კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 რატომ რცხვენია კარინა ყენიას ქუჩაში გამოსვლის და რისი შიშით არ შექმნა მან მეორედ ოჯახი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ შაგუს ფსიქოლოგის როლს გრიბოედოვის თეატრის მსახიობი კარინა ყენია ასრულებს. მისთვის ეს პირველი როლია, რომლითაც მაყურებლის დიდი სიყვარული მოიპოვა.
კარინა ყენია: თავიდან ვფიქრობდი, რომ ჩემი გმირი გიჟი იყო (იცინის). ახლა ვხვდები, რომ უწყინარი ქალია, რომელსაც ცუდი არავისთვის უნდა. ბოროტი არაა და სიკეთეს როგორც შეუძლია, ისე აკეთებს.
– მგონი შავლეგოს შეუყვარდა თავისი ფსიქოლოგიო, ვკითხულობდი მაყურებლის კომენტარებს.
– ადრე წერდნენ მსგავს რამეს, მაგრამ ახლა უკვე გამოჩნდა, რომ ასე არაა და მათ, უბრალოდ, ადამიანური ურთიერთობა აქვთ. შავლეგოს დედა ცივი ქალია, შვილის მიმართ სითბოსა და სიყვარულს არ ამჟღავნებს და მე მგონია, რომ შავლეგო ამ ფსიქოლოგში დედობრივ სიყვარულს ეძებს, იმას, რაც თავის დროზე დედამისისგან ვერ მიიღო. ის მისი თანამოაზრეა, ვისთანაც გულახდილად შეუძლია ყველაფერზე საუბარი და საკუთარი ტკივილის გაზიარება. თუ საჭირო იქნება, იტირებს კიდეც და იმდენად გაუშინაურდა, რომ მასთან ერთად იგინება. მეც, ისევე, როგორც ყველა ადამიანს, მეგობრების წრეში მომირგია ფსიქოლოგის როლი. ისე, რეალურ ცხოვრებაში თავმდაბალი ხულიგანი ვარ (იცინის).
– რაში გამოიხატება თქვენი ხულიგნობა?
– მაგალითად, მივდივარ ქუჩაში და ვხედავ, პატარა ბიჭი ველოსიპედით „კატაობს“. შემიძლია, მივიდე და ვუთხრა, მეც მაკატავე რა... ჯერ გაოცებულები მიყურებენ ხოლმე, მაგრამ კიდევ რომ ვუმეორებ, მაკატავე-მეთქი, მერე სერიოზული სახით მაძლევენ ველოსიპედს (იცინის).
– რა რეაქციები მოჰყვა მაყურებლისგან თქვენს ეკრანზე გამოჩენას?
– ახლაც, სახლიდან რომ გამოვდივარ, „ვაიმე, რა საყვარელი ხარ, ვაიმე, რა საყვარელი ხარ“ – სულ ეს მესმის და ყველას „სელფის“ გადაღების სურვილი აქვს (იცინის). სხვათა შორის, დავინტერესდი, ნეტავ, ცუდს არაფერს ამბობენ ჩემს პერსონაჟზე-მეთქი? ჩემი ბიჭი ეცნობა ხოლმე კომენტარებს და მეუბნება. ვკითხე: ამდენი კარგი კომენტარია და დავიჯერო, არავინ მაგინებს-მეთქი? შეიძლება, ეგრეცაა, ხომ არ შეიძლება, ყველა გაქებდესო. ცოტა მრცხვენია გარეთ გამოსვლა, ყველა ისეთ სიყვარულს და სითბოს გამოხატავს. ზოგჯერ მეტყვიან ხოლმე „ვაიმე, რა საყვარელი ხარ“ და მერე დააყოლებენ „ისე, ნევროზი მაქვს“ (იცინის).
– როგორ გახდით ფსიქოლოგი?
– ჩვენი თეატრის მსახიობი და ჩემი რძალი ნინა კალატოზიშვილი სერიალში ერთ-ერთ როლს თამაშობდა და მას უთხრეს, ფსიქოლოგი გვჭირდება და რუსულ თეატრში ხომ არ გყავთ მსახიობი, რუსულ-ქართულად რომ ლაპარაკობდესო და იმან ჩემი კანდიდატურა შესთავაზა. ქასთინგზე მივედი და მაშინვე გადაწყდა, რომ ამ როლზე მე ამიყვანდნენ.
– მსახიობი როგორ გახდით?
– ბავშვობიდან ან მსახიობობა მინდოდა ან მფრინაობა. დღემდე, როცა ცაში თვითმფრინავს ვხედავ, პირჯვარს ვაწერ და ღმერთს ვთხოვ, მშვიდობიანად დაეშვას. ეს იმის დამსახურებაცაა, რომ ჩემი შვილი შვიდი წლის განმავლობაში ჯერ ბორტგამყოლად, მერე სამსახურის უფროსად მუშაობდა – ჩემგან გადაედო თვითმფრინავის სიყვარული. სხვათა შორის, ჩემი ბიჭი, სერგო ყენიაც თამაშობს „ჩემი ცოლის დაქალებში“ – ბაქარის კონსულტანტებიდან ერთ-ერთია. მსახიობობას რაც შეეხება, სკოლა რომ დავამთავრე, ძალიან მინდოდა, თეატრალურში ჩაბარება, მაგრამ მაშინ რუსული ფაკულტუტი არ იყო. სამედიცინო ინსტიტუტის კვლევით ლაბორატორიაში დავიწყე მუშაობა. არ ვიცოდი, თურმე ძაღლებზე ატარებდნენ ცდებს და აი, მაშინ „დავბერდი“. თუმცა იქ ძალიან კარგი ხალხი მუშაობდა. ერთ უფროს ქალთან ვმეგობრობდი, იცოდა, რომ თეატრზე ვგიჟდებოდი. მისი ოჯახის მეგობარი იყო რეჟისორი, რომელიც ძალიან კარგად იცნობდა გიზო ჟორდანიას და სთხოვა, რომ ჩემთვის გრიბოედოვში სპექტაკლებზე დასწრების საშუალება მოეცა. მერე იქ მუშაობაც დავიწყე – დამლაგებლად ვიყავი გაფორმებული და გიზო ჟორდანიას მდივნად ვმუშაობდი. ის ჩემი თეატრალური მოძღვარი იყო. ორი წელი ვიმუშავე, მერე გაიხსნა თეატრალურში რუსული სექტორი და მაშინვე ჩავაბარე. საერთო ჯამში, 39 წელია გრიბოედოვის თეატრში ვარ.
– ეკრანზე ეს თქვენი პირველი როლია?
– კი. ვერ ვიტან ჩემს სახეს ეკრანზე (იცინის). რამდენად კარგადაც არ უნდა ვითამაშო, ბოლომდე კმაყოფილი არასდროს ვარ.
– თქვენი სიყვარულის ისტორია გავიხსენოთ...
– სტუდენტობისას შემიყვარდა, მეორე კურსზე ვსწავლობდი. წელიწად-ნახევარში დავქორწინდით. მესამე კურსზე უკვე სერგო გამიჩნდა. ძალიან მიყვარდა, ვგიჟდებოდი.
– წარსულში რატომ ლაპარაკობთ?
– იმიტომ, რომ გავშორდით. სერგო მაშინ ხუთი წლის იყო. ახლა სერგოს მამა სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობს. ის მშობლებთან ერთად წავიდა რუსეთში და სხვა ოჯახი შექმნა.
– თქვენ აღარავინ შეგყვარებიათ?
– არა. ძალიან მიყვარდა, ჩემი ერთადერთი სიყვარული იყო. დიდი ხანი არ მყავდა ნანახი. რამდენიმე თვის წინ იყო ჩამოსული შვილის დაბადების დღეზე და მაშინ შევხვდით. ჩვენმა შვილიშვილმა ასე ახლოს პირველად ნახა ბაბუა. ისე, ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, ვისაც დაქორწინება უნდადა, მაგრამ ვერავინ შევიყვარე. გარდა ამისა, როცა შვილი გყავს, სხვა რამეზე ვეღარ ფიქრობ – შემეშინდა, მამინაცვალი ცუდად არ მოქცეოდა.
– შვილის მარტო გაზრდა არ გაგიჭირდათ?
– რთული არა, ძალიან რთული იყო. თან შევარდნაძის წლებში. მაგრამ მე მყავდა არაჩვეულებრივი მშობლები და მყავს არაჩვეულებრივი და. მარტო მე ვმუშაობდი. მარტივი ნამდვილად არ იყო, მაგრამ უნდა დავიტრაბახო, რომ ყოველთვის მიმართლებდა მეგობრებში. იმ პერიოდში ბევრი მათგანი წავიდა საქართველოდან და როცა მძიმე მდგომარეობაში ვიყავი, ისინი მეხმარებოდნენ, ვისაც როგორ შეეძლო. სერგოს აღზრდაში უდიდესი წვლილი მამაჩემს მიუძღვის, ჩემი შვილი გიჟდება მასზე.
– მაშინ არ ჰქონდა მამასთან ურთიერთობა?
– არა. სერგო თერთმეტი წლის იყო, მამამისმა ერთი თვით რომ წაიყვანა პეტერბურგში. მაშინ ასე მარტივი არ იყო კომუნიკაცია, მაგრამ ურეკავდა და მის მდგომარეობას კითხულობდა ხოლმე. იქ რომ ჩავიდა, თვითონაც ძალიან გაუჭირდა. თავიდან არ ჰქონდა შესაძლებლობა შვილისთვის ყურადღება მიექცია, მერე ფეხზე რომ დადგა – კი ბატონო.
– როგორი შვილი გყავთ?
– ძალიან ნიჭიერი და კეთილია. ჩემგან განსხვავებით, ძალიან კარგად იცის ქართული, კინოს ახმოვანებს, მეუღლესთან ერთად საქორწინო სააგენტოს მართავს. თავის სტუდია აქვს, უკრავს, მუსიკას წერს, მღერის. Jesus Christ Superstar – ამ როკ-ოპერიდან – ყველა პარტია ზეპირად იცის. ერთხელ წარმოდგენაზე ყველა პარტია იმღერა. ნიკუშა გომელაური მეჯდა გვერდით, მიყურა, მიყურა, მერე ცრემლი მოიწმინდა და მითხრა: საქართველოში ახალი გენიოსი დაიბადაო. ლიტერატურულ ინსტიტუტში სწავლობდა, პროფესიით ფილოლოგია. თეატრალურშიც სწავლობდა, მუშაობდა ახალი ამბების წამყვანად. მოკლედ, ბევრი ოცნება აისრულა, მათ შორის ჩემიც.

скачать dle 11.3