კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 ბირთვულკუნთიანები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე


ანუ „ჩახედე მეგობარს თვალებში“


სანამ საკუთრივ ჩვენ ამჯერად იმას ვარკვევთ, გვჭირდება თუ არა მცირე ჰესები (საშუალოსა და დიდს ვინ ჩივის?!), დიდ პოლიტიკაში ერთმანეთს ბირთვული კუნთებით ეთამაშებიან. და ისეც კი მოხდა, რომ ესტონეთის პრეზიდენტის შემდეგ მოსკოვში თვით ჩრდილო კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ჩავიდა (აქვე შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ივნისსა და 2019 წლის თებერვალში ეს უკანასკნელი აშშ-ს პრეზიდენტს შეხვდა, თუმცა მხარეები ჩრდილო კორეული ბირთვული იარაღის მომავალზე ვერ შეთანხმდნენ).
აი, მოსკოვში კი კიმ ჩემ ინმა განაცხადა, რომ ფრიად შინაარსიანად ისაუბრა რუს კოლეგასთან (თან, გაითვალისწინეთ, რომ მათ პირველად ჩახედეს ერთმანეთს თვალებში, ანუ პირისპირ პირველად შეხვდნენ).
ხოლო ვლ. პუტინის თქმით, ჩრდილოკორეელ კოლეგასთან საგნობრივად ისაუბრეს თემაზე, თუ როგორ უნდა განიმუხტოს ვითარება (არადა – რა განმუხტავს, თუ ფხენიანმა ბირთვული პროგრამა არ შეაჩერა და იქ საერთაშორისო დამკვირვებლები არ შეუშვა?!).
ასეა თუ ისე, დაპირისპირებული მხარეების (მაშასადამე, აშშ-სა და რფ-ის) ბანაკები იკვეთება, ხოლო, რაკი იქითაც და აქეთაც ბირთვულიარაღიანები არიან (და ფრიად მოწადინებულები, რომ არა მხოლოდ დაუმიზნონ, ესროლონ კიდეც ერთმანეთს), ეს ჩვენი პრობლემები (მცირე ჰესი VS თავისუფლად მორაკრაკე მთის მდინარე) ნაძალადევ, ღიმილისმომგვრელ, უნიჭო ანეკდოტს ჰგავს.
скачать dle 11.3