№18 ანეკდოტები
მაღაზიაში მყიდველი გამყიდველს ეუბნება:
– მოვითხოვ, უკან წაიღოთ ეს შეურაცხმყოფელი სიტყვები!
– ჩვენ უკან არაფერს ვიბრუნებთ, შემიძლია, შეგიცვალოთ!
***
მოსამართლე ქალს ეკითხება:
– რატომ გსურთ ქმართან განქორწინება?
– იმიტომ, რომ ისე მექცევა, როგორც ძაღლს
– და ეგ რით გამოიხატება?
– ჩემგან ერთგულებას მოითხოვს.
***
შვილიშვილი პაპას ეკითხება:
– საარსებო მინიმუმი რა არის?
– საარსებო მინიმუმია მეცნიერულად გამოთვლილი ანგარიში, თუ რა სჭირდება ხალხს იმისთვის, რომ ხელისუფლებამ კარგად იცხოვროს.
***
ერთი ქალი მეორეს შესჩივის:
– ეჰ, ეს რა ახალგაზრდობა გვეზრდება...
– რა მოხდა?
– ჩემი 15 წლის ქალიშვილი სულ ღამის კლუბებში დაეხეტება, სახლში კი გამთენიისას ბრუნდება. დღეს 30 წლის გავხდი და არც კი მომილოცა.