კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 ვირტუალური „რკინის ფარდა“

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ ტოტალური ცენზურა

  მაშინ, როდესაც ჩვენი პანკისელი თანამემამულენი გვაფრთხილებენ, რომ შესაძლოა, მათდამი ცუდი დამოკიდებულება (ანუ ჰესის აშენების მცდელობა) რამზან კადიროვს არ მოეწონოს და მოსაშველებლად შემოვიდესო, სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი კი, მაინცდამაინც, აღდგომის დღეს კეტავს დავით გარეჯს (იმიტომ რომ ყველას თავისი ინტერესი აქვს და, რაკი იციან, რომ ისტერიულობა ლამის ჩვენი ეროვნული თვისებაა, ეფექტიანადაც იყენებენ მანიპულაციებისთვის), პირველ მაისს, მშრომელთა სოლიდარობის დღეს რფ-ის პრ.-ი ხელს აწერს კანონს ინტერნეტის რუსული სეგმენტის (რუნეტის) შეუფერხებელი მუშაობის შესახებ მისი გლობალური ინტერნეტსივრციდან გამორთვის შემთხვევაში.
  კანონში წერია, რომ, ჯერ ერთი, მინიმუმამდე შემცირდება რუსი მომხმარებლების მიერ ერთმანეთისთვის გაცვლილი მონაცემების უცხოეთში გადინება,  მეორეც,  საფრთხის შემთხვევაში, რუსეთში საინფორმაციო ნაკადის ცენტრალიზებულად მართვის შესაძლებლობა იქნება, ქსელში კი ტექნიკური საშუალებები განთავსდება, რომლებიც შეზღუდავენ აკრძალული ინფორმაციის წვდომას.
ერთი სიტყვით, ჩრდილოეთში ავტონომიური ინტერნეტი იარსებებს უცხოურ სერვერებთან მიერთების გარეშე.
  თუმცა კანონის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს ტოტალური ცენზურის დასაწყისია, იმას გარდა, რომ ინტერნეტი გახდება უფრო ნელი და ეღირება უფრო ძვირი.
  ცხადია, რომ რფ-ის ხელისუფლება ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაშიც კი ახერხებს „რკინის ფარდის“ შექმნას, ოღონდ ისიც ფაქტია, რომ ეს მათი შიდა საქმეა, მაგრამ ჩვენთვის მთავარი ისაა, რომ ამ ვირტუალური „ფარდის“ მიღმა ჩვენი სეპარატისტული რეგიონებიც მოხვდება.
გვერდი მოამზადა
ნინო ხაჩიძემ
скачать dle 11.3