება, მას იცნობთ კიდეც, მაგრამ ძალიან ახლოს – არა. როგორც კი თქვენს ცხოვრებაში შემოვა, მას თავდაყირა დააყენებს. როგორი მოულოდნელიც უნდა იყოს ცვლილებები, თქვენთვის სასიამოვნო და სასარგებლო იქნება.
4. მაჯის სამაჯურიანი საათი
რამდენიმე თვის შემდეგ თქვენს ცხოვრებაში უმნიშვნელო უსიამოვნება მოხდება ან რაიმე სახის შეფერხება შეგექმნებათ. ის ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ. შეხედულებებს შეგიცვლით – რაც, თქვენს ცხოვრებაში დადებითი მოვლენების დასაწყისი იქნება.
5. ელექტრონული, ციფრული საათი
უახლოესი რამდენიმე წელი სრული სიმშვიდე გელით. მნიშვნელოვან ცვლილებას მხოლოდ ორი წლის შემდეგ უნდა ელოდოთ. მხოლოდ ამის მერე მიხვდებით, რეალურად რა გსურთ ცხოვრებისგან. ეს პერიოდი თქვენს ინტელექტუალურ და სულიერ ზრდას შეუწყობს ხელს.