კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 რა უნდა ვიცოდეთ ალერგიული რინიტის შესახებ

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ალერგიული რინიტი თანამედროვე მსოფლიოს გლობალური პრობლემაა. დაავადების აქტუალობას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის მისი უხშირესი კავშირი ბრონქული ასთმის ჩამოყალიბებასთან, რომელიც ალერგიული რინიტის მქონე პაციენტების 20-50 პროცენტს უვითარდებათ. მსოფლიო მოსახლეობის 8-10 პროცენტს ანუ 400 მილიონ ადამიანს ალერგიული რინიტი აქვს.
ალერგიული რინიტის განვითარების რისკ-ფაქტორებია: გენეტიკური განწყობა, მამრობითი სქესი, დაბადება პოლინაციის პერიოდში, ადრეულ ასაკში ანტიბიოტიკების ხშირი გამოყენება, დედის მიერ თამბაქოს მოხმარება, კარშიდა ალერგენების ექსპოზიცია, მაგალითად, ოთახის მტვრის.
ალერგიული რინიტის განვითარებაში ქარით დამტვერვადი მცენარეები შეიძლება დავყოთ ოთხ ჯგუფად: ადრე და გვიან მოყვავილე ხემცენარეები, ბალახები, მარცვლოვანი კულტურები, სარეველები და სოკოვანი ალერგენები.
ადრე გაზაფხული ხემცენარეების ყვავილობის პერიოდია, გვიანი გაზაფხული – ბალახოვანი მცენარეებისა და ბუჩქნარის ყვავილობის სეზონი, გვიანი ზაფხული და შემოდგომა კი სარეველების, მათ შორის ყველასთვის ცნობილი – ამბროზიის.
როგორც კი ატმოსფერულ ჰაერში იმატებს მცენარეთა ყვავილის მტვრის მარცვლების კონცენტრაცია, ალერგიულ პაციენტებთან მატულობს რინიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: თვალების წვა, ქავილი, ცრემლდენა, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, ცხვირცემინება, ცხვირის ქავილი, სასისა და ხახის არეში ფხაჭნის შეგრძნება, მშრალი ხველა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, ძილის დარღვევა. მოსალოდნელი გართულებები: ბრონქული ასთმა, მწვავე სინუსიტი, ოტიტი, ალერგიული კონიუნქტივიტი.
ალერგიული რინიტით დაავადებულთათვის განსაკუთრებით საშიშია მზიანი და ქარიანი ამინდი. ამ დროს უნდა მოვერიდოთ ქუჩაში სიარულს, ქალაქგარეთ გასვლას, ტყეში, პარკში სეირნობას, მანქანით გადაადგილებისას ავწიოთ საქარე მინა, ჩავრთოთ ფილტრიანი კონდიციონერი, ასევე, არ უნდა დავტოვოთ ღიად ფანჯრები და კარები სახლსა თუ ოფისში, რათა ჰაერში შეწონილ „დამნაშავე“ ალერგენებთან კონტაქტი მაქსიმალურად შევამციროთ.
ქარს ალერგენები, ანუ მცენარის ყვავილის მტვრის ნაწილაკები, 200-300 კილომეტრის რადიუსში გადააქვს. წვიმიან ამინდში ალერგენები ჩაირეცხება მიწაში და ჰაერში მათი კონცენტრაცია მნიშვნელოვნად მცირდება. აუცილებელია ოთახის განიავება წვიმის შემდეგ და ღამის საათებში. ქუჩიდან შინ დაბრუნებისას პაციენტმა სამოსი უნდა გამოიცვალოს, გაირეცხოს, მდგომარეობას ამსუბუქებს შხაპის მიღება დღეში მინიმუმ ორჯერ მაინც, განსაკუთრებით – თმის ჩამობანა. საჭიროა ცხვირის ღრუს სანაცია დღეში რამდენჯერმე ფიზიოლოგიური ხსნარით – „ნაზალური შხაპი“. სარეცხის აივანზე გაფენა არ არის სასურველი, ოთახი ყოველდღიურად უნდა დამუშავდეს სველი წესით. ალერგიულმა ადამიანებმა ამ პერიოდში კვების რაციონიდან უნდა ამოიღონ სხვადასხვა საკვები პროდუქტი ჯვარედინი რეაქციების გათვალისწინებით, შეწყვიტონ კოსმეტიკური საშუალებებისა და მცენარეული მედიკამენტების გამოყენება, ასევე ალკოჰოლის მოხმარება და სიგარეტის მოწევა, და რაც მთავარია, ანტიბიოტიკების თვითნებურად გამოყენება.
скачать dle 11.3