კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 სიყვარულის უნარი

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

სიყვარულს  განსაკუთრებული უნარი სჭირდება, რაც ან გაქვთ, ან არა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, დაანახვოთ თქვენი გრძნობა სასურველ ქალს. ამის სწავლა კი შესაძლებელია. ისეთი წვრილმანების გათვალისწინებით, რომლებზეც ახლა ვისაუბრებთ, ეცადეთ გააღვიძოთ თქვენში ეს მაცოცხლებელი გრძნობა, გახადეთ გადამდები და ის ნებისმიერ ქალს მოუტანს ბედნიერებას.   
*  გააცნობიერეთ, რომ მამაკაცი ხართ.  მიეცით  თქვენს სქესს  სწორი დანიშნულება და მიმართულება;  
* მუდამ იზრუნეთ თქვენი ქალბატონის ბედნიერ თვალებზე.  გახსოვდეთ, თვალებით ყველაფრის თქმა შეიძლება. ჰოდა, გითხრათ  მისმა თვალებმა,  რომ  მისი ბედნიერება თქვენი დამსახურებაა;
* ნუ შეუზღუდავთ პარტნიორს თავისუფლებას. ყველაფერი გააკეთეთ, რომ არ დაუკარგოთ  საკუთარი „მე“... უმჯობესია, თავი მხოლოდ სიყვარულში დაკარგოს;
* სიყვარულში არ არსებობს საზღვრები და წესები. სიყვარული სიგიჟეა და  მხოლოდ იმ ერთი წუთისთვის გააკეთეთ რამე.  რადგან ეს ის წუთია, რომელშიც ყველაფერია თავმოყრილი და მზად არის  ფოიერვერკისთვის;
* თუ თქვენი ქალბატონი სეირნობას გთხოვთ, ნუ შეგიშლით ხელს დაღლა, წვიმა, ყინვა ან სხვა უმნიშვნელო დეტალები. გარემოს ხომ ჩვენით ვიქმნით;
* სინამდვილეში ურთიერთობები ძალიან მარტივია, რომ არა ეს უსაფუძვლო და აზრს მოკლებული პრინციპები, მაგალითად, „მე კაცი ვარ“, „შენგან განსხვავებით, მეტი შემიძლია“... დაივიწყეთ ეს ყველაფერი.
* ჩვენ, ქალბატონებს, გვსიამოვნებს, როცა გვერდით ძლიერს გხედავთ.  გახსოვდეთ, ნებისმიერ ქალს შეუძლია, წამის მეათასედში იქცეს ძლიერად, თქვენ, უბრალოდ, იზრუნეთ იმაზე, რომ ეს არ დაგვჭირდეს;
* ნუ ატკენთ გულს. დააფასეთ უიშვიათესი და უძვირფასესი საჩუქარი;
* ერთად უყურეთ სამყაროსა და ხალხის ცვლილებას, მერე კი ბევრი იცინეთ მათზე;
* გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ ყველაფერი. შეგიძლიათ, ერთნაირი მონდომებით მოგვცეთ ფრთები ან – პირიქით. ერთი სიტყვით, თქვენს ხელში ვართ მთლიანად და იგრძენით ეს სასიამოვნო პასუხისმგებლობა;
* ყოველთვის აღნიშნეთ ახალი კაბა, ვარცხნილობა, პომადის ფერი და თუნდაც, მონდომებით და მოხდენილად შეხამებული ბროში კაშნეზე. ეს ის წვრილმანებია, რომლისთვისაც ერთ და ათ საათს ვკარგავთ ხოლმე... თქვენთვის. ეს დავალება არ არის, ეს ლამაზი ურთიერთობის პატარ-პატარა საიდუმლოებებია;
* ყოველთვის აგრძნობინეთ მას, რომ მისი პირველი გულშემატკივარი ხართ. თქვენგან წამოსული სტიმული არ ჰგავს სხვისას, ეს ის სტიმული და მხარდაჭერაა მთებსა და ზღვებს რომ გადაგვადგმევინებს, ამიტომაც არასოდეს დატოვოთ ცხოვრების გამოწვევებთან მარტო, თქვენ ხომ მამაკაცი ხართ!
* დაარწმუნეთ თავის შესაძლებლობებში, გაუმყარეთ საკუთარი თავის რწმენა და თქვენდამი ნდობა. იმაზე მაგარი და შესაშური გრძნობა არაფერია, როცა სჯერათ შენი, თან, ამასობაში ზურგსაც გიმაგრებენ;
* იზრუნეთ თქვენი ქალბატონის სილამაზეზე მარადიულად, რადგან ის თქვენი სახეა, თქვენი პიროვნების დამადასტურებელი. იზრუნეთ თქვენს თავზეც;
* გიყვარდეთ ისე, რომ ყველაფერი იღონოთ, რომ მის თვალზე ცრემლი არ იყოს... თუ, მაინცდამაინც, ცრემლიც უხდება ქალს – განსაკუთრებული ბედნიერების;
* აუნთეთ მზე ღრუბლიან ცაზე;
* თქვით, „მერე რა“, თუ რაღაც ისე ვერ გააკეთა, როგორც საჭირო იყო, შეუცდომელი ხომ არავინაა;
* მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ მამაკაცი, მისი რჩეული. განსაკუთრებული სიმძაფრით შეიგრძენით ეს რჩეულობა!

ბედისწერის
  არქიტექტორი

ადამიანები თავად არიან საკუთარი ბედისწერის არქიტექტორები.  მაგრამ  მაინც გვჭირდება, ვიღაცამ დაგვარწმუნოს და შეგვახსენოს, რას ნიშნავს შინაგანი ხმა, რომელსაც შეუძლია ჩვენი ცხოვრების ფორმულირება პოზიტიური მიმართულებით, ასევე,  ნეგატიური ხმების ჩახშობა. ანუ, ნამდვილად გვაქვს უდიდესი ხელსაწყო იღბლის შესაქმნელად.
დაიწყეთ იმით, რომ იყავით მართალი საკუთარ თავთან. თუ ამას ვერ ახერხებთ, დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოთ თქვენი ფიქრები. ამას  სამი ჯადოსნური წინადადების გამოყენებით შეძლებთ. მხოლოდ ერთი წესის დაცვაა საჭირო – ეს წინადადებები საკუთარ თავს მთელი ცხოვრების განმავლობაში, ყოველ დილას  ან საღამოს უნდა გაუმეოროთ.
1. გააკეთე ახლავე!
საქმის გადადება ჰგავს ჭაობს, რომელიც თანდათან გითრევს. თუ საკუთარ თავს პერმანენტულად უმეორებთ შემდეგ სიტყვებს: „არაფერი დაშავდება, თუ დღეს არ გავაკეთებ!“ იცით,  რას მიაღწევთ საბოლოოდ?  ვერაფერს!   შინაგან ხმას უნდა მისცეთ უფლება, დილიდან დაღამებამდე გიმეოროთ – „გააკეთე ახლავე!“ მალე თქვენ იგრძნობთ, როგორ ივსებით მოტივაციით და როგორ უბიძგებთ ოცნებას, დაადგეს რეალიზაციის გზას.
გახსოვდეთ, განსხვავება „შესაძლოსა“ და „კეთებას“ შორის „დაგეგმვასა“ და „მოქმედებაშია“. გახდით საკუთარი თავის მწვრთნელი დაგეგმეთ და იმოქმდეთ!
2. მე დავიმსახურე!
დაფიქრდით – ადამიანები, რომლებიც საკუთარ ოცნებებს მარცხის უფლებას აძლევენ ან ხელიდან უშვებენ პიროვნული ზრდისა და გაუმჯობესების შესაძლებლობას, ფიქრობენ, რომ არ იმსახურებენ საუკეთესოს. თუ თქვენც ამ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებით  და   მცირედი გაკმაყოფილებთ, გირჩევთ,  გაექცეთ კომფორტის ზონას  –  არ აქვს მნიშვნელობა, რაზე ოცნებობთ.  დაიწყეთ საკუთარი თავისადმი იმის შეხსენება, რომ თქვენ ბრწყინვალე მომავალს უდაოდ იმსახურებთ.
3.  ვიცი, ამას შევძლებ!
არ შეგიძლიათ, გამოასწოროთ ერთხელ გადადგმული ნაბიჯი? სამწუხაროდ, როდესაც წარმატებაზე ვსაუბრობთ, ეს შიში ყველაზე დიდი დაბრკოლებაა. დარწმუნდით იმაში, რომ თქვენი მონოლოგი ძლიერია, ვიდრე თქვენი შიში!
გაუმეორეთ ეს სამი ჯადოსნური ფრაზა საკუთარ თავს. მიეცით თქვენს შინაგან ხმას უფლება, დაგეხმაროთ, მოგცეთ მოტივაცია და პოზიტიურად განგაწყოთ.
скачать dle 11.3