კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 რატომ გამოუგზავნა კოტე მარჯანიშვილმა იოსებ გრიშაშვილს ცივი წყალი ლამაზი ქალის ხელით

კოტე მარჯანიშვილს თავისი სტუდია ჰქონდა. ერთხელ ჩემი ლექსების მკითხველმა ნაცნობმა ქალიშვილმა მთხოვა: ძალიან მინდა, მარჯანიშვილის სტუდიაში ვიმუშავო და კოტესთან მიშუამდგომლეო, – გავაცანი. კოტეს ეს გოგონა გარეგნულად მოეწონა (მას უყვარდა, რომ მსახიობ ქალს სასცენო მიმზიდველობაც ჰქონდა) და უთხრა: დაისწავლე რომელიმე ლექსი. გამოცდები რომ იქნება, მოდი და გაგსინჯავო! გამოცდებს მეც დავესწარი, მოწაფეების გამოცდა მარჯანიშვილის თეატრის მარჯვენა ფოიეში მიმდინარეობდა (სადაც ამჟამად მარჯანიშვილის დადგმების გამოფენაა). მაშინ ბევრი მოწაფე ჩაიჭრა. ბოლოს ჯერი ჩემს ნაცნობ ქალიშვილზე მიდგა. ის ჩემს ლექსს კითხულობდა. მე ვღელავდი. როგორც იყო, დაამთავრა და კუთხეში მიდგა. მე გულში ვფიქრობ, რა აზრისაა კოტე? მოეწონა თუ არა? მიიღებს სტუდიაში თუ არა? ამ ფიქრში რომ ვარ, ერთიც ვნახოთ, უცბად თავს დამდგომია ჩემი პროტეჟე, ხელში წყლით სავსე ჭიქა უჭირავს და მთავაზობს: „ბატონო, ეს კოტე მარჯანიშვილმა გამოგიგზავნათო“. ამ ცივი წყლის მოწოდებით ჩემთვის უკვე აშკარა იყო, რომ ის გოგონა სტუდიაში ჩაირიცხებოდა. კოტემ ამით ორი საქმე გააკეთა: იმ ქალიშვილის ტანის რხევასაც გაეცნო (მსახიობი ქალის სიარული ვარგისი იყო სცენისთვის თუ არა), ჭიქა წყალი კი იმას ნიშნავდა, დამშვიდდი, გული გაიგრილე და ნუ ღელავო.
იოსებ გრიშაშვილი
скачать dle 11.3