№17 ეს საინტერესოა

* ჩვენთვის ცნობილ კროსვორდებში სიტყვები მხოლოდ მათი განლაგების მიხედვით განსხვავდება – ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად ჩაწერილი. კანადურ კროსვორდებში კი მათ შორის კიდევ ერთი განსხვავებაა: ჰორიზონტალურად განლაგებულ უჯრებში ინგლისური სიტყვები იწერება, ვერტიკალურში – ფრანგული.
* „ტოშიბას“ ფერადი კინოსკოპების დამამზადებელი ქარხნის ტერიტორიაზე ძვირფასი აკვარიუმის თევზებით სავსე უამრავი ხელოვნური პატარა ტბაა. ამით ხაზს უსვამენ, რომ წარმოება ეკოლოგიურად უსაფრთხოა.