კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 რომელი ფერი მოქმედებს ფსიქიკაზე დამამშვიდებლად და რომელი აღძრავს ვნებებს

  ფერებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ადამიანის ცხოვრებაზე. ფერის მიხედვით შესაძლებელია ადამიანის ხასიათის, ვნებებისა და მიდრეკილებების დადგენა. გარდა ამისა, მათი დახმარებით საკუთარი თავისთვის სასურველი განწყობის შექმნასაც კი მოახერხებთ.
  თეთრი – სრულქმნილების, ჰაეროვნებისა და სიწმინდის ფერია. ასოცირდება სიკეთესთან და ასუფთავებს ჩვენს ენერგეტიკას. ადამიანები, რომელთაც უყვართ თეთრი ფერი, პატიოსნები, გულწრფელები და მოწესრიგებულები არიან, მაგრამ ხშირად, ზედმეტად მომთხოვნებიც. თუ გსურთ, საკუთარ ნატურას შემატოთ უცოდველობა და უმანკოება, თეთრი ფერის ტანსაცმელი შეარჩიეთ.
  წითელი – ვნებისა და საციცოცხლო ენერგიის ფერია. ამ ფერს აქვს აღგზნებისა და ვნებების გაძლიერების უნარი. ის საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა მოსაზიდად გამოიყენება. იპყრობს ყურადღებას, მაგრამ იმავდროულად, საფრთხეზეც მეტყველებს. ეს ფერი რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, როცა თქვენ გინდათ სხეულის ტემპერატურის აწევა და სისხლის მიმოქცევის სტიმულირება.  წითელი ფერის სამოსის ტარება კი, მხოლოდ მაშინაა რეკომენდებული, როცა სურვილი გაქვთ, სექსუალურად, ექსტრავაგანტულად და თამამად გამოიყურებოდეთ.
  სტაფილოსფერი – შემოქმედებითი, ოპტიმისტური, პროვოცირებადი, თავისუფლების ფერია. ადამიანს ეხმარება, მოიშოროს შიშები, დეპრესია და ცუდი განწყობა. ხელს უწყობს დაფარული შესაძლებლობების გამოვლენას. ადამიანები, რომლებიც უპირატესობას სტაფილოსფერს ანიჭებენ, გულღიები და კომუნიკაბელურები არიან. სტაფილოსფერი ტანსაცმლის მოყვარული ადამიანები, მეტწილად, ამაყ და დამოუკიდებელ პიროვნებებს წარმოადგენენ. მუდმივად ცდილობენ გარშემო მყოფებზე ზეგავლენის მოხდენას და პოპულარობის მოპოვებას. სტაფილოსფერი უხდება მისაღებ ოთახს ან სამზარეულოს. ამ შეფერილობის ოთახში ყოფნისას ადამიანები უფრო გახსნილები და მეგობრულები ხდებიან. თუ თქვენ გინდათ, თავი იგრძნოთ თამამად, მხიარულად, ცოცხლად და ახალგაზრდულად, ამ შემთხვევაში, სტაფილოსფერი ტანსაცმელი საუკეთესო არჩევანია.
  ყვითელი – გვეხმარება გონებრივი სამუშაოს შესრულებისას და ხელს უწყობს ინფორმაციის უკეთ მიღებას. ეს ფერი სასარგებლოა თავის თავში დაურწმუნებელი და მორცხვი ადამიანებისათვის. ის თქვენს ცხოვრებაში მეტ სიხარულს შემოიტანს. ყვითელი ფერის მოყვარული ადამიანები არიან ენერგიულები, არტისტულები, შემოქმედებითი ნატურის მქონენი, არ აკლიათ ორიგინალურობა, არიან პატიოსნები და მომთმენნი. ყვითელი ფერით შეღებეთ კაბინეტი ან ის ტერიტორია, სადაც  გონებრივად გიწევთ მუშაობა. ყვითელი ფერის ტანსაცმელი კი იმავე ეფექტს ახდენს, როგორსაც სტაფილოსფერი.
  მწვანე – ჰარმონიისა და წონასწორობის ფერია, განგვაწყობს ემოციური ურთიერთობებისა და სიყვარულისთვის. ნერვულ სისტემაზე მოქმედებს დამამშვიდებლად, აცხრობს აღზნებას, ახალი ცხოვრების დაწყებისა და ჰარმონიის სიმბოლოა. ადამიანს, რომელიც არჩევანს აკეთებს მწვანე ფერზე, ახასიათებს სენტიმენტალურობა და თანაგრძნობა, მოსწონს მეგობრებთან ურთიერთობა, არიან მიმდობნი, სასიყვარულო ურთიერთობებში ერთგულები. გამოირჩევიან ტაქტით და შრომისუნარიანობით. მათზე დაყრდნობა ყველანაირ სიტუაციაში შეიძლება. მაგრამ არიან ეჭვიანები და ბუტიებიც. მწვანე ფერი მოუხდება ყველა ოთახს. მწვანე სამოსში კი, თქვენ ყოველთვის შეგამჩნევენ.
  ცისფერი – სიმშვიდის, სიბრძნისა და წონასწორობის სიმბოლოა. ადუნებს და განგვაწყობს დასვენებისათვის. ეს ფერი უყვართ ისეთ ადამიანებს, რომლებიც მიილტვიან სულიერი მიღწევებისაკენ. არ არიან ეგოისტები. უყვართ ფილოსოფოსობა და განსხვავებული თემები. მათი ნეგატიური თვისებებია: სისუსტე, გაუწონასწორებლობა და თვითკმაყოფილება. ცისფერი კარგია საძინებელი ოთახისთვის, მისაღებისთვის და ყველა იმ ადგილისათვის, სადაც დასვენებასა და მოდუნებას ამჯობინებთ. შეგმატებთ სიმშვიდისა და დაცულობის გრძნობას. ამ ფერის ტანსაცმლის გამოყენება კი, მხოლოდ მაშინაა მიზანშეწონილი, როცა გინდათ გამოიყურებოდეთ გულუბრყვილოდ, ნაზად და უბრალოდ.
  ლურჯი – შთაგონების, სურვილების ასრულების, სამართლიანობის და ერთგულების ფერია. მისი მოყვარული ადამიანები მეგობრულები, ერთგულები და დამოუკიდებლები არიან. შენობებში ლურჯი ფერის გამოყენებისგან ჯობია, თავი შეიკავოთ, რადგან, შესაძლოა, დისკომფორტის შეგრძნება გაგიჩნდეთ. ლურჯი ფერის ტანსაცმელი მხოლოდ იმ შემთხვევაშია მისაღები, თუ გინდათ, სერიოზული და მიუწვდომელი იყოთ.
  იისფერი – სიკეთის, სიბრძნისა და სიყვარულის სიმბოლოა. ამძაფრებს ინტუიციას და შეგრძნებებს. სულიერი და ფიზიკური ძალების ბალანსირების შესანიშნავი სტიმულატორია. ადამიანები, რომელთა ძირითადი ფერია იისფერი, მიდრეკილნი არიან გადამეტებული სიამაყისკენ, ვერ ხედავენ საკუთარ უარყოფით მხარეებს. იისფერი მხოლოდ მედიტაციის ოთახისთვისაა მისაღები. ამ ფერის ტანსაცმელი კი, ძირითადად, მაშინ გამოიყენება, როცა გინდათ დატოვოთ ინტელექტუალური და ამოუცნობი ადამიანის შთაბეჭდილება.
  შავი – მისტიკური ფერია. საიდუმლოებით მოცულის, დაფარულისა და ბნელის სიმბოლო. შავი ფერი უყვართ ძლიერ, მშვიდ, მაღალი ღირსების ადამიანებს. მაგრამ ამ ფერის მოყვარულები, შესაძლოა, საკუთარი თავის რწმენის ნაკლებობასაც განიცდიდნენ და ცხოვრებას მუქ ფერებში ხედავდნენ. შავი ფერის ტანსაცმელი, ნატიფი გემოვნებისა და ავტორიტეტულობის სიმბოლოა.
скачать dle 11.3