კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 როგორ ისწავლა მარიკა კვალიაშვილმა დეპრესიის დაძლევა და რა ხილული სასწაულები ხდება მის ცხოვრებაში

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

სახელი: მარიკა.
გვარი:  კვალიაშვილი.
პროფესია: კომპოზიტორი.
– ამღერებულ ოჯახში დავიბადე. ბებია გახლდათ მარო თარხნიშვილი და მუცლადყოფნიდანვე მესმოდა ხალხური სიმღერა. კულისებში ველოდი, დედა და ბებია როდის დაამთავრებდნენ კონცერტს. პატარა რომ ვიყავი, გაბმულას გამიბამდნენ კულისებში და იქ მეძინა მშვიდად, ვიდრე კონცერტი დამთავრდებოდა. სულ ვღიღინებდი, ხან პირველ ხმას ვმღეროდი, ხან მეორეს, ხან მესამეს და ეს ყველაფერი ღრმად ჩაიბეჭდა და შემდეგ აღმოცენდა ჩემში. დღეს ბედნიერი ვარ, რომ ხუთასამდე მარტო ბებიას რეპერტუარი ზეპირად ვიცი. ბედი მქონია, რომ ასეთ ოჯახში დავიბადე. ვის აღარ ნახავდით, მახსოვს სულ გაშლილი სუფრა იყო და თამადა კი – იოსებ გრიშაშვილი.
– რისთვის იბადება ადამიანი?
– ყველა ადამიანს აქვს თანდაყოლილი რაღაცის ნიჭი და ყველამ უნდა იცოდეს სიცოცხლის ფასი. სიცოცხლეში ბევრი სასიამოვნო მომენტია. ჩემთვის ყოველი დღე დღესასწაულია. გამიზნული მაქვს, თითოეული როგორი იქნება. ბევრი ხანდაზმული ადამიანი ნებივრობას იწყებს – შვილებს, შვილიშვილებს გაუნებივრდებიან ხოლმე. რად გინდათ ასეთი რამ, ისიამოვნეთ მათი სიცოცხლით, გაუტოლეთ თავი. ცალკე ოთახში უფროსებს იმიტომ გამოკეტავენ ხოლმე, რომ ახალგაზრდებზე აყოლა არ შეუძლიათ და იწყება ბუზღუნი და უსიამოვნება. ამ დონემდე არ უნდა მიიყვანო თავი, უნდა გაუგო, რომ იმას სხვა ცხოვრება აქვს, ისეთივე, როგორიც შენ გქონდა ახალგაზრდობაში.
– ბედისწერის გჯერათ?
– ბედისწერის დაჯერებაც და არდაჯერებაც ცოტა უხერხული სათქმელი იქნება. არის ჩვენს ცხოვრებაში ისეთი გასაიდუმლოებული მომენტები, რომელსაც ვერ ვხსნით და ბედისწერას ვაწერთ. იქნებ არის კიდეც. ძალიან ხშირად ღმერთი ცდილობს, ბედისწერისგან დაგიცვას. ადამიანები კი ვერ ვუგებთ და ვებრძვით. რაღაც გვეღობება წინ, მაგრამ მაინც მივდივართ და გვხვდება ის, რაც არ უნდა შეგვხვდეს. როცა რაღაც მაქვს გასაკეთებელი და რაღაც მცირედი მეღობება, ხომ შეიძლება, ის არ გავითვალისწინო და წავიდე, მაგრამ არ ვებრძვი. ჩვენ არ ვიცით იმის იქით რა მოხდებოდა, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ, რომ რადგან რაღაცამ შემიშალა ხელი, გავითვალისწინე.
– სასწაულების გჯერათ?
– ჩემს ცხოვრებაში იმდენი სასწაული ყოფილა, მე რომ არ გადამხდენოდა და სხვას ეთქვა, იქნებ არც დამეჯერებინა. მახსოვს, ორგანყოფილებიანი კონცერტი მქონდა ფილარმონიაში. პირველი განყოფილება მე და რეჟისორმა დავამონტაჟეთ, მეორე – მეორე დღისთვის გადავდეთ. იმავე საღამოს გასინჯა და მეორე ნაწილი ჩვეულებრივად იყო დისკზე. გადავწყვიტეთ, მეორე დღეს ექვს საათზე შევხვედროდით, მოვედით, ჩართო დისკი და აღარ არის არაფერი! რაღაც მოხდა და წაიშალა. დარბის რეჟისორი, მოიყვანა ტექნიკური პერსონალი, აღარ იცის, რა ქნას, გადასინჯეს ეს აპარატურა, ყველაფერს აჩვენებს, გარდა ამისა.
წვიმიანი ამინდია, ისე ცრის, მზეს ვერც წარმოიდგენ, თან შემოდგომაა. ვდგავარ და პირჯვარს ვიწერ: წმინდაო ნიკოლოზ, გევედრები, შენ ხომ შეგიძლია, რომ ყველაფერი ისე დაჯდეს კასეტაზე, როგორც იყო. ეს ვთქვი თუ არა, ამ დიდი ღრუბლიდან წამოვიდა მზის სხივი და დაჯდა ამ აპარატურაზე, ისმის იქიდან ყვირილი – არის, ქალბატონო მარიკა, არისო. ვიცი-მეთქი. მეც დარწმუნებული ვიყავი, რომ იქნებოდა. ერთხელ კარტოფილი ვიყიდე, დავყარე დიდ ტაფაზე, უნდა შევწვა. ამ დროს თეატრში ვართ დაპატიჟებული, სპექტაკლის პრემიერაა და მე და ლია მიქაძე წავედით. მეოთხე მოქმედება რომ დაიწყო, მაშინ გამახსენდა, რომ კარტოფილი არ გამითიშია და ლიას ვეუბნები, კარტოფილი დამრჩა გაზზე-მეთქი. წავიდეთო. ახლა წასვლას აზრი არ აქვს-მეთქი და მთელი მეოთხე მოქმედება ვზივარ ფიქრებში: მაჩაბლის ქუჩაზე სახანძროები, ცეცხლი უკიდია სახლს, წამოსვლისაც კი მეშინია, რა დამხვდება. გამოვვარდით ტაქსით, მაჩაბლის ქუჩა მშვიდად არის. სახლში შევედი, კარტოფილის სუნი არ არის, ვიფიქრე, გამომირთია. აღარც შევსულვარ სამზარეულოში, გამოვიცვალე. ღამის პირველ საათზე ჩაი მომინდა, შევედი სამზრეულოში და ვნახე კარტოფილი დგას გაზზე, გაზი ანთია, მაგრამ სიმხურვალე არ აქვს. მაშინვე დავურეკე მამაოს. მოვუყევი, ასე დამემართა-მეთქი. ეს უფლის სასწაულია, ცეცხლი გაანელა იმისთვის, რომ ხანძარი არ მომხდარიყოო.
– შეგშურებიათ?
– სიტყვა შურსაც კი ვერ განვმარტავ, იმდენად უცხოა ჩემთვის. არ მესმის, რისი უნდა შეგშურდეს. ყველა თავის საქმეს აკეთებს. შურიანი ადამიანი გაბოროტებულია.
– როდის ტირით?
– მე ის მატირებს, რასაც ხშირად ვარიდებ თავს. იმიტომ რომ ბოლომდე ვერ აარიდებ, გტკივა, შენია ეს ტკივილი. სულიერი ტკივილის გადატანა ადვილი არ არის.
– სიყვარული – ეს არის...
– სიყვარული ქონება არ არის. ქონება არის შეძენილი რაღაც, რომელიც დღეს გაქვს და ხვალ შეიძლება, არ გქონდეს. სიყვარული არის ერთი მთლიანი დიდი ბედნიერება და თუ ამ სიყვარულს ისე გაუფრთხილდებით, რომ არცერთმა არაფერი აკადროთ, ეს იქნება თქვენს შორის განდიდებული, სიკვდილის პირზე მისულ ხანდაზმულ ადამიანსაც კი შეიძლება, იგივე სიყვარული გაჰყვეს თან.
– როგორ უნდა შეინარჩუნოს სიყვარული წყვილმა?
– როდესაც ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა ცუდ პერიოდში გადადის, აუცილებლად ქალს ვადანაშაულებ. არ მიყვარს ანჩხლი ქალი, რომელიც არაფერს დაგითმობს და ცდილობს, რომ მამაკაცზე ზემოთ დადგეს. მამაკაცი ყოველთვის მამაკაცია, სიძლიერით, გონებით, მოქმედებით. ქალმა შეიძლება, გაწონასწორებული კაციც გამოიყვანოს მდგომარეობიდან, ხელიც ააღებინოს და ცუდი სიტყვაც ათქმევინოს. ქალი თავს უნდა გაუფრთხილდეს და მამაკაცს არ მისცეს საბაბი, თუნდაც ერთხელ მაინც დაუყვიროს, ცუდი სიტყვა უთხრას და ორივე ძალიან ბედნიერი იქნება. გარდა ამისა, ქალის მოვალეობა არის, რომ მამაკაცი, რომლითაც ხარობს, რომელთანაც ბედნიერია, უბრალო კინკლაობაში არ გაცვალოს. დღეს რომ წაკინკლავდებიან და ქალი დაუთმობს, მეორე დღეს მამაკაცს არც ახსოვს და თუ გაიხსენა, რომ არ იყო მართალი, თვითონ მოუხდის ბოდიშს.
– დეპრესიაში თუ ყოფილხართ?
– მე ახლოს არ მოვუშვებ დეპრესიას. ეს შემიძლია და ყველას ვასწავლი, რომ ამის დაძლევა ძალიან ადვილად შეიძლება, რადგან დეპრესია არის ერთი გაღიზიანებული ნერვი, რომელსაც შენი სიძლიერით უნდა მოერიო, გააჩუმო, მაგრამ თუ დაუთმობ და აჰყვები, იგივე იქნება, რომ მტერს იარაღი გადაუგდო. მტერს თუ შეებრძოლები, დაამარცხებ.
– ძლიერი ქალი ხართ?
– ამბობენ, ძლიერი ხარო. მე მგონია, ჩვეულებრივი ქალი ვარ, სისუსტეებით, თვისებებით, მაგრამ რაღაცების დაძლევას შევეჩვიე და შემიძლია, სხვასაც გავუზიარო, ვურჩიო, რაც ჩემთვის კარგი აღმოჩნდა.
– ნივთი, რომელიც განსაკუთრებულია თქვენთვის?
– ყველაზე ძვირფასი ნივთი რაც მაქვს, არის მეუღლის ნაჩუქარი საქორწინო ბეჭედი. მაშინ სტუდენტი იყო და სტიპენდიით მიყიდა ყველაზე მდარე და იაფი, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი. ეს არის ყვითელი რკინა, ბრილიანტი ეს არის პრიალა შუშა. ამაზე არასდროს მიოცნებია, ამისთვის არც მიცხოვრია. არც მქონია და არც მიზრუნია, რომ მქონოდა. რაც მქონდა, მქონდა. მხოლოდ იმისთვის ვზრუნავდი, კარგად დაგვესვენა და შვილები კარგად გაგვეზარდა.
– რას აკეთებთ, როცა მარტო ხართ საკუთარ თავთან?
– ხშირად ბუნებას ველაპარაკები, როგორც ცოცხალს. რაც არ უნდა აიღოთ, ყველაფერი ცოცხალიდან მოდის. მე ჩემი ჭადარი მაქვს. დილით მივდივარ ფანჯარასთან და ვესალმები, ჩემთვის ძალიან ახლობლები არიან. მეც არაერთხელ განმიცდია მათი მხრიდან ეს ყველაფერი. ყვავილები სიგიჟემდე მიყვარს. ერთ მხარეს რომ დამიდოთ სამკაულების გროვა და მეორე მხარეს – ყვავილები, ყვავილებისკენ წავალ. ზღვაზეც იმ დროს გავდივარ, როცა ხალხი არ არის, რომ მას მოვეფერო. ერთ-ერთ ჩასვლაზე, გავედი ზღვაზე, მშვიდი იყო, გაჩერებული, ხელით მოვეფერე და მივმართე, ძალიან მიყვარხარ და მადლობელი ვარ, რომ კიდევ ჩამოვედი შეთან. შენც თუ გიყვარვარ, მაგრძნობინე-მეთქი და ამ გაჩერებულმა წყალმა პატარა ჩქერით ქვა გადმომიგდო, რომელზეც კონტურით არის გამოსახული ღვთისმშობელი ბავშვით.

скачать dle 11.3