№18 სხარტულები
* თავს თუ ვისულელებ, სულელად ნუ ჩამთვლით, იქნებ დიპლომატიაში ვარ ძლიერი.
* ბევრ რამეს ვამჩნევ, მაგრამ არ ვიმჩნევ.
* ფული ბოროტება არაა! ბოროტება ასე იოლად არ ქრება.
* არასოდეს გაეკიდოთ კაცს და ტრანსპორტს, რადგან შემდეგი აუცილებლად მოვა.
* ქალი ნამდვილი კალკულატორია. გვიმატებს პრობლემებს, გვაკლებს დროს, ამრავლებს ხარჯებს და ყოფს ქონებას.
* თუ ცხოვრებას ფხიზელი თვალით შეხედავ, მიხვდები, რომ უნდა დათვრე.