კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 იასამანი არაერთი დაავადების მკურნალობაში დაგეხმარებათ

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ხალხურ მედიცინაში იასამნის ყვავილს იყენებენ გაციებისას, ფილტვების ტუბერკულიოზის, თირკმელებში კენჭების, გრიპის, ხველების, ფაღარათის, მაღალი სიცხის დროს, ფოთლებს – მენსტრუალური ციკლის მოსაწესრიგებლად, კვირტებს – დიაბეტის წინააღმდეგ.
იასამნის კვირტებს ან ყვავილს დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთი საათი. გადაწურეთ. მიიღეთ დღეში ოთხჯერ სიცხის დაწევისთვის ფილტვების ანთების, ტუბერკულიოზის, ბრონქული ასთმის დროს. მიღებამდე შეათბეთ.
  დიაბეტის წინააღმდეგ: 10 გრამ იასამნის კვირტებს დაასხით 1 ჭიქა წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთი, შემდეგ გადაწურეთ და დაკლებული სითხე შეავსეთ ანადუღარი წყლით. მიიღეთ დღეში სამჯერ ერთი სუფრის კოვზი.
იასამნის ყვავილი კარგია მარილების დაგროვებისა და პოდაგრის დროს. ჩაყარეთ ყვავილები ნახევარლიტრიან ქილაში ისე, რომ არ დატკეპნოთ, დაასხით სპირტი. დადგით ბნელ ადგილზე 21 დღე. შემდეგ გადაწურეთ. ნაყენს იყენებენ კომპრესების გასაკეთებლად და მტკივნეული ადგილის დასაზელად. ასევე, შეგიძლიათ დალიოთ – 30 წვეთი გახსენით მეოთხედ ჭიქა წყალში  და მიიღეთ დღეში სამჯერ, ერთი თვის განმავლობაში.
  ლარინგიტის დროს იასამნის ნაყენს ყელში ივლებენ. ნაყენი ასე მზადდება: 50 გრამ ყვავილს დაახით 100 გრამი არაყი. გააჩერეთ (მინის ქილაში) ერთი კვირა, გადაწურეთ. ყელში გამოსავლებად გააზავეთ ანადუღარ წყალში (1:10 თანაფარდობით).
იასამნის  ფოთლებსს იყენებენ თავის ტკივილისას – იასამნის ახალმოწყვეტილ ფოთოლს იდებენ საფეთქლებზე, შუბლზე ან კეფაზე – ტკივილი ქრება.
იასამნის ფოთოლს იყენებენ ჭრილობებზე, მათ შორის დაჩირქებულზეც – ფოთოლი ჩირქს გამოდევნის და ჭრილობაც მალევე შეხორცდება. ჩირქოვანი ჭრილობის დროს დაზიანებული ადგილი ცხელი წყლით უნდა დაიბანოთ, შემდეგ დაიდოთ გარეცხილი ახალი ფოთლები და შეიხვიოთ. შეასრულეთ ეს პროცედურა დღე-ღამეში სამჯერ.
  სამედიცინო მიზნით იყენებენ იასამნის ხის ქერქსაც. მისგან დამზადებულ ნაყენს უსვამენ დერმატიტით დაავადებულ კანზე. იგივე ნაყენი ეხმარება ტკივილის გაყუჩებაში რევმატიზმის, სახსრების ტკივილისა და ოსტეოქონდროზის დროს.
  ნევრალგიის, რევმატიზმის, ართრიტის დროს ამზადებენ მალამოს ფოთლის ახლადგამოწურული წვენისა და ღორის ქონისგან (1:4 თანაფარდობით). მალამო მაცივარში უნდა შეინახოთ. თირკმელებში კენჭების დროს იასამნის გამომშრალ ყვავილს ასხამენ ერთ ჭიქა წყალს, ადუღებენ ნელ ცეცლზე 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ნახარში უნდა გადაწუროთ, შეავსოთ ანადუღარი წყლით და მიიღოთ დღეში სამჯერ ნახევარი ჭიქა.
  სიცხის დასაწევად – 100 გრამი ფოთლები გარეცხეთ და ლიტრიან ქილაში მოათავსეთ. დაუმატეთ 2 გრამი აბზინდა, 1 გრამი ევკალიპტის ზეთი. დაასხით 1 ლიტრი არაყი, გააჩარეთ ბნელ ადგილზე 20 დღე-ღამე. მაღალი ტემპერატურის დროს დალიეთ 50 გრამი, ჭამამდე. თუ პირველ ჯერზე არ გიშველათ, მიიღეთ დღეში სამჯერ.
скачать dle 11.3