№. ნინო ჩხეიძე მალე ახალი ალბომითა და ახალი იმიჯით წარსდგება მაყურებლის წინაშე
ნინო ჩხეიძე მალე თავისი მსმენელისთვის ახალი ალბომის წარდგენას აპირებს, რომელზეც Nioband
-თან ერთად იმუშავა. ისინი უკვე ნახევარ წელზე მეტია ახალი პროდუქტის შექმნაზე მუშაობენ. სიმღერებს, რომლებსაც ნინო & Nioband წარმოგიდგენთ , არის მაყურებლისთვის საყვარელი ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილი, როგორც ძველი, ასევე ახალი ჰიტები. გარდა ამისა ნინო &
Niobend-ი შემოგთავაზებთ კომპოზიტორ რუსა მორჩილაძის სიმღერას სინგლის სახით, რომელიც სპეციალურად ნინო ჩხეიძისთვის შეიქმნა. სიმღერის ვიდეორგოლზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა, რომელსაც მალე იხილავს საზოგადოება.
ალბომი ჩაიწერა Niostudio-ში და მასზე იმუშავეს :
ზვიად თინიკაშვილი - გიტარა
ირაკლი კვანჭიანი - კლავიშები
ლევან მიქაბერიძე- ბას გიტარა
დავით თუთარაშვილი- დრამი
ნინო ჩხეიძე- ვოკალი
არანჟირება: Nioband & ბექა ნიკოლაიშვილი
მუსიკალური პროდუსერი ბექა ნიკოლაიშვილი