კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 რა დანაპირები შეუსრულა სიკვდილის წინ ბაბიმ გიგი ადამაშვილს და სად დადიოდა ავადმყოფობისგან დაუძლურებული მის გამო

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

მომღერალი გიგი ადამაშვილი საკმაოდ იღბლიანი ადამიანია. ის ახლა 20 წლისაა, თუმცა მცირე ასაკში გახდა ცნობილი, საკუთარ ოცნებებს მიზანი დაუსახა და აისრულა კიდეც. მიუხედავად საკუთარ თავთან ბრძოლებისა, მაინც მიაღწია საწადელს. ახლახან მან გარდაცვლილი მუსიკოსის, თამარ ბაბილუას, იგივე ბაბის, მუსიკაზე სიმღერა ჩაწერა და კლიპიც გადაიღო. ამბობს, რომ ასე დაკარგული მეგობრის ემოცია საკუთრი ხმით გაუშვა სამყაროში.
– ბაბიმ სიკვდილის წინ საჩუქარი გაგიკეთა და საკმაოდ დაუძლურებულმა სტუდიაში ჩაგიწერა მელოდია, რომელზეც კლიპი გადაიღე. პირად საუბარში მითხარი, ამით მისი ემოცია გავხადე უკვდავიო, რას გულისხმობდი?
– ბაბი გენიალური მუსიკოსი და ჩემთვის ძალიან მაგარი მეგობარი იყო. როცა გავიცანი, 15 წლის ვიყავი. სიკვდილის წინ სიმღერა დამიწერა და ეს მისგან ყველაზე დიდი საჩუქარია. ძალიან ცუდად იყო, მაგრამ სტუდიაში მაინც დადიოდა, რომ ეს სიმღერა ბოლომდე ჩაეწერა. ეუბნებოდნენ: სად მიდიხარ, ცუდად ხარო, მაგრამ ის პასუხობდა: ბიჭს შევპირდი და დანაპირები უნდა შევუსრულოო. მეც შევპირდი, ამ სიმღერას შენს სახელს დავარქმევ-მეთქი და შევასრულე სიტყვა: მის მუსიკაზე სიმღერა ჩავწერე, კლიპი გადავიღე და მისი სახელი დავარქვი. ეს სიმღერა არის ჩემი საუბარი ბაბისთან, როგორც მეგობართან და მაგარ მუსიკოსთან, რომელიც ახლა ჩემ გვერდით აღარ არის. მართალია, ბაბი დავკარგე, მაგრამ ეს ტკივილი მისივე სიმღერით გამოვხატე. ეს არის საუბარი მასთან, ამქვეყნიდან – იმქვეყნად. ვიცი, გაიგებს და ისიც ვიცი, რა რეაქციაც ექნება. მისი აჩრდილი ამ სიმღერას სულ თან გაჰყვება. ეს არის ბაბის საჩუქარი, რომელიც დამიტოვა, სულ ჩემთნ იქნება და მის თავს მთელი ცხოვრება გამახსენებს. მე, ჩემი მხრიდან, ბაბის სახელი ამით გავხადე უკვდავი. ვეცადე, მის მუსიკაზე ისე მემღერა, როგორც მას ეკადრებოდა და გაუხარდებოდა. ვიცი, მოუსმენს ჩემს გულისტკივილს და მოეწონება, რაც მას მივუძღვენი. მგონია კი არა, ზუსტად ვიცი, კლიპის გამოსვლის შემდეგ მიმახვედრებს, რომ აღარ სტკივა და ბედნიერია. მე სამყაროში ბაბის სიმღერასა და მის ემოციას ჩემი ხმით ვუშვებ და, როცა მეც აღარ ვიქნები, ჩვენი ემოცია სამყაროში დარჩება და მაინც იარსებებს.
–  საკმაოდ მცირე ასაკში გახდი ცნობილი. ანუ, შენ ის ადამიანი ხარ, ვისაც გაუმართლა და საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა?
– ჩემთვის ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია და როცა ოჯახის წევრებში გიმართლებს, ცხოვრებას ადვილად უგებ. ვიცნობ ადამიანებს, ვინც ძალიან რთული ცხოვრება გამოიარეს და მათგან განსხვავებით, მე ასე არ ვარ – რთული ცხოვრება არ მინახავს. თუმცა, მძიმე პერიოდები მეც მქონია. მაგალითად, პირად ამბებში, 14 წლის ასაკში საკუთარ თავთან მქონდა ბრძოლები, იყო ინტერესების დარღვევა, შინაგანი პროტესტი მოვლენებისა და სხვების აზრების მიმართ. ყველაფერი გადავიტანე და გადავლახე. ამაში კი ის დამეხმარა, რომ ყოველთვის ვიცოდი, რა მინდოდა. როცა ინტერესი გამიჩნდა, მივხვდი, რაც უნდა მეკეთებინა და ეს იყო მუსიკა, გავაკეთე, გამომივიდა და დღეს კმაყოფილი ვარ. მე ის ადამიანი ვარ, ვინც იოცნება, მერე მიზანი დაისახა და შემდეგ ამ ყველაფერს გარკვეული დოზით მიაღწია. ბავშვობაში, ტელევიზიით „ჯეოსტარს“ რომ ვუყურებდი, სულ იმ სცენაზე დგომაზე ვოცნებობდი. ეს ოცნება ტვინში დამელექა, შემდეგ მიზნად ვაქციე და გამომივიდა.
– რატომ გქონდა 16-17 წლისას მექალთანე ბიჭის იმიჯი?
– ნამდვილად არ ვიცი, უბრალოდ, ასე, თავისთავად მომერგო (იცინის). თუმცა, ეს სიმართლე არ არის და მივხვდი, რომ ამაზე საუბარი არ მსიამოვნებს. ვფიქრობ, იმიტომ მომარგეს მექალთანე ბიჭის იმიჯი, რომ სცენაზე გამოჩენისთანავე ბევრი გოგოს ყურადღება მივიპყარი. თან, იმ ასაკში ყველაფერზე თამამად და ხმამაღლა ვსაუბრობდი, ახლა კი საუბარი გავფილტრე.  რასაკვირველია, ქალი მიყვარს, მაგრამ მექალთანე არ ვარ. ასე რომ, ქალის სიყვარული, მექალთანეობას არ ნიშნავს და მექალთანე ბიჭის როლს აღარ ვირგებ (იცინის).
– არადა, ბევრი ჭორი დადიოდა შენს სასიყვარულო რომანებზე საკმაოდ ცნობილ ქალბატონებთან. იმასაც ამბობენ, რომ ამ ჭორებს თავად იგონებდი. ამაზე რას მეტყვი?
– ხშირად მეგონა, გამოჩნდა გოგონა, შეყვარებული ვიყავი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა.  გრძნობა მქონია, მაგრამ შეყვარებული არ ვყოფილვარ. რაც შეეხება სასიყვარულო რომანებს ცნობილ ქალბატონებთან, ესეც ჭორები იყო. გავრცელდებოდა ამბავი ჩემსა და რომელიღაც ცნობილ ქალზე, მილოცავდნენ. მოყვებოდა ამას დიდი ამბავი და საბოლოოდ იგებდნენ, რომ ჭორი იყო. რაც შეეხება საკუთარ თავზე სასიყვარულო ჭორების მოგონებას, ეს არ მჭირდება. ბევრ ჩემს მეგობარ გოგონაზე მითხრეს: გავიგეთ, შეყვარებულები ხართ, გილოცავთ, კარგი არჩევანი გაგიკეთებია, კარგი გოგოაო. მაგრამ, რეალურად, იმ გოგოსთან მხოლოდ მეგობრობა მაკავშირებდა და მეტი არაფერი. ბევრი ნეგატიურიც წამოვიდა, ბევრი დადებითიც... ასეთი გამოგონილი უამრავი სასიყვარულო ეტაპი გავიარე (იცინის). თან, სულ ასაკით დიდ გოგოებთან მაწყვილებენ. არადა, ზოგადად, ქალში ასაკს არ ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას, შეიძლება, 15 წლის გოგოთი გადავირიო და შეიძლება, 35 წლის ქალით მოვიხიბლო. თუმცა, ვაღიარებ, რაღაც მომენტში, სასიყვარულო ურთიერთობაში ასაკს აქვს მნიშვნელობა, რადგან, მერე  რაღაც ფორმით მაინც ვლინდება. მაგალითად, ათი წლით უფროს ქალთან მქონდა ურთიერთობა, თავიდან არ ვაქცევდი ასაკს ყურადღებას, მაგრამ მერე ეს გამოიკვეთა. ახლა ნამდვილად არ ვარ შეყვარებული და იმ ჭორებს, რაც ახლა ვრცელდება, არ ვაქცევ ყურადღებას. ადრე, ამის გამო დეპრესიაში ვვარდებოდი, განვიცდიდი, მაგრამ ახლა გავიზარდე და ჭორების გამო დეპრესიაში არ ჩავვარდები. იცით, როგორი ჭორი მაგდებს დეპრესიაში? რომელზეც არ მეცინება და არც მეღიმება, გულზე მხვდება და ვღიზიანდები. სიყვარულში ბედისწერას კი არა, ალბათობას ვეყრდნობი და მჯერა. ჩემთვის სიყვარული მსხვერპლის გაღებით და იმით იზომება, რამდენად ხარ მზად, საყვარელი ქალის გამო ყველაფერზე წახვიდე.
– სიყვარულის გამო მსხვერპლი გაგიღია?
– სიყვარულის გამო – არა, ურთიერთობების გამო გამიღია მსხვერპლი. მაგრამ ის არ იყო სერიოზული ურთიერთობა. თუმცა, ვთვლი, რომ სიყვარულში ყველაფრისთვის, ბოლომდე მზად უნდა იყო. 16 წლის ბიჭი უკვე ცნობილი ვიყავი და ბევრი გოგოსგან მიმიღია საჩუქრები, სიყვარულიც მიგრძნია, მსხვერპლიც გამიღია ურთიერთობაში, მაგრამ ისე, რომ სერიოზულად გადავრეულიყავი, არავინ მყვარებია (იცინის).
– ამერიკაში აპირებდი სწავლის გაგრძელებას, რატომ გადაიფიქრე?
– არ გადამიფიქრებია, უბრალოდ, ჯერ აქ მაქვს საქმეები. სტუდენტობა საქართველოში არ მინდა, რადგან აქ ისეთ მუსიკალურ განათლებას ვერ მივიღებ, როგორიც მინდა. ამერიკა მირჩევნია, მაგრამ ჯერ მნიშვნელოვანი პროექტები მაქვს და მერე წავალ. თან, უცხოეთში ისე ვერ წავალ, თუ არ ვიცი, იქ რა მხვდება, რა მინდა და რა უნდა ვაკეთო. ამერიკაში 10 დოლარით ვერ ჩახვალ, იმის იმედად, რომ მერე რაღაც იქნება.

скачать dle 11.3