კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 რა არის ღრძილებიდან სისხლდენის მიზეზი და როგორ ავირიდოთ ის

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ღრძილებიდან სისხლდენა ბევრი ადამიანის პრობლემაა. ის ზოგს კბილების გახეხვისა და კბილის ძაფით გასუფთავების, ზოგს ღრძილებზე თითის დაჭერისას, ზოგსაც მკვრივი საკვების ჩაკბეჩისა თუ ღეჭვის დროს უვითარდება.
ღრძილებიდან სისხლდენა საკმაოდ ხშირი სიმპტომია. მას სხვადასხვა მიზეზი აქვს. ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
* ჰიგიენის საშუალებების (კბილის ჯაგრისის, კბილის ძაფის – ეგრეთ წოდებული, ფლოსის და სხვა) არასწორად შერჩევა;
* ჰორმონული ფონის დარღვევა;
* ინფექციური და არაინფექციური დაავადებები;
* პაროდონტის დაავადებები (პაროდონტიტი, გინგივიტი).
ღრძილებიდან სისხლდენა ღრძილებისა და კბილის ირგვლივი ქსოვილების (პაროდონტის) დაავადებათა სიმპტომია. ღრძილების ანთებას გინგივიტი ეწოდება. არსებობს გინგივიტის რამდენიმე ფორმა:
* კატარული გინგივიტი, რომელიც ხშირად გვხვდება, უმტკივნეულოდ იწყება და პაციენტისთვის შეუმჩნევლად მიმდინარეობს. პაციენტები აღნიშნავენ კბილების ხეხვის დროს ღრძილებიდან სისხლდენას, რომელმაც შესაძლოა, თავისთავად, მკურნალობის გარეშე გაიაროს;
* ქრონიკულ-კატარული გინგივიტი, რომელსაც სისხლდენის გარდა ახასიათებს ღრძილის კბილთაშუა დვრილის ფორმისა და ფერის შეცვლა;
* წყლულოვან-ნეკროზული გინგივიტი, რომელიც უხშირესად ორგანიზმის რეზისტენტობის დაქვეითების, გრიპის, ანგინის, პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენის, მავნე ჩვევების (თამბაქოს წევა, სმა), ავიტამინოზისა და ნერვული სტრესის შედეგია. ამ პათოლოგიის დროს თითქმის ყველა პაციენტს აღენიშნება ღრძილებიდან სისხლდენა, რომელიც რამდენიმე კვირიდან რამდენიმე წლამდეც კი გრძელდება. სისხლდენასთან ერთად პაციენტები უჩივიან ღრძილების ტკივილს, ჭამისა და მეტყველების გაძნელებას, პირის ღრუში უსიამოვნო სუნს და ჰიპერსალივაციას (უხვ ნერწყვდენას);
* ჰიპერტროფიული გინგივიტი, რომელიც უმთავრესად წინა კბილების მიდამოში ვითარდება. მისთვის დამახასიათებელია კბილების წმენდის დროს ღრძილებიდან სისხლდენა. ზოგჯერ სისხლდენა სპონტანურად ღამით იწყება. მასთან ერთად თავს იჩენს ღრძილების ქავილი. გინგივიტის ეს ფორმა განსაკუთრებით ხშირია ორსულობისას (45-50 პროცენტში), ვითარდება თანკბილვის პათოლოგიებისას, ჰიგიენური წესების დაუცველობისა და არასწორი პროთეზირების შედეგად.
მკურნალობის საუკეთესო გზაა პირის ღრუს სწორი მოვლა და ჰიგიენის დაცვა. ყოველ დილა-საღამოს კბილების გაწმენდა – ეს ყველაზე მთავარი ფაქტორია, რომლითაც შეიძლება ღრძილების ანთების თავიდან არიდება. აუცილებელია პაციენტმა ყოველ დილა-საღამოს 2-3 წუთი მაინც დაუთმოს პირის ღრუს ჰიგიენას, ტკბილი საკვებიც ნაკლები რაოდენობით მიირთვას და მისი მიღების შემდეგ კბილები გაიხეხოს. დიდი მნიშვნელობა აქვს პირის ღრუს სწორ მოვლასაც: არ არის სასურველი ძალიან მაგარი ჯაგრისის გამოყენება, ყველას საშუალო ჯაგრისი სჯობს. ასევე არ არის რეკომენდებული კბილის ჩხირების გამოყენებაც, რადგანაც ისინი ღრძილების ტრავმირებას იწვევს. ჩხირებს ისევ ფლოსი ანუ კბილების ძაფი სჯობს.
скачать dle 11.3