კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 ბრძნული აზრები

მორავია: ბევრი თანაგრძნობას ტკივილის შესამსუბუქებლად კი არა, იმისთვის ეძებს, რომ გაანებივრონ, ყურადღება მიაქციონ. აქედან გამომდინარე, ისინი სევდას ცხოვრებისეულ სათნოებად თვლიან.
მონტენი: სიმართლის მთქმელი ხშირად მარტო რჩება, მაგრამ ეს მარტოობა ბევრად სჯობს ფარისევლურ გარემოს.
ვოვენარგი: რაც უფრო მეტად ეცდები იმ ადამიანთან მისვლას, ვინც ვერ გაფასებს, მით უფრო მტკივნეული იქნება მისგან უყურადღებობით მოყენებული დარტყმა.
დიტრიხი: ჭორებს არავინ გაავრცელებდა, უამრავ ადამიანს რომ არ სწყუროდეს მათი მოსმენა.
ხარანაული: ბრძენი არასოდეს დაიცავს თავის სიმართლეს, ბრძენი ელოდება შემთხვევას, როდესაც მას დაუჯერებენ.
შექსპირი: უფრო ღირსეული იქნები, ვიდრე ხარ, შენს ღირსებას რომ არ ახსენებდე.
გოეთე: ადამიანები ვერასოდეს მიხვდებიან, თუ რა დიდი სერიოზულობაა საჭირო იმისთვის, რომ იყო მხიარული.
ეპიკურე: იმდენად მეგობრები არ გვიშველიან, რამდენადაც იმის რწმენა, რომ ისინი გვიშველიან.
ვოლტერი: ვინც წესად მიიჩნევს, აკეთოს ის, რაც მას სურს, დიდხანს არ გაჰყვება სურვილი, აკეთოს ის, რასაც აკეთებს.
ვილჩეკი: თუ თქვენ შეცდომებს არ უშვებთ, ესე იგი, ძალიან უმნიშვნელო საქმეებს აკეთებთ და ეს უკვე  შეცდომაა.
არისტოტელე: იმისთვის კი არ ვიმსჯელოთ, რომ ვიცოდეთ, რა არის სათნოება, არამედ იმისთვის, რომ კარგი ადამიანები გავხდეთ.
სოკრატე: იოლად ნურავის დაუმეგობრდები, მაგრამ თუ დაუმეგობრდი, ეცადე, შეინარჩუნო, რადგან ერთნაირად სირცხვილია უმეგობრობა და ბევრი მეგობრის ყოლა.
პასკალი: თუ ფაქტები არ ემთხვევა თეორიას, მაშინ შეცვალე ფაქტები.
ტოლსტოი: მამაცობაზე უფრო ხშირად ლაჩრები ლაპარაკობენ, ხოლო კეთილშობილებაზე – გაიძვერები.
თალესი: ისტორია რომანია, რომელსაც უჯერებენ ხოლმე, რომანი კი ისტორიაა, რომელსაც არ უჯერებენ.
ორლინგტონი: თუ ქალი უსიყვარულოდ ცოლად გამოგყვება, ამისთვის ბევრს გადაგახდევინებს, მაგრამ თუ უყვარხარ, უფრო მეტს.
შანელი: სილამაზე გვჭირდება იმისთვის, რომ ვუყვარდეთ მამაკაცებს, ხოლო სისულელე იმისთვის, რომ ჩვენ გვიყვარდეს ისინი.
скачать dle 11.3