№18 პასპორტების მბრძანებელი
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ ერთი სცენარი
როგორც ძველი „ჩეკისტები“ ამბობენ, სანამ სცენარი მუშაობს (ყველაც რომ ხვდებოდეს, რას გამოიღებს შედეგად), ის არ იცვლებაო, როგორც ჩანს, ამ მიზეზით, პრ.-მა პუტინმა, რომელიც ძველი „ჩეკისტია“, საქართველოსთან აპრობირებული მეთოდი (რაც საშუალება მისცა, ჯერ ერთი, შემოჭრილიყო ჩვენს ტერიტორიაზე და, რაც მთავარია, ჩვენი ორი სეპარატისტული რეგიონი ეღიარებინა) აწ უკვე უკრაინას მოარგო.
კერძოდ, რუსეთის ფედერაციამ უკრაინულ დონბასში რუსული პასპორტების დარიგება დაიწყო (ვისაც არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ კრემლი, ჩვეულებისამებრ, ჯერ ამარტივებს უცხო ქვეყნის, განსაკუთრებულად, სეპარატისტულად განწყობილი მოქალაქეებისთვის რუსული პასპორტების დარიგებას, შემდეგ კი მათი დაცვის მოტივით სამხედრო ძალებით შედის იმ ტერიტორიაზე, სადაც ის რუსულპასპორტიანები ცხოვრობენ, ბოლოს კი – აღიარებს, როგორც „დამოუკიდებლებს“).
სხვათა შორის, ეს პროცესი უკრაინაში ახალი პრეზიდენტის არჩევიდან მესამე დღეს დაიწყო (რაც, ცხადია, არ ნიშნავს, რომ მანამდე არ იყო ჩაფიქრებული), მაგრამ იმასაც მიანიშნებს, რომ რფ-ის გეგმები უცვლელია და გრძელვადიანი (ან კი რატომ არ უნდა იყოს?!).
ბუნებრივია, კიევმა საფრთხე მაშინვე დაინახა და თვით გაეროსაც კი მიმართა, მას მხარი აშშ-ს სახდეპარტამენტმა აუბა (ან კი როგორ არ აუბამდა, როდესაც საქართველოს მაგალითზე თავადაც აქვს ნაწვნევი, რა მოჰყვება ხოლმე პასპორტებით ჩრდილოურ თამაშს?!) და „პრ.“ პუტინის ქმედებები დაგმო, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, კრემლმა აქტიობა შეწყვიტოს, ან შეამციროს მაინც (აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორია ბუფერადაც სჭირდება დასავლეთთან).
აქედან გამომდინარე კი, არც ისაა გამორიცხული, რომ უკრაინისა და სამხრეთ კავკასიის მიმართულებით მორიგი სამხედრო-პოლიტიკური ქმედებები განახორციელოს, რის მანიშნებელიც პანკისის ხეობაში ერთი უწყინარი მიკროჰესის გარშემო ამტყდარი თითქმის თავგანწირული დაპირისპირებაა.
რა შუაშია პანკისის ხეობა?
არათუ შუაში, თავშია, იმიტომ რომ ზემოხსენებული სამხედრო-პოლიტიკური მიმართულების ორგანული ნაწილია.