კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 ბრძნული აზრები

როზეტი: ათეისტის ცხოვრებაში ყველაზე რთული მომენტი მაშინ დგება, როცა უნდა, ვიღაცის მადლიერი იყოს და ეს ვიღაც არ გააჩნია.
ჭაბუა: ადამიანები ვერასოდეს დააფასებენ იმას, რაც აქვთ, რადგან მადლიერების გრძნობა ფიქრის შედეგად ვითარდება. ადამიანი კი იშვიათად ფიქრობს ხოლმე და თუ ფიქრობს, მხოლოდ იმაზე, როგორ გაიუმჯობესოს მდგომარეობა.
სოლჟენიცინი: ადამიანები იბადებიან განსხვავებული შესაძლებლობებით. თუ ისინი არიან თავისუფლები, არ არიან თანასწორნი, ხოლო თუ არიან თანასწორნი, არ არიან თავისუფლები.
მონტენი: მარტოობა შენ გარშემო ადამიანების არყოფნას არ ნიშნავს, არამედ იმას, რომ არ შეგიძლია, შენთვის მნიშვნელოვანი საკითხები მათთან განიხილო.
ტვენი: ბანკირი არის ადამიანი, რომელიც აგირავებს ქოლგას მაშინ, როცა გარეთ მზიანი ამინდია, უკან კი იმ დროს ითხოვს, როცა წვიმა იწყება.
ჰიტლერი: ტყუილი თავდაცვა არ არის, ეს უკვე თავდასხმაა.
დოსტოევსკი: კაცს ნელ-ნელა და ფრთხილად უნდა დაუახლოვდე, რომ გაიცნო.
ხაიამი: ცუდს ჩვენ შესახებ ჩვენზე უარესები ფიქრობენ, ჩვენზე უკეთესებს ჩვენთვის არ სცალიათ.
სერ-ბიმი: ჭეშმარიტად მხოლოდ მას უყვარხარ, ვინც შენთვის ფასეულად ლოცულობს.
ევრიპიდე: სიმდიდრე კარგია, ჯანმრთელობა – უკეთესი, ოღონდ იმას ვერ შეედრება, როცა ბევრ ადამიანს გულწრფელად უყვარხარ.
მაკიაველი: მოგებულს ბევრი მეგობარი ჰყავს. წაგებულს კი – ნამდვილები.
ტოლსტოი: რომ იცხოვრო პატიოსნად, საჭიროა, იბრძოლო, შეცდე, ახლიდან დაიწყო, იბრძოლო და განიცადო დანაკლისიც. სიმშვიდე სულიერი ლპობის ნიშანია.
ოთარ ჭილაძე: ადამიანი სინდისია. სინდისის გარდა, რაც არ უნდა წაართვა, მაინც ადამიანი იქნება. სიკვდილის მერეც ადამიანისგან მარტო სინდისი რჩება. სინდისი იგივე სულია ადამიანის, ანუ სული იგივე სინდისია.
შელდონი: არაფერია კეთილშობილური იმაში, საკუთარ თანამოძმეებს აღემატებოდე. ჭეშმარიტი კეთილშობილების არსი ყოფილ საკუთარ თავზე აღმატებულებაში მდგომარეობს.
პასკალი: განსხვავება გენიასა და სისულელეში – გენიას საზღვრები აქვს.
ჩეხოვი: როდესაც ადამიანში ნაკლს ვერ ხედავ, გამოდის, რომ შეყვარებული ხარ.
მარკესი: სამწუხაროდ, ნიშანი, რომ ქალს უყვარხართ, იგივეა, როდესაც მას  თქვენი მოკვლა უნდა.
შანელი: რაც უფრო ცუდად აქვს ქალს საქმე, მით უფრო კარგად უნდა გამოიყურებოდეს.
скачать dle 11.3