№18 ეს საინტერესოა

* მეთვრამეტე საუკუნეში, როდესაც ჭადრაკის წესები ყალიბდებოდა, პაიკს მოწინააღმდეგის ბოლო უჯრედამდე მიღწევისას შეეძლო, ნებისმიერ ფიგურად გადაქცევა გარდა დედოფლისა, რადგან ეკლესიის მოთხოვნით, ერთად სამი დედოფალი და ორი მეფე მკრეხელობა იყო.
* პარიზში ისეთივე არეულობა რომ არ განმეორებულიყო, რაც 1968 წლის მაისში მოხდა, შარლ დე გოლმა ბრძანა, ლათინური კვარტლის მიდამოებში, სადაც საპროტესტო გამოსვლები იმართებოდა, დაეგოთ ასფალტი – ქვაფენილი მომიტინგეებისთვის იარაღის კარგი არსენალი იყო, რადგან ქვებს სწორედ იქიდან იღებდნენ.