№17 ანეკდოტები
ქალი მივიდა ბრძენთან და ჰკითხა, რა განსხვავებაა კაცის ღალატსა და ქალის ღალატს შორის? ბრძენმა მის წინაშე 5 ჩაიდანი და 5 ფინჯანი დადგა და უთხრაა:
– ჩამოასხი 5 ფინჯანში ჩაი ერთი ჩაიდნიდან. მოგწონს?
– კი, მომწონს, – უთხრა ქალმა.
– ახლა კი, პირიქით, ერთ ფინჯანში 5 ჩაიდნიდან ჩამოასხი. მოგწონს?
– კი. ეს უფრო მომწონს! – აღიარა ქალმა.
– სულელო, – იყვირა ბრძენმა, – როგორი იგავი გამიფუჭე!
***
წარწერა სომეხი სტომატოლოგის საფლავის ქვაზე:
აქ განისვენებს სტომატოლოგი ხაჩიკ პეტროსიანი (1942-2018) ქვემოთ კი – წვრილი შრიფტით:
თუ კარგი სტომატოლოგი გჭირდებათ, ჩემი შვილი არწიომა ყოველდღე მიგიღებთ 8-დან 17 საათამდე ჩემს ყოფილ კაბინეტში და მისამართი...