კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 ძირითადი შეცდომები

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

ქალი მამაკაცთან შეხვედრისას ყოველთვის ღელავს, მით უფრო, თუ ურთიერთობა მხოლოდ იწყება. ეს აბსულუტურად ნორმალურია. მაგრამ გადაჭარბებული ემოციები შეცდომის დაშვების რისკს ქმნის. გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და მოხიბლეთ მამაკაცი პირველივე პაემანზე.
რჩევა პირველი – გაცნობის ეტაპზე ქალისთვის ყველაზე მთავარი ბუნებრიობაა. ხელოვნურობას მამაკაცი ამჩნევს. თუ თავიდანვე წარმოდგენას დადგამთ, გაითვალისწინეთ, რომ მეორე, მესამე აქტის შემდეგ ყველა წარმოდგენა აუცილებლად სრულდება. ასე რომ, იყავით ის, ვინც ხართ.
რჩევა მეორე – ხშირად ქალი დაუფიქრებლად ცდილობს მოვლენების დაჩქარებასა და პროცესის სადავეების ხელში აღებას. პირველი თვითონ ურეკავს, უგზავნის უამრავ შეტყობინებას, სთავაზობს შეხვედრას. გეგმავს  დაოჯახების დროს. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ურთიერთობის გაღრმავების დინამიკა ქალებსა და კაცებს განსხვავებული აქვთ. ამიტომ ქალი, რომელიც ჩქარობს, ურთიერთობას თავიდანვე ძალიან სერიოზულად აღიქვამს, მამაკაცს არ უტოვებს სივრცეს საკუთარი სიტყვის სათქმელად. რაც მას არ მოსწონს და გაქცევას ცდილობს.
რჩევა მესამე – სანამ ურთიერთობა ჩამოუყალიბებელია, თქვენი პარტნიორი თქვენ წინაშე არაფერშია ვალდებული. ურთიერთობის დასაწყისშივე ნუ „ჩართავთ“ მოლოდინის რეჟიმს, რადგან ამით იმედი გაგიცრუვდებათ, ურთიერთობის განვითარებას კი სერიოზულად შეაფერხებთ.
რჩევა მეოთხე – გახსოვდეთ, ეჭვიანობით მანიპულირებას მხოლოდ დაბალი თვითშეფასების ქალები მიმართავენ.
რჩევა მეხუთე – ნუ დაუჯერებთ ისეთ სტატიებს, სადაც გასწავლიან – „რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კაცმა პირველივე პაემანზე შეგვიყვაროს“.  იყავით ბუნებრივი.
რჩევა მეექვსე – პირველივე შეხვედრაზე  არ გამოხატოთ თქვენი ემოციები და არ აგრძნობინოთ მამაკაცს, რომ აღფრთოვანებული ხართ და თავდავიწყებით გიყვართ.
რჩევა მეშვიდე – ქალებს უყვართ საკუთარ თავსა და ემოციებზე ლაპარაკი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მამაკაცებს თქვენი ემოციური სენტიმენტები დიდად არ აინტერესებთ. ურთიერთობაში გულწრფელობა ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ზედმეტი გულწრფელობით მამაკაცს მხოლოდ შეაშინებთ.
რჩევა მერვე – ზოგჯერ ქალი გაუცნობიერებლად ცდილობს, „მიეწებოს“ მამაკაცს, როგორც დადებითი ემოციების წყაროს. ამ დროს ქალი სულ უფრო მეტ ყურადღებას ითხოვს: იმაზე მეტს, ვიდრე მამაკაცს შეუძლია ურთიერთობის საწყის ეტაპზე. შედეგად ქალი იმედგაცრუებული და გულნატკენი რჩება. ნუ დააჩქარებთ პარტნიორს. თუ მოვლენებს თავისი დინებით მიუშვებთ, ყველაფერი გაცილებით უკეთესად  იქნება.

შემაშფოთებელი
  ნიშნები

დაშორების შემდეგ ადამიანები ვცდილობთ, გავაანალიზოთ მომხდარის მიზეზები. უფრო ხშირად მომხდარში საკუთარ თავს  ვიდანაშაულებთ ან  ჩვენს პარტნიორზე და გარემოცვაზე ვართ გაბრაზებულები. საუკეთესო ვარიანტია, კარგად დავფიქრდეთ და მივხვდეთ, ვიყავით თუ არა მზად ურთიერთობისთვის.
* როცა წყვილს შორის ჯანსაღი ურთიერთობაა, ორივე ვითარდება  და აუცილებლად უკეთესობისკენ იცვლება. ისინი უკეთეს სამსახურს პოულობენ და კარგ კარიერასაც იქმნიან. ერთმანეთს მხარში უდგანან,  თანაუგრძნობენ. როცა  ურთიერთობა არაჯანსაღია, მაშინ ისინი კარგავენ მეგობრებს, არაფერი გამოსდით სამსახურში და მუდმივად გაღიზიანებული არიან;
* ურთიერთობაში ერთ-ერთი მთავარი წესია - უნდა მიიღოთ  პარტნიორი ისეთად, როგორიც არის. შეიძლება, იმედი გაქვთ, რომ მათ შეცვლით, მაგრამ ძალდატანება ყოველთვის კრახით სრულდება. თუ ადამიანი გიყვართ, უნდა გიყვარდეთ უარყოფითი მხარეებითაც;
* მნიშვნელოვანია, ერთმანეთთან თავს კომფორტულად  გრძნობდეთ. თუ ასე არაა, მაშინ უნდა მიხვდეთ, რომ ეს ურთიერთობა წარუმატებელია. როდესაც პარტნიორების ემოციები ერთმანეთს არ შეესაბამება, ურთიერთობას განვითარება არ უწერია.
* ყურადღება და საჩუქარი ყველას სიამოვნებს, მაგრამ სიყვარულის არსებობა-არარსებობას თუ ამით განსაზღვავთ, ეჭვი გეპარებათ ამ ურთიერთობაში, ყველაფერი ეს ერთ დღეს დიდ პრობლემად გადაიქცევა და სიყვარულიც დასრულდება;
* როცა ურთიერთობა ჯანსაღია, პარტნიორები არ ცდილობენ თავიანთი ნაკლოვანებები ერთმანეთს გადააბრალონ. რადგან იციან რა უნდათ და ერთმანეთს ბოროტად არ იყენებენ;  
* ყველა წყვილის ურთიერთობაში ჩნდება პრობლემები, მაგრამ როცა ურთიერთობა ნამდვილია და სიყვარული – ძლიერი, წყვილები მათ ერთად გადალახავენ. თუ მცირე დაბრკოლებასაც დიდი კონფლიქტი მოსდევს, ეს ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდება;
* ერთმანეთს უნდა ენდობოდეთ, მხოლოდ ასე შეიძლება, თქვენი სიყვარული დიდხანს გაგრძელდეს. ეჭვიანობა ანადგურებს სიყვარულს,  წყვილს შორის უნდა არსებობდეს ნდობა და ურთიერთობისას ორივე საკმარისად თავდაჯერებული უნდა იყოს. ეს ბრმად ნდობას არ ნიშნავს –  თუ თქვენი პარტნიორი ხშირად იმიზეზებს გაურკვეველ შეხვედრებს, ცივია და გაურბის გულწრფელ საუბრებს, ესე იგი  ურთიერთობა დასასრულებულია;
* თუ თქვენ გასცემთ და შესაბამის სიყვარულსა და სითბოს ვერ იღებთ, უნდა დაფიქრდეთ – გიღირთ ეს ურთიერთობა?
скачать dle 11.3