კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 აბონენტების უსაფრთხოება და ეკოლოგიაზე ზრუნვა – „სოკარ ჯორჯია გაზის“ პრიორიტეტები

ნინო კანდელაკი მაკა ჯიქია

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ საქართველოს გაზის ბაზარზე 2007 წლიდან ეწევა გაზის მიწოდებისა და განაწილების საქმიანობას. 2007 წელს მას 70 000 აბონენტი ჰყავდა, განხორციელებული სამუშაოების შედეგად კი, ეს ციფრი საგრძნობლად გაიზარდა და დღეის მდგომარეობით,  მთელი საქართველოს მასშტაბით კომპანიას 640 ათასზე მეტი აქტიური აბონენტი ჰყავს. მომხმარებელს საქართველოს მასშტაბით ემსახურება  45 სერვისცენტრი და თანამედროვე სატელეფონო მომსახურების ცენტრი – 16 114. „სოკარ ჯორჯია გაზი“ საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია, მის ჯგუფში გაერთიანებულ კომპანიებში დაახლოებით 2 200 თანამშრომელი მუშაობს.
   კომპანიისთვის ძალიან  მნიშვნელოვანია ორი მიმართულება – აბონენტების უსაფრთხოება და ეკოლოგია.
– რა ღონისძიებებს ატარებთ აბონენტების უსაფრთხოებისთვის?
ანტონ სამსონიძე („სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორის პირველი მოადგილე):
აბონენტებისთვის, უსაფრთხოების წესების გაცნობის მიზნით, დავამზადეთ ვიდეორგოლები, სადაც ნათლად არის აღწერილი ის გარემოებები, თუ რა უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ გაზის დანადგარის მონტაჟისა და მოხმარების დროს. მოგეხსენებათ, რომ კომპანია არ არის პასუხისმგებელი აბონენტის საცხოვრებელ ფართში დამონტაჟებულ დანადგარებზე. მართალია, ჩვენი  წარმომადგენლები პერიოდულად ახდენენ გეგმიურ შემოწმებებს და ათვალიერებენ  აბონენტების საცხოვრებელ ფართში განთავსებულ გაზდანადგარებს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ადგენენ აქტს, აფრთხილებენ აბონენტს და საჭიროების შემთხვევაში, არასწორად დამონტაჟებულ დანადგარს გაზის სისტემიდან უთიშავენ. მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ჩვენი  თანამშრომლების მიერ ადგილის დატოვებისთანავე, აბონენტები უგულებელყოფენ გაფრთხილებას და პრობლემის აღმოუფხვრელად, თვითნებურად ახდენენ იმავე დანადგარის მონტაჟს. ვფიქრობთ, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ მომხმარებლებმა გაითვალისწინონ, გადაინაწილონ პასუხისმგებლობა და მონაწილეობა მიიღონ უსაფრთხოების ნორმების დაცვაში. მათ უნდა იცოდნენ, რომ კატეგორიულად იკრძალება არა მარტო წყალგამაცხელებლის, არამედ გაზზე მომუშავე ნებისმიერი ხელსაწყოს მონტაჟი სააბაზანო ოთახში. უსაფრთხოების წესების დაუცველობა, კერძოდ, ნამწვი აირის გამწოვი მილის მიერთება სავენტილაციო არხებში დიდ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ გაზის დანადგარების მომხმარებლების, არამედ მისი მეზობლების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. გაუმართავი გაზის ხელსაწყოებისა და არასტანდარტული საკვამლე თუ სავენტილაციო არხების მოხმარებისას, შესაძლებელია სათავსოში მომწამვლელი აირის – CO-ს გამოყოფა, რომელიც უფერო, უსუნო და ძლიერ მომწამვლელია. გარემოში CO-ს 0.5 პროცენტით დაგროვება 20-30 წუთში ახდენს ადამიანზე სასიკვდილო ზემოქმედებას, ხოლო 1%-ის შესუნთქვისას 1-2 წუთში იწვევს სიკვდილს. ჩვენს აბონენტებს მივმართავთ თხოვნით, გამოიჩინონ ყურადღება, თუ აქვთ ეჭვი, რომ ბინაში გაზის დანადგარები არასწორად არის დამონტაჟებული, დაუყოვნებლივ დარეკონ „სოკარ ჯორჯია გაზის“ ცხელ ხაზზე 16 114, რის შემდეგაც ჩვენი თანამშრომლები შეამოწმებენ აბონენტის გაზის დანადგარს; ხშირად გაანიავონ საცხოვრებელი ადგილი და არავითარ შემთხვევაში არ მიანდონ გაზის დანადგარების სამონტაჟო სამუშაოების ჩატარება პირს, რომელსაც შესაბამისი
კვალიფიკაცია არ გააჩნია.
* ეკოლოგია
  საქართველოში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა, გაჩეხილი და განადგურებული ტყის საფარი, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზისთვის“  ძალიან მტკივნეული თემაა. „სოკარ ჯორჯია გაზს“ ჩვენი ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი.
კვლევების თანახმად, ერთ  ოჯახს, ზამთრის სეზონის განმავლობაში, გასათბობად საშუალოდ 2-3 ზრდასრული ხე სჭირდება, რაც იმას ნიშნავს,  რომ „სოკარის“ მიერ ერთი აბონენტის გაზიფიცირებით კომპანია  წელიწადში 2-3 ხეს გადაარჩენს. ამაში მონაწილეობას, თავისდაუნებურად, აბონენტიც იღებს. თუ „სოკარის“ აბონენტების რაოდენობას ამ ციფრზე გავამრავლებთ, გამოვა, რომ წელიწადში საკმაოდ ბევრი ხე გადაურჩა განადგურებას. „სოკარ ჯორჯია გაზის“  მხრიდან მუდმივად მიმდინარე გაზიფიცირების პროცესი დროთა განმავლობაში ათასობით ხის გადარჩენასა და ჩვენი ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
„სოკარ ჯორჯია გაზი“ არა მარტო ტყის საფარის გადარჩენაზე, არამედ მის აღდგენაზეც ზრუნავს, ამიტომაც კომპანია ხშირად მონაწილეობს გამწვანების სხვადასხვა პროექტებში, რაც სკვერების მშენებლობასა და სხვა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან აქტივობებს გულისხმობს. მაგალითად, „სოკარმა“ მიიღო მონაწილეობა პროექტში, რომელიც ბორჯომის განადგურებული ტყის აღდგენას უწყობს ხელს.
* გაზიფიცირების პროცესი
  2017 წელს „სოკარ ჯორჯია გაზმა“ დაასრულა საინვესტიციო ვალდებულება, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელების მშენებლობა-რეაბილიტაცია დაასრულა. რის შედეგადაც მაღალმთიან რაიონებში განვითარდა კომერციული საქმიანობა. გაზიფიკაციის პროექტის შედეგად აშენდა 9 600 კილომეტრზე მეტი გაზსადენი და გაზიფიცირდა 900-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, რაც საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 78 პროცენტს ბუნებრივი გაზით სარგებლობის საშუალებას აძლევს.


скачать dle 11.3