№19 გრძნობააშლილები
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ სტალინით აღფრთოვანებულები
მაშინ, როდესაც ცოცხალი პრ. პუტინი ჰყავთ, რფ-ის მოქალაქეებს კვლავ და კვლავ უძლიერდებათ გრძნობები იოსებ სტალინის მიმართ.
2019 წლის მარტის გამოკვლევით, გამოკითხულთა აწ უკვე 70 პროცენტია დარწმუნებული, რომ სტალინმა დადებითი როლი შეასრულა რუსეთის ისტორიაში.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მართლაც ასეა: ვინაიდან სწორედ სტალინის ძალისხმევით იქცა რფ ბირთვულად და ზესახელმწიფოდ, მაინც დიდად არ ეპიტნავებოდათ, თუმცა მისადმი სიმპათიის ზრდა 2014 წლიდან დაწყებულა (როგორც გამოკვლევები ცხადყოფს) და 2019-ში პიკისთვისაც მიუღწევია.
და, თუკი 2014-ში გამოკითხულთა მხოლოდ 51 პროცენტი გამოხატავდა აღფრთოვანებას იოსებ სტალინისადმი, დღეს ასეთთა რიცხვი უკვე 70 პროცენტია.
ცხადია, რომ რფ-ის მოქალაქეებს ადეკვატური აღქმის უნარი დაბრუნებიათ, ოღონდ ეს ფაქტი იმასაც მოწმობს, რომ არა მხოლოდ სტალინისადმი, საქართველოსადმი მოჯაჭვულობაც იზრდება, იმიტომ რომ აბა, როგორ უნდა აუხსნან თაობებს, რომ ის ხალხი, რომლებმაც შვეს სტალინი, რფ-ის შემადგენლობაში აღარ არის?!