კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2003 წლის 18 ივლისს, საღამოს 9 საათზე. რომელ პროფესიას დაეუფლოს, რომ წარმატებული იყოს და კოსმიური მისიიდან გამომდინარე, უცხოეთში რა პერსპექტივები ექნება?
პასუხი: თქვენი შვილის კოსმიური მისიაა უცხოეთთან კონტაქტი, ამიტომ რაღაც დროით იქ წასვლა მისთვის აუცილებელია. იქ დაგროვილი ცოდნით, კაპიტალითა და გამოცდილებით, შეუძლია, სამშობლოშიც მიაღწიოს წარმატებას. პროფესიებიდან კარგია: ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია, სპორტის სფერო, იურისპრუდენცია, პედაგოგიური მოღვაწეობა, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, დიზაინი, არქიტექტურა, სამოდელო და პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო საქმიანობა, სოციოლოგია, ფსიქოლოგია. ყველა ამ სფეროში, წარმატების დიდი შანსი აქვს.
კითხვა: დავიბადე 1983 წლის 15 მარტს. რომელ სფეროში ვიქნები მეტად წარმატებული და ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს დავუკავშირო ბედი?
პასუხი: თქვენ თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ხართ დაბადებული, ამიტომ, სასიყვარულო პარტნიორებიდან მოერიდეთ კუროს, მშვილდოსნისა და ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. მისაღებია თხის რქის, ვერძის, კირჩხიბის, მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები. პროფესიებიდან კი, წარმატების მომტანია: მედიცინიდან – ფარმაცევტიკა, სასწრაფო დახმარება, რეანიმატოლოგია, სტომატოლოგია, ქირურგია, გინეკოლოგია, ფსიქიატრია, არატრადიციული მედიცინის დარგები, კონტროლის პალატა, საგადასახადო საქმე, საბაჟო, სადაზღვევო კომპანიები და დეპარტამენტები, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურები, საგამომძიებლო საქმე, პედაგოგიური მოღვაწეობა, ფსიქოლოგიის ფართო სპექტრი, პარაფსიქოლოგია, ფილოსოფია, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, საქველმოქმედო საქმიანობა, სასტუმროების ბიზნესი ან შემოქმედება. თუ პრობლემებს დაძლევთ, წარმატების შანსი გაქვთ ასევე პოეზიაში, ლიტერატურაში, ხელოვნების ფართო სპექტრში.

скачать dle 11.3