№19 კითხვა-პასუხი
ნინო კანდელაკი ანი რევია
კითხვა: თმას სახლის პირობებში ვიღებავ. საღებავი სახეზე ან ყურზე თუ მომიხვდა, ვერ ვიცილებ და რას მირჩევთ?
პასუხი: თუ თმის შეღებვის დროს საღებავი სახეზე ან ყურებთან გადაგივიდათ, ლაქა მიცელარული წყლით მოიშორეთ.
კითხვა: დაბანის შემდეგ სახეს კარგად ვიმშრალებ პირსახოცით და საცხს მერე ვისვამ. მეუბნებიან, სახის კრემი ნოტიო კანზე უნდა გადაისვათო და რატომ?
პასუხი: დაბანის შემდეგ სახის პირსახოცით გამშრალება კანს აღიზიანებს. წაისვით სახის კრემი ნოტიო კანზე, ამგვარად, კრემი უფრო კარგად შეიწოვება.
კითხვა: როგორ გამოვიყენო კბილის პასტა აკნეს მოსაშორებლად?
პასუხი: დაიდეთ კბილის პასტა აკნეზე და დაელოდეთ მის სრულად გაშრობას. შედეგად, აკნე გაშრება და ძალიან მალე მოგშორდებათ.
კითხვა: ტონალური კრემი მხოლოდ სახეზე გამოიყენება?
პასუხი: ტონალური კრემი უნდა წაისვათ არა მხოლოდ სახეზე, არამედ კისერზე და დეკოლტეზეც.