კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 ჩემს შვილს მამინაცვალი თან ჰყვება, საკუთარი მამა კი ამით სარგებლობს და გვაშანტაჟებს

ხშირად ცხოვრებაში ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა და წარმოგვიდგენია. რომ გგონია, სიყვარული იპოვე, ოჯახს ქმნი და ბედნიერი ხარ, სიბერეს მის გვერდით გაატარებ, ოცნებაც და მომავალიც ერთ წამში გენგრევა თავზე. ყველას როდი უმართლებს და მეც მათ რიცხვში ვარ. პირველად რომ შემიყვარდა და თვალები დამიბრმავდა, მალევე გავყევი ცოლად და მივხვდი, მწარედ შევცდი. არავის დავუგდე ყური, არც მშობლების რჩევა გავითვალისწინე, არც ახლო მეგობრების და ცხვირი წავიმტვრიე. შვილი გავაჩინე თუ არა, მალევე გავშორდი და ისეთი დეპრესია დამეწყო, არავის ვუსურვებ – სახლში ჩავიკეტე, დღე და ღამე ტირილში ვატარებდი და მეგონა, ყველა გზა მომეჭრა, ახალგაზრდა გოგომ ცხოვრება დავასრულე, აღარავინ შემომხედავდა და შემიყვარებდა. თუმცა, სამ წელში ისევ შემიყვარდა, გავთხოვდი და ცხოვრება თავიდან დავიწყე. სამწუხაროდ, მეორე ქმართან შვილი არ მეყოლა, მაგრამ მამინაცვალი ჩემს გიგის ისე ზრდის, როგორც საკუთარ შვილს. არასდროს შემქმნია პრობლემა ამის გამო. სულ მეუბნება: ალბათ, ჩემი საკუთარი შვილი რომ მყოლოდა, ამაზე მეტად არ მეყვარებოდაო. ამაში ნამდვილად გამიმართლა და ჩემი შვილიც მის გვერდით ბედნიერია. მაგრამ, რად გინდა – ამ ბოლო დროს, მამამისი გამოჩნდა, ტვინი აურია და ისე გვაშანტაჟებს, ლამის ქვეყანა დავტოვოთ და სადმე, შორს გადავიხვეწოთ. მთელი ათი წლის განმავლობაში არ გამოჩენილა, შვილის ბედით არ დაინტერესებულა და ახლა, როცა მიხვდა, არაფერი აკლია, კარგ განათლებასაც იღებს და ფუფუნებაში ცხოვრობს, მისით მანიპულირება დაიწყო. სახლიდან ოქროს ბეჭედი დაიკარგა. ნამდვილად ვერ დავადებდი ხელს ვერავის, რადგან, ჩემს ოჯახში უცხო არავინ შემოდის. კი დამწყდა გული, მაგრამ ვიფიქრე, იქნებ სხვაგან დავდე, თვალს მოეფარა და მერე ვნახავ-მეთქი. ბავშვს წამოსცდა: მამამ მომაკითხა სკოლასთან, ფული მთხოვა და რომ არ მქონდა, მითხრა, დედაშენს რომ გავშორდი, იმდენი ოქროს სამკაული დავუტოვე, მოძებნე და ერთი ბეჭედი წამომიღე, ძალიან მჭირდება ფული, მაგრამ არ უთხრა, რომ მე გთხოვეო. ეს რომ გავიგე, გადავირიე, ბავშვს ვერ ვეჩხუბე, თუმცა დავისვი და ავუხსენი, ველაპარაკე მამამისზე. უმუშევარი დადის, დღე და ღამე უბანში, თავისნაირ უსაქმურ ბიჭებთან სვამს. ალბათ, ფული შემოაკლდა და შვილს მოაკითხა. მეორე დღესვე დავურეკე და კარგად გამოვლანძღე. იუარა, რეებს მაბრალებო, მაგრამ მე ხომ ვიცი, ჩემი შვილი არ მომატყუებდა. ამას წინათ კი ისევ შეხვედრია და უთქვამს: ძალიან მიყვარხარ, შეცდომა დავუშვი, მე შენი მამა ვარ, ჩემთან გადმოდი საცხოვრებლადო. ბავშვს უთქვამს: მე, დედასთან მირჩევნია, მისი ქმარი მამასავით მყავს, მან გამზარდა და შენთან ვერ წამოვალ, მაგრამ როცა გინდა, მნახეო. იმას ნახვა და შვილი  კი არა, ჩვენგან ფულის გამოძალვა უნდა. ჰგონია, თუ შვილს წაიყვანს, მატერიალურად დავეხმარებით და ისიც ისარგებლებს. ჩემმა ქმარმა ეს ამბავი რომ გაიგო, გადაირია. მითხრა: ბავშვს არ დავუთმობ, არ მინდა მის გვერდით გაიზარდოს და ლოთ მამამისს უყუროს. მისგან რას ისწავლის, ესეც ხელიდან წავა და გაფუჭდებაო. გული მწყდება, რომ ნამდვილ მამას შვილის გამოყენება უნდა და მამინაცვალი კი მის მომავალზე ასე ზრუნავს. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ის ნაძირალა, შვილით დაიწყებდა ვაჭრობას. თან, სახლის მისამართიც იცის, სკოლაც. ბავშვი გარდატეხის ასაკშია და მეშინია, ტვინი არ გადაუტრიალოს, შეცდომა არ დაუშვას და არ დავიღუპო.
ნინო, 36 წლის.
скачать dle 11.3