კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 ოპერაცია, სადაც უშიშროება ქართველ თაღლითს იყენებდა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური


გადაბირება
მურმან ხარშილაძე ვლადივოსტოკის მილიციამ იაპონელი მეზღვაურის მოტყუებისთვის დააკავა. ქართველმა ამომავალი მზის ქვეყნის მოქალაქეს ფალსიფიცირებული ნუტრიის ქურქი 300 დოლარად მიჰყიდა. თაღლითი ადგილზევე დააკავეს. ხარშილაძე შორეულ აღმოსავლეთში ჯარში სამსახურის მერე დარჩა და თავს წვრილმანი თაღლითობით ირჩენდა. 1973 წლის 8 ივნისს კი ვლადივოსტოკის მილიციის სამმართველოში მას სამოქალაქოსამოსიანი შუახნის მამაკაცი პირისპირ დაელაპარაკა:
– ან ერთ საქმეში დაგვეხმარები, ან ვალუტჩიკობაზე თორმეტი წლით გაისროკები და ამოირჩიეო. მურმანმა დახმარება არჩია და გაირკვა, რომ საბჭოთა უშიშროება ორგანიზებული დამნაშავეობის წინააღმდეგ მსხვილ ოპერაციას ატარებდა და მთავარ „როლზე“ მურმანისნაირი პერსონაჟი სჭირდებოდათ. ხარშილაძეს შავ სამყაროში ქურდის სტატუსით უნდა შეეღწია და ამიერკავკასიაში ორგანიზებული დანაშაულის მოქმედების სქემები უნდა გამოევლინა. როდესაც სამოქალაქოსამოსიანმა მამაკაცმა მურმანს მოკლედ მოუყვა მისი საქმიანობის შესახებ, წვრილმანმა თაღლითმა მას უთხრა:
– რა გაეწყობა, თორმეტწლიან სროკს ისევ თქვენთან თანამშრომლობა სჯობს.
მურმან ხარშილაძის გადამბირებელი, პოდპოლკოვნიკი ფრიდონ ღამბაშიძე იყო.
მეტსახელად „გნომი“
თანხმობის შემდეგ მურმან ხარშილაძე „კაგებეს“ სპეცსკოლაში ექვსთვიან კურსებზე გაამწესეს, სადაც მას შავი სამყაროს კანონები და უნარ-ჩვევები შეასწავლეს. წვრილმანი თაღლითი ნიჭიერი შეგირდი აღმოჩნდა და ყველაფერთან ერთად „დომუშნიკის“ (ბინის ქურდის) პროფესიაც წარმატებით აითვისა. მურმანი ნებისმიერ საკეტს უმოკლეს დროში ხსნიდა და ამ საქმეში მას ბადალი არ ჰყავდა. სწავლის შემდგომი ექვსი თვე ხარშილაძემ სოლიკამსკის ციხე „ბელი ლებედში“ გაატარა, სადაც სასჯელს ცნობილი ავტორიტეტები იხდიდნენ და იმდენი მოახერხა, რომ იქ მათი ხელდასხმით კანონიერი ქურდი გახდა და მას „გნომი“ უწოდებს. აბა, რა იცოდნენ საკავშირო მნიშვნელობის ქურდებმა, ვის მისცეს ვიზა შავ სამყაროში. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ „გნომი“ ჯერ მოსკოვში ჩავიდა და ქურდების რეკომენდაციით, დედაქალაქის „პრისტუპნი მირის“ ნაღებს „ჩაეხუტა“. მოსკოვიდან კი უკვე საქართველოს დედაქალაქში ჩამოვიდა, სადაც მას „შავები“ ელოდნენ და დიდი პატივისცემითაც მიიღეს. „გნომმა“ ერთი კვირა დრო ატარა. შემდეგ კი თქვა – ქურდულ საქმეებს მივხედოთო. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ორი ბინა გაქურდა და ფულის დიდი ნაწილი ზონებში გააგზავნა. ქურდობებს, რა თქმა უნდა, „კაგებე“ აკონტროლებდა.
ქურდული „დვიჟენიები“
რადგან ოპერაციას „კაგებე“ ატარებდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ იცოდა, რომ „გნომი“ უშიშროების აგენტი იყო და ნამდვილი ქურდი ეგონა. ამიტომ ხარშილაძე დააკავეს. სამინისტროში წაიყვანეს და ბინის ქურდობის აღიარებას აიძულებდნენ, თუმცა არანაირი ფაქტი არ გააჩნდათ. „გნომმა“ ჭეშმარიტად „ქურდულად“ გადაიტანა წამება და არ გატყდა. ხარშილაძე სწორედ იმ დროს გაათავისუფლეს, როდესაც ოპერებს მისთვის იარაღის უკანონო ტარების „აკიდება“ უნდოდათ. „გნომის“ გათავისუფლებაში, რა თქმა უნდა, „კაგებეს“ ხელი ერია, თუმცა ეს არც მილიციას გაუგია და არც შავებს. „სვაბოდაზე“ დაბრუნებულ „გნომს“ კი ქართველმა ქურდებმა ღირსეული შეხვედრა მოუწყვეს. ხარშილაძემ ქურდული „სხოდკა“ შეკრიბა და კოლეგებს განუცხადა: გაძლიერებულიყო უსისხლო კრიმინალი, დანაშაულში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაეთრიათ და ქურდული სალაროსთვის დიდი ფულადი თანხები შეკრებილიყო... და, მართლაც, ამ „სხოდკიდან“ სულ რაღაც ერთ კვირაში საქართველო დიდ ქურდულ „დვიჟენიაში“ ჩაება.
დიდი „ობშჩიაკი“
„კაგებეს“ მიერ წარმოებული ოპერაციის მთავარი მიზანი იყო, ეგრეთ წოდებული, „კავკასიური მაფიის“ ძირითადი საქმის გაშიფვრა, მხილება და მისთვის მომაკვდინებელი დარტყმის მიყენება. ასეთი დირექტივა კი პოლიტბიუროს გადაწყვეტილებით გაიცა და მისი შესრულება „კაგებეს“ შეფს, იური ანდროპოვს დაევალა. პოდპოლკოვნიკი ფრიდონ ღამბაშიძე კი ამ ოპერატიული გეგმის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო, „გნომის“ როლიც სწორედ მან გამოიგონა და მისი შემსრულებელიც თავად მოამზადა. ამგვარად, დანაშაულის მომატებას საქართველოში თითქმის 95 პროცენტით „კაგებე“ აკონტროლებდა და მთავარი ოპერაციის დამხმარე ოპერაციას წარმოადგენდა...
„გნომის“ მიერ გაშვებული დირექტივის შესაბამისად, თითქმის მთელი საქართველოს ტერიტორიაზე გროვდებოდა „ობშჩიაკი“, რომელიც ხარშილაძესთან იყრიდა თავს და მას „გნომი“ ანაწილებდა. პირველ თვეს ამ თანხამ 800 ათასი მანეთი შეადგინა და მისი ძირითადი ნაწილი რუსეთის საპყრობილეებში წავიდა. მეორე თვეს კი მილიონ-ნახევარი მანეთი შეგროვდა და როდესაც ქურდები ბიუჯეტის გადასანაწილებლად „სხოდკაზე“ შეიკრიბნენ, არც „გნომი“ ჩანდა და არც ქურდული „ობშჩიაკი“..
P.S. მურმან ხარშილაძე მილიონ-ნახევარ მანეთთან ერთად გაქრა და „კაგებე“ და ქურდები ერთდროულად „გადააგდო“, თუმცა ის უშიშროებამ თვე-ნახევრის მერე უზბეკეთში დააპატიმრა. „გნომი“ ციხეში ჩასვეს, იქ კი პატიმრებმა საკანში ჩამოახრჩვეს.

скачать dle 11.3