კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 ბრძნული აზრები

კოელიო: საკუთარ სატანჯველთან არავინ რჩება მარტო – ყოველთვის არსებობს ვიღაც, ვინც მასზე მეტად ფიქრობს, უხარია ან სულაც, განიცდის. სწორედ ეს გვაძლევს ძალას, წინ აღვუდგეთ ნებისმიერ თავსდატეხილ უსიამოვნებას.
თომას მანი: ცუდის მომასწავებელი ვითარების უსირცხვილოდ საკუთარი სარგებლისკენ შემობრუნება – ეს არის სიცოცხლისუნარიანობა.
დოჩანაშვილი: ჭეშმარიტი სიტყვა არასოდეს არის სასიამოვნო, სასიამოვნო სიტყვა კი – იშვიათად მართალი.
ბეგბედერი: ის, რასაც ადამიანები სითბოსა და სინაზეს უწოდებენ, მხოლოდ და მხოლოდ განშორების შიშია.
ბუკოვსკი: რამდენჯერმე უნდა მოკვდე იმისთვის, რომ ნამდვილი ცხოვრება გამოსცადო.
ოშო: რასაც არ უნდა ეძებდეთ, თუ ჩაუღრმავდებით, ნახავთ რომ საკუთარ თავს ეძებთ.
კაფკა: არის გადაწყვეტილებები, რომლებიც უკან დასახევ გზას ჭრის. ისინი აუცილებლად მისაღებია.
ფორდი: ტყუილად ნუ გაფლანგავთ კარგ შეცდომებს. ისწავლეთ მისგან!
უელბეკი: რაც უფრო უახლოვდებით ჭეშმარიტებას, მით უფრო იზრდება თქვენი მარტოობა.
დოსტოევსკი: ძლიერ ადამიანს ხანდახან ძალიან უმძიმს საკუთარი სიძლიერის ატანა.
ლაუდა: თუ „ბეემვე“ მოგწონს, მოდას აყოლილი ხარ, ხოლო თუ „მერსედესი“ – ავტომობილებში ერკვევი.
შანელი: ღიმილი და დუმილი ორი მძლავრი იარაღია: ღიმილით შეიძლება ბევრი პრობლემის გადაწყვეტა, დუმილით კი – მათი თავიდან აცილება.
მინდელი: მე არასოდეს ვმარცხდები – ან ვიმარჯვებ, ან ვსწავლობ.
ჰაუსი: ადამიანმა ორ წესს უნდა მისდიოს: 1 – ნუ აიშლი ნერვებს წვრილმანებზე; 2 – ყველაფერი წვრილმანია.
ოთარ ჭილაძე: ვიდრე ადამიანს სინდისი აწუხებს, ყველაფერს ეშველება კიდევ, რადგან მთავარი ის კი არ არის, ღმერთმა ტალახისგან რომ შექმნა, არამედ, მთავარია, თავისი სული რომ ჩაჰბერა იმ ტალახს.
მარტინ ლუთერ კინგი: საბოლოოდ ჩვენი მტრების სიტყვები კი არა, ჩვენი მეგობრების დუმილი გაგვახსენდება.
ტორო: ადამიანი მოვალეა, შეწყვიტოს საკუთარი უმწეობის მხარდაჭერა.
ჰემინგუეი: ქვეყნად უამრავი ქალია, რომელთანაც შეიძლება, დაიძინო და საკმაოდ ცოტა, რომელთანაც შეიძლება ისაუბრო.
скачать dle 11.3