კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 როგორ შეითავსა ნანიკო ხაზარაძის ქმრობა და პროდიუსერობა ლევან მათითაშვილმა და რატომ გაპარსეს პირდაპირ ეთერში ზურაბ ჯაფარიძე

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

  ნანიკო ხაზარაძის ცხოვრებაში სიახლეებია, ნანიკო დაოჯახდა. მისი რჩეული პროფესიით იურისტი ლევან მათითაშვილია. ლევანმა და ნანიკომ ერთობლივი საქმე – ახალი ვიდეორუბრიკების ჩაწერა დაიწყეს, სადაც წამყვანები ნანიკო და ნიკოლოზ წულუკიძე არიან, ხოლო ლევანი პროდიუსერია. როგორია ნანიკო ხაზარაძისა და ლევან მათითაშვილის ახალი ოჯახური ცხოვრება, ისინი თავად გვიამბობენ.
ნანიკო: ჩემი მეუღლე არის ლევან მათითაშვილი, დაბადებული 1978 წლის 21 ნოემბერს, ზოდიაქოთი – მორიელი. რამდენიმე წელიწადია, ერთად ვართ. ჩემი შვილი ლილუ და კატა დოდო ლომები არიან. ასე რომ,  ოჯახში ორი მორიელი და ორი ლომი ვართ. ხელმოწერა, ჯვრისწერა და ოფიციალური ცერემონიალები არ გვქონია.
– ნანიკო რით მოგხიბლა ლევანმა?
– ალბათ, იმით, რომ ვისთან ერთადაც კარგად ხარ, მაქსიმალურად უნდა შეირგო. ლევანმა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი შეცვალა –  მასთან ერთად ვცხოვრობ. ლევანს აქვს ჩემთვის დაუდგენელი არარეალური ენერგია, რითიც ყველაფერს ისე ალაგებს, როგორც უნდა. ერთმანეთს ვგავართ. თუ ჩემთან ერთად არ არის, ზუსტად ვგრძნობ, სად არის და რას აკეთებს. ლევანს რომ ვუყურებ და ვლაპარაკობთ, მგონია, რომ მთელი ცხოვრება მასთან ერთად ვიყავი, ძალიან ჩემიანია. ალბათ, ეს შეგრძნება ყველაზე დიდი რამეა. ადამიანთან ერთად ჩუმად ყოფნა რომ შეგიძლია და ეს დისკომფორტს არ გიქმნის, მგონია, რომ დიდი კომფორტია.
ლევანი: მე და ნანიკო ერთ უბანში გავიზარდეთ. მე ყოველთვის ვხედავდი, ნანიკო – ნაკლებად. შორიდან სულ მომწონდა,  მაგრამ მასთან ახლო ურთიერთობის შემდეგ უფრო გავოცდი. ნანიკო მართალი, თავისუფალი ადამიანია. ეს თვისებები მეც მასწავლა. როდესაც დისტანციურად ვართ, მეც ზუსტად ვგრძნობ, ცუდ ხასიათზე რომ არის. ნანიკოს ბებია ჩემი პედიატრი იყო და გამოდის, რომ ნანიკოსთვის მზრდიდა.
– ნანიკო, ოჯახი როგორ შეხვდა შენს გადაწყვეტილებას?
ნანიკო: დედაჩემმა ძალიან მალე გაიცნო ლევანი. მამამ – მოგვიანებით. მშობლებისთვის მთავარია, შვილი იყოს კარგად. თავიდან რომ დაინახეს, კარგად ვარ, გაუხარდათ და მერე, ლევანი რომ გაიცნეს, სულ  დამშვიდდნენ. ლილუსაც ძალიან უყვარს. იმდენი რამ ისწავლა მისგან, ამას წინათ პროფესიებზე ვსაუბრობდით და თქვა, მე ლევანის სკოლა დავამთავრე, მეტი არ მჭირდებაო – ამით მადლობა გადაუხადა მას.
ლევანი: ლილუსთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. მეც ორი შვილი მყავს: უფროსი, აჩი, ოცი წლისაა და უმცროსი, ირინკა – თორმეტი წლის. ამერიკაში ცხოვრობენ. ნანიკოც იცნობს მათ. ძალიან პატარა, 19 წლის ვიყავი, რომ დავოჯახდი.
– როგორია თქვენი თანაცხოვრება?
– თანაცხოვრებაც მარტივი გამოდგა. რაც შეიძლება, დიასახლისმა შეითავსოს, ნანიკო ყველაფერს უმკლავდება, სულ რაღაცას აკეთებს. მე გურმანი ვარ და ნანიკოს უგემრიელესი კერძები გამოსდის.
ნანიკო: ჩემი საყვარელი ადგილი სახლია. მიყვარს, ყველაფერი რომ მოწესრიგებულია. თუ სახლში ვარ, ოცდაოთხი საათის განმავლობაში სულ რაღაცას ვაკეთებ. გამოვხვეტავ, რაღაცას გავწმენდ. სხვა გზა როცა არ გაქვს, ყველაფერი კარგად გამოგდის. იმდენად მომწონს ის, რომ სხვა გზა არ მაქვს, სიამოვნებით ვაკეთებ. მაბედნიერებს ლევანისთვის კერძების კეთება. არ არსებობს ჩავრთო ფილმი ან მუსიკა, რომ ლევანმა არ იცოდეს.
– ნანიკო, როგორი შეყვარებულია ლევანი?
– ერთმანეთს „შვედები“ შევარქვით. ერთი ფილმია, რომლის პერსონაჟი კაცი საშინლადაა შეყვარებული, მაგრამ უკიდეგანოდ მორცხვი და კულტურული ადამიანია. ასე დავიჭირე „შვედში“ ლევანი. თავიდან მაგარი შვედი იყო, ახლა აღარ არის. კულტურული, აღზრდილი და მორცხვი ბიჭია.
– თქვენს ახალ გადაცემაზე რას მოგვიყვებით?
– გადაცემის იდეა ლევანის არის. ორი წელია, მეუბნება და ბოლო-ბოლო დავნებდი მის შემოთავაზებას. „ასე ჯობია“, ვლოგია თუ რუბრიკაა არ ვიცი, რა დავარქვა. ასეთ ვიდეოებს „ვიდეოვლოგებს“ ეძახიან, არ მიყვარს ეს ვლოგი და იყოს რუბრიკა...
ლევანი: რამდენიმე წელია, ვეუბნები, რაღაც ახალი შევქმნათ, შენ ძალიან დიდი რესურსი გაქვს, ძალიან კარგ ხარისხში და გამოვიყენოთ-მეთქი.
– ნანიკო, თავიდან კოტე მათითაშვილი იყო შენთან ერთად, კიდევ  გამოჩნდება თუ არა?
ნანიკო: კოტე რომ იყო და ახლა არ არის, ეს არ ნიშნავს, რომ აღარ იქნება. კოტე შეიძლება, კიდევ გამოჩნდეს. არავინ იცის, შემდეგში რა იქნება. ამ ეტაპზე მე და ნიკოლოზი ვართ, თუმცა ეს არ გამორიცხავს სხვა ადამიანის გამოჩენას.
– ლევანი ხომ არ გამოჩნდება?
ლევანი: მე პროდიუსინგით ვარ დაკავებული, თუმცა რაღაც ნაწილში, ალბათ, გამოვჩნდები.
– რატომ გადაპარსეთ გადაცემაში ზურა ჯაფარიძე?
– მან იცოდა, რომ დალაქი წვერს გაუსწორებდა, თუმცა იქვე გაჩნდა იდეა, როგორ მოუაროს თავს, რადგან თმა სცვივა. ჩვენმა დალაქმა თმის გადაპარსვა შესთავაზა და ასე სპონტანურად პირდაპირ ეთერში გადავპარსეთ. ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრს გაუჩნდა კითხვა, რა არის, ვერ გავიგეთო. თუმცა, ესეც კარგია, რომ რაღაც ახალია, ცოტა გაურკვეველია  და გააზრება უნდა.
– ლევან, შენ ყველასთვის საყვარელი ექიმის, კოტე მათითაშვილის ძმა ხარ, როგორი ძმობა გაქვთ შენ და კოტეს?
– კოტე ჩემი დედმამიშვილია, არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს და ვცდილობთ, ამ ურთიერთობას გავუფრთხილდეთ. ძალიან კარგი და განათლებული ადამიანია. კოტე ჩემზე სამი წლით უფროსია. ორივე ისეთ ოჯახში ვართ აღზრდილი, შინაგანად ჩაგვინერგეს მშობლებმა უფროსის, ძმის პატივისცემა და ეს მთელი ცხოვრება დღემდე მომყვება. კოტე ყოველთვის მშვიდი ბავშვი იყო. სწავლა უყვარდა. ჭავჭავაძეზე ვცხოვრობდით, პატარები ვართ და კოტე აივნიდან აფორიაქებული შემორბის და მეკითხება, რაიმე დიდი შპრიცი ხომ არ გაქვსო. აღმოჩნდა, რომ მშობლებისგან მალულად ეწეოდა სიგარეტს, ნამწვავი აივნიდან გადაუგდია და წინ მდგარ ხის ფუღუროში ჩავარდნილა. მოეკიდა ცეცხლი. ეს დაიბნა – მშობლებს ხომ ვერ ეტყოდა სიგარეტს ვეწეოდი და ცეცხლი გავაჩინეო, შპრიცით ვერ ჩავაქრობდით და სახანძროს გამოძახება დაგვჭირდა. ერთხელ, დიდ ოთახში ვისხედით, იატაკზე წყლიანი ქვაბი გვედგა. ერთი საათის განმავლობაში შპირცებით ვიღებდით წყალს და ჭერზე ვასხამდით. საბოლოოდ მთელი ჭერი გაყავისფრდა, ბიაზი ჩამოვარდა. კოტეს თავიდანვე ჰქონდა შპრიცებისკენ და ექიმობისკენ მიდრეკილება.

скачать dle 11.3