№18 როდის ვიძენთ ზეციურ საუნჯეს
საზღვაო არითმეტიკა საერთოდ არ ჰგავს კაცთაგან შექმნილს. ჩვენთვის ორს რომ ორი მივუმატოთ, იქნება ოთხი. ღმერთისთვის კი ორს მივუმატოთ ორი არის ხუთიც, ორმოცდაათიც და სხვა ნებისმიერი რიცხვიც.
ამ სიტყვებით მსურს, გაჩვენოთ, რომ გზანი უფლისანი გამოუცნობია.
***
კლირიკოსის ამოცანაა არა სოციალური მოღვაწეობა, როგორც ასეთი, არამედ ნამდვილ ქრისტიანთა ჩამოყალიბება. შემდგომში თავად ეს ქრისტიანები გახდებიან სოციალური მოღვაწეები.
***
ვისაც ღმერთის ეშინია, საერთოდ აღარაფრის შიში აქვს.
***
იქ, სადაც მრისხანებაა, ღმერთი არ სუფევს.
***
ღმერთი უპირველესად მათ შველის, ვისაც სწამს მისი და მიჰყვება, შემდეგ კი მათ, ვინც არ იცნობს მას, მაგრამ კეთილი მისწრაფებანი აქვს.
***
ქრისტიანობა მაშინ არის ფასდაუდებელი, როდესაც მის გამო ძვირ საფასურს გადაიხდი.
***
მათ, ვინც გამუდმებით მეკითხება მეორედ მოსვლის დღის შესახებ, ვეუბნები:
– მეტისმეტად ნუ გაგიტაცებთ ეს საკითხები. რას მოგცემთ მეორედ მოსვლის ჟამის ცოდნა? გგონიათ, თუ გეცოდინებათ, მოასწრებთ შენანებას?! იცოდეთ, თითოეული ჩვენგანისთვის სამსჯავრო დღედ არსებითად სიკვდილის დღე ითვლება, რადგან მას შემდეგ უკვე ვერაფერს დავამატებთ ან გამოვაკლებთ ცხოვრებაში ჩადენილს. რაკი შეიძლება, დღესაც გვეწვიოს სიკვდილი, ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ მასთან შესახვედრად.
***
შევთხოვოთ ღმერთს, შეგვაძლებინოს, ყოველთვის გვახსოვდეს ის სიკეთე, რასაც გვიკეთებენ, და ბოროტება, რასაც ჩვენ ვუკეთებთ ადამიანებს; ყოველთვის დავივიწყოთ სიკეთე, რასაც სხვებისთვის გავიღებთ, და ბოროტება, რასაც ჩვენ მოგვაგებენ.
***
ჩვენ განუწყვეტლივ უნდა ვებრძოლოთ ცოდვას. უმჯობესია, ბევრი ცოდვა გვქონდეს და თავმდაბალნი ვიყოთ, ვიდრე ცოდვათა მცირერიცხოვნებით ვიამაყოთ.
***
ბევრი ადამიანი უმადურია. თუ მათგან მადლობის მიღების იმედი გვაქვს და არ გადაგვიხდიან, დავღონდებით. სჯობს, მოლოდინი არაფრის გვქონდეს და მშვიდად ვიქნებით.
***
მივიღოთ ადამიანებისგან ის, რასაც გვაძლევენ. დავუშვათ, შენ ვიღაცას უძღვნი მთელს შენს სიყვარულს. ის კი იღებს საწვეთურს, გაგაშლევინებს ხელისგულს და იწყებს დათვლას: ერთი, ორი... და. ასე შემდეგ. ბოლოს კი სიყვარულის ორ წვეთს გიბრუნებს. რას იზამ? ეს მცირედიც უნდა მიიღო!
***
გახსოვდეთ, როდესაც უსამართლოდ გაწყენინებენ, მაშინ ზეციურ საუნჯეს იძენთ.
მამა ეპიფანე