კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 გამოდევნეთ დაგროვილი ცხიმები და ზედმეტი სითხე ორგანიზმიდან და დაიკელით მარტივად

ნინო კანდელაკი ანი რევია

ორგანიზმის განტვირთვისა და გამწმენდი თერაპიის ხანგრძლივობა 4 დღეა. თუკი მას უფრო დიდი ხნით დაიცავთ, ორგანიზმს საჭირო საკვები ნივთიერებები და ვიტამინები დააკლდება.

პირველი დღე
ვაშლის დღე
დილით, მიირთვით წყალზე დამზადებული შვრიის ფაფა, დღის განამავლობაში კი – როცა მოგშივდებათ, 8-10 ცალი მწვანე ვაშლი და დალიეთ ბევრი წყალი. ვაშლის ხშირი მიღება ნაწლავებში სპეციალური სახის ბაქტერიების რაოდენობას ზრდის, რომლებიც ხელს უშლის ლპობის პროცესს და საჭმლის უკეთ გადამუშავებას უწყობს ხელს, რაც ჭარბი წონის დაგროვებას აფერხებს.
მეორე დღე
კეფირის დღე
დილით მიირთვით წყალზე დამზადებული შვრიის ფაფა, დღის განმავლობაში კი – 1,5 ლიტრი დაბალპროცენტიანი კეფირი და 2 ლიტრი წყალი.
მესამე დღე
წიწიბურას დღე
წიწიბურა არ მოხარშოთ, მოამზადეთ ორთქლზე. ან, წინა საღამოს ერთ წილ წიწიბურას დაასხით ორი წილი ადუღებული წყალი, დაახურეთ თავზე, დატოვეთ მთელი ღამის განმავლობაში და დილას მიირთვით. შეგიძლიათ, იმდენი წიწიბურა მიირთვათ, რამდენიც მოგინდებათ, მაგრამ მარილის, კარაქის, რძისა და სხვა დანამატების გარეშე. სასურველია, მიიღოთ 1 თეფში წიწიბურა 2-3 საათში ერთხელ. გარდა ამისა, დღის განმავლობაში აუცილებელია 2 ლიტრი წყლის მიღება.
მეოთხე დღე
ბრინჯის დღე
სასურველია, შეარჩიოთ ყავისფერი ბრინჯი. წინა საღამოს გარეცხეთ 250 გრამი ბრინჯი, დაასხით ცივი წყალი, ისე, რომ ბრინჯი ქვაბში დაიფაროს და დილამდე ასე დატოვეთ. დილას ღამის წყალი გადააქციეთ, დაასხით ადუღებული წყალი და ნელ ცეცხლზე მოხარშეთ. მოხარშული ბრინჯი გაყავით 6 ნაწილად და მიიღეთ თანაბარი ინტერვალებით. ბრინჯს შეგიძლიათ, დაუმატოთ რამდენიმე ცალი წვრილად დაჭრილი გარგარის ან შავი ქლიავის ჩირი. დღის განმავლობაში აუცილებელია 2 ლიტრი წყლის მიღება.скачать dle 11.3