კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 ბადრიჯნის სასარგებლო თვისებები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ბადრიჯანი მასში შემავალი ნივთიერებების ბიოლოგიური აქტიურობის გამო დადებით გავლენას ახდენს არა მარტო ადამიანის ზოგად მდგომარეობაზე, არამედ აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციობას, აფერხებს ათეროსკლეროზული პროცესების განვითარებას, ხელს უწყობს თირკმელების მუშაობას, ასუფთავებს ნაწლავებსა და სანაღვლე გზებს. დიეტოლოგები ბადრიჯნით სისტემატურად კვებას ურჩევენ მათ, ვინც მიდრეკილია გულისა და სისხლძარღვების პათოლოგიებისადმი, რადგან ბადრიჯანს ორგანიზმიდან გამოაქვს, ეგრეთ წოდებული, ცუდი ქოლესტერინი, ხოლო მასში შემავალი მინერალების, კერძოდ, კალიუმისა და ნატრიუმის მარილების წყალობით გულის მუშაობა უმჯობესდება.
საკვებ რაციონში ბადრიჯნის სისტემატურად ჩართვის შემთხვევაში ღვიძლის ფუნქციაც ნორმალიზდება. სპილენძის, რკინის, კობალტისა და მანგანუმის წყალობით ორგანიზმში უმჯობესდება სისხლის წარმოქმნა. ბადრიჯანი დადებით გავლენას ახდენს ელენთისა და ძვლის ტვინის ფუნქციებზე. აქედან გამომდინარე, ის მეტად სასარგებლოა ანემიით დაავადებულთათვის. ის ხელს უწყობს ერითროციტების (სისხლის წითელი ბუთულების) წარმოქმნას და ნორმაში მოჰყავს ჰემოგლობინის დონე. დაბალი კალორიულობის გამო ბადრიჯანი  თამამად შეიძლება მიირთვან ჭარბი წონის მქონეებმაც.
  ის საუკეთესოდ ანაყრებს, თანაც აუმჯობესებს ნაწლავების ფუნქციას. მას აქვს სუსტი, მაგრამ ეფექტური შარდმდენი მოქმედება, ამიტომაც სასარგებლოა თირკმლის ქრონიკული პათოლოგიით დაავადებულთათვის. ბადრიჯნის წვენს აქვს მკვეთრად გამოხატული ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული მოქმედება, ეფექტურად ებრძვის ინფექციებს. ხალხურ მედიცინაში ბადრიჯანს იყენებენ ჭრილობებისა და წყლულების მოსაშუშებლად, აგრეთვე პოდაგრის სამკურნალოდ, რადგან ხელს უშლის შარდმჟავას დაგროვებას სისხლსა და მთლიანად ორგანიზმში. ბადრიჯანი რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვისაც – აქვეითებს შაქრის დონეს სისხლში.  პოდაგრის სამკურნალოდ ზამთარში შეიძლება გამხმარი ბადრიჯნის გამოყენება. გასახმობად ბადრიჯანი თხელ ფირფიტებად უნდა დაჭრათ, ძაფზე ააცვათ და რამდენიმე საათით ანთებული ელექტრო- ან გაზქურის  თავზე დაკიდოთ. ოდნავ დარბილებული ბადრიჯანი 10-12 დღის განმავლობაში ისევე უნდა ახმოთ, როგორც სოკო, შემდეგ ტილოს ტომარაში ჩაყაროთ და გრილ, მშრალ ადგილას შეინახოთ. მომზადების წინ დაასველოთ. მას, ვისაც ბადრიჯანი უყვარს, სისხლძარღვთა კედლებზე ათერომული ფოლაქების განვითარება არ ემუქრება, უკვე არსებული დაზიანებანი კი უქრება.
  ბადრიჯანს ორგანიზმიდან გამოაქვს ჭარბი სითხე და ხსნის შეშუპებას, დადებით გავლენას ახდენს თირკმელებზე შარდკენჭოვანი დაავადებისას. მწეველებს ბადრიჯანი თამბაქოს მიტოვებას უადვილებს – საქმე ის გახლავთ, რომ ბადრიჯანი შეიცავს ნიკოტინის მჟავას, რომელიც ეხმარება მწეველს დისკომფორტის გადალახვაში. ბადრიჯნის გამხმარი ქერქისგან მიღებული ფხვნილით კი ჰიპერტონიას მკურნალობენ: ყავის საფქვავში ფქვავენ  და ჭამის წინ თითო ჩაის კოვზს მიირთმევენ.
  ამავე ფხვნილისაგან მზადდება  ნაყენი კბილებისა და ღრძილების გასამაგრებლად: ერთ სადილის კოვზ ფხვნილს ასხამენ ერთ ჩაის  ჭიქა მდუღარე წყალს, აჩერებენ 2-3 საათს, ამატებენ ერთ ჩაის კოვზ მარილს და დღეში რამდენჯერმე ივლებენ პირის ღრუში. თუ ბადრიჯნით გახდომა გსურთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ შემწვარი ბადრიჯანი ამისათვის არ გამოგადგებათ. თუ გურმანი ბრძანდებით და მაინცდამაინც ოდნავ შებრაწული ბადრიჯანი გსურთ, დაჭრილი, შეწვამდე 10 წუთით მოათავსეთ ცივ წყალში - ის გაიჯირჯვება და წვის პროცესში ნაკლებ ცხიმს (ზეთს) შეიწოვს. ბადრიჯანი არ უნდა მიირთვან გასტრიტითა და წყლულოვანი პათოლოგიით დაავადებულებმა. ბადრიჯანი წარმატებით გამოიყენება კოსმეტოლოგიაში.
скачать dle 11.3