კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 რის შემდეგ დაეწყო ხარაზიშვილების ოჯახს ეშმაკისეული ბრძოლები და რატომ ანგრევენ ისინი საკუთარი ხელით სახლს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ეს ამბავი ორი თვის წინ დაიწყო: ოჯახის წევრებმა 18 წლის ლავრენტის უცნაური ქცევები შენიშნეს. როგორც ამბობენ, მოზარდი ხშირად საკუთარ თავს ელაპარაკებოდა, განმარტოებას ცდილობდა და ამ დროს ვიღაცას ეჩხუბებოდა, ბიჭი აგრესიული გახდა და მისი ქცევები არაადეკვატური იყო.
ქარელის რაიონში, სოფელ საღოლაშენში მცხოვრები ხარაზიშვილები სახლს, რომელიც თანასოფლელისგან 1991 წელს შეიძინეს, რამდენიმე დღეა, საკუთარი ხელითა და მეზობლების დახმარებით ანგრევენ. ამის მიზეზი კი, როგორც თავად ამბობენ, ოჯახში მომხდარი უჩვეულო მოვლენები გახდა.
ლალი მღებრიშვილი: ვერაფრით ვიგებდით, რა დაემართა ჩემს შვილს, აბსოლუტურად შეიცვალა, მეგონა, ჩემი შვილი არ იყო. საშინლად აგრესიული გახდა. როცა აგრესიას ავლენდა, მისი დაჭერა 5 ადამიანსაც კი არ შეეძლო... შეიძულა სანთელი, ეკლესია, უცნაურ ხმებს გამოსცემდა. ქუჩაში მარტო დადიოდა და საკუთარ თავს ესაუბრებოდა, უფრო სწორად, ვიღაცებს, ვისაც ჩვენ ვერ ვხედავდით. ოჯახის წევრების მიმართაც აგრესიული იყო, ქუჩაში ხალხს აღარ ესალმებოდა. სულ მარტო ყოფნა უნდოდა. ჯანმრთელი ბავშვი იყო და ადრე არასდროს შეუწუხებია მსგავს პრობლემებს. წავიყვანეთ ექიმებთან, თუმცა, ვერაფერი გაუგეს, დიაგნოზს ვერ სვამდნენ.
  ბოლოს ჩვენი სოფლის ეკლესიის მღვდელმა, მამა იაკობმა გვითხრა, რომ ლავრენტი ბოროტისგან, ეშმაკისგან იყო შეპყრობილი. როდესაც მოძღვარმა ეპარქიის ხელმძღვანელის, მეუფე იობის კურთხევით კვეთებულის ლოცვების წაკითხვა დაიწყო, ლავრენტი ისეთ წინააღმდეგობას უწევდა, ხუთი კაცი   ცდილობდა მის დაკავებას. მერე მეუფესთანაც დაგვყავდა, სწორედ ლოცვებით გამოვიდა ამ მდგომარეობიდან.
დაახლოებით ერთი თვის წინ, 18 მარტს, მეც იგივე პრობლემები დამეწყო. მეც და ჩემი შვილიც ორივე ერთად გავხდით ცუდად, როცა მამა იაკობი ჩემს შვილს უკითხავდა კვეთებულის ლოცვას. ჩემი მდგომარეობა რომ დეტალურად აღვწერო, ხალხი, ალბათ, არც დამიჯერებს და ზოგს, ვინც რწენაში არაა, არ სჯერა. ვინც ჩემს მდგომარეობას სახლსა და ეკლესიაში შეესწრო, მათ ეჭვი არ ეპარებათ. გამოცხადებები დამეწყო, თეთრი და შავი ანგელოზი მეცხადებოდა. შავებით შემოსილი, სუსტი, მაღალი აღნაგობის ბოროტი ძალა პირდაპირ მესაუბრებოდა... ვიცოდი, რომ ეშმაკი იყო. საშინელ დღეში მაგდებდა. მაიძულებდა, ჩემი შვილისთვის ეკლესიაში წასვლაში ხელი შემეშალა. სანთელი, ეკლესია, ლოცვა – ეს ყველაფერი მაშინებდა. მინდოდა, ტაძარში ბავშვს შევვარდნოდი და იქიდან გამომეთრია, რომ არ ზიარებულიყო. როცა სოფლის ეკლესიის მღვდელმა ჩვენ სახლში წმიდა კვიპრიანესა და იუსტინეს ხატი მოაბრძანა, რომელშიც წმიდა ნაწილებია ჩაბრძანებული, სწორედ მაშინ დამეწყო ყველაზე ძლიერი აგრესია – მინდოდა, ეს ხატი დამელეწა და ნაწილებად მექცია. მამაოს ვუყვიროდი, რომ ლოცვა შეეწყვიტა... თან ხილვა დამეწყო – წმიდა ეკატერინე მეცხადებოდა და მეუბნებოდა, კარგად რომ ვყოფილიყავით, ეს სახლი უნდა დაგვეტოვებინა, მისთვის უნდა დაგვეთმო. მაგრამ მაშინ არ ვიცოდი, თუ ეს წმიდა ეკატერინე იყო, როცა მღვდელმა მისი ხატი მაჩვენა, მერე მივხვდი ყველაფერს. როცა ეს ყველაფერი დაიწყო, მაშინ საერთოდ არ ვიცოდით, რომ სახლი, რომელიც ჩემმა დედამთილ-მამამთილმა 1991 წელს შეიძინა, ეკლესიის, წმიდა ეკატერინეს ტაძრის ნანგრევებზე იყო აშენებული. ძველად ამ ადგილას სასაფლაოც ყოფილა, ახლაცაა შემორჩენილი ჩვენი ეზოს ირგვლივ საფლავის ქვები. მერე ეკლესია ვიღაცას დაუნგრევია და სახლი აუშენებია, სახლის მშენებლობისას იმ ეკლესიის ქვებიც იყო გამოყენებული. ახლა სახლს ვანგრევთ, ის ქვებიც ვიპოვეთ და ცალკე გადავალაგეთ. ღვთის შეწევნით, იმედია, ისევ აშენდება აქ წმიდა ეკატერინეს სახელობის ეკლესია და ამ ქვებსაც გამოიყენებენ. ახლა შედარებით უკეთ ვარ, ბოლო კვეთებულის ლოცვის შემდეგ ბრძოლები აღარ მქონია. ამ ყველაფრისგან გათავისუფლებაში მამაო მეხმარება. ვლოცულობ, ვეზიარები. ჩემი შვილიც ძალიან კარგადაა, თავის ფეხით დადის ტაძარში, აღსარებას ამბობს, ეზიარება, სტიქაროსანი გახდა. სახლის დანგრევა რომ დავიწყეთ, მერე გამომეცხადა ანგელოზი და გახარებული იყო, ჩემი სახელობის ტაძარი აღდგებაო. ჩემმა შვილმა საკუთარი ხელით დაიწყო სახლის დანგრევა.
– შვილი თუ გიყვებოდათ, რა ხმები ესმოდა და მასაც თუ ჰქონდა გამოცხადებები?
– მაშინ მარტო იმას ამბობდა, მეშინიაო. მაგრამ ახლა ამის შესახებ არ საუბრობს გვითხრა, მოყოლა არ შეიძლებაო.
– ამ სახლში თქვენამდეც ხდებოდა უცნაური მოვლენები?
– დიახ. ჩემი დედამთილი იხსენებს, რომ წლების წინ, როცა ეს სახლი შეუძენიათ, არაერთხელ უნახავს უცნაური სიზმარი – თითქოს, სახლის კედლების დანგრევასა და ზემოდან გუმბათის დადგმას აპირებდნენ. ეს ინტენსიურად მეორდებოდა, მაგრამ ახსნას ვერ ვუძებნიდი და სულ მიკვირდა, ჩემი შვილისთვის შეძენილი სახლი რატომ უნდა დამენგრია, მაშინ წარმოდგენაც არ გვქონდა, რომ ნატაძრალ ადგილზე ვცხოვრობდით და ვერც იმას წარმოვიდგენდით, რომ ჩვენივე სახლს, საკუთარი ხელით დავანგრევდითო. ჩვენს ნათესავ ბავშვსაც უნახავს სიზმარი, რომ ჩვენი სახლის ადგილას ეკლესია იყო. მე გამოცხადებაში მაჩვენეს ეკლესიის ქვები, რომელიც სახლზე იყო გამოყენებული და ნგრევა რომ დაიწყეს, ეს ქვები ზუსტად იმ ადგილას ამოვიდა, როგორც გამოცხადებაში მქონდა ნანახი. წმიდა ეკატერინეს გამოსახულებიანი ქვის გამოჩენას ველოდი, როცა სახლის დანგრევა დავიწყეთ, გამოჩნდა, მივედი და ჩემი ხელით ავიღე, მთელმა უბანმა ნახა ის ქვა. საძირკვლიდან ძალიან ბევრი ეკლესიის ქვა ამოვიღეთ.
– წლების წინ თქვენს ოჯახში ტრაგედიაც მომხდარა...
– წლების წინ, ჩემი ქმრის ძმისშვილი, 2 წლის გიორგი გაუჩინარებულა სახლიდან და ვერსად უპოვიათ. მეორე დღეს უნახავთ ბავშვის ცხედარი, დაახლოებით 3 კილომეტრის დაშორებით, წყალში ყოფილა პირქვე დამხობილი. დაზიანების არანაირი კვალი არ ეტყობოდა და ვერ აუხსნიათ, რა მოხდა. ისიც გაუგებარი იყო, ბავშვი როგორ მოხვდა იმ ადგილას, სადაც მანქანასაც კი უჭირს გადაადგილება და 2 წლის ბავშვი ამხელა მანძილზე როგორ ივლიდა. ახლა გავიგეთ, რომ ეშმაკისგან იყო მოკლული. პრობლემები იმ ოჯახშიც იყო, ვისგანაც სახლი შეუძენიათ. მათი ოჯახის ერთ-ერთ წევრსაც იგივე პრობლემები ჰქონდა, როგორიც ჩვენ. სახლი უკვე დავანგრიეთ და სულ მალე დავასრულებთ ამ ადგილის ნანგრევებისგან გათავისუფლებას.  
– ახლა სად უნდა იცხოვროთ?
– იმავე ეზოში გვქონდა კიდევ ერთი სახლი და საცხოვრებლად იქ გადავედით. როცა აქაურობა გაიწმინდება, ადგილს ოფიციალურად გადავცემთ ეკლესიას და ნასახლარ-ნაეკლესიარ ადგილზე წმიდა ეკატერინეს სახელობის ტაძრის მშენებლობაზე ზრუნვას დაიწყებენ. ამ საქმეში კი თავის წვლილის შეტანა ყველა იმ ადამიანს შეუძლია, ვისაც ეკლესიის მშენებლობაში დახმარების სურვილი გაუჩნდება.
P.S. სტატიაში გამოყენებულია იპნ-ის ფოტო.

скачать dle 11.3