№17 დაიკელით წონაში და დაიცავით ორგანიზმში მინერალებისა და ვიტამინების ბალანსი გოგრის წვნიანის დიეტით
ნინო კანდელაკი ანი რევია
გაზაფხულზე, გახდომის მიზნით, ბევრი იწყებს დიეტას, თუმცა, არ ითვალისწინებენ, რომ სწორედ ამ პერიოდშია აუცილებელი ორგანიზმის ვიტამინებით შევსება და მინერალების ბალანსის დაცვა. ამ მიზნით, პირველ რიგში, მენიუდან უნდა ამოიღოთ ცომეული, ბრინჯი, თხილეული, შემწვარი ხორცი და ხორცის ნახარში. მიირთვით ბოსტნეულის სუპი, თევზი და ხილი.
კარგია, თუ გოგრის წვნიანის დიეტას დაიცავთ, რომელიც ხსნის შეშუპებას, დაბალკალორიულია, დღის განმავლობაში არ შეგაწუხებთ შიმშილის გრძნობა და თან, წონაშიც ორგანიზმის დაუზიანებლად დაიკლებთ.
გოგრის წვნიანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 200 გრამი გოგრის რბილობი, 1 ცალი ბულგარული წიწაკა, 1 ნიახურის ძირი, 1 კბილი ნიორი, გახეხილი ნახევარი მუსკატის კაკალი, 1/4 ჩაის კოვზი ზაფრანა, 1/4 ჩაის კოვზი უცხო სუნელი, 1/4 ჩაის კოვზი კოჭას ფხვნილი, ცოტა მარილი.
მომზადების წესი: ყველაფერი ერთად მოხარშეთ და დააბლენდერეთ. შეაგემეთ მარილით.
ამ წვნიანში, სულ რაღაც 130 კილოკალორიაა. მიირთვით დღეში 2-3-ჯერ, დიეტა დაიცავით 3 დღე. თუ კუჭი გაწუხებთ, წვნიანი კოჭას ფხვნილის გარეშე მოამზადეთ.