№16 მიირთვით 1 ცალი კივი უზმოზე და დაიკელით მარტივად
ნინო კანდელაკი ანი რევია
კივის მომჟავო ნაყოფი, თუ მას ყოველ დილით, უზმოზე მიიღებთ, შესანიშნავია წონის კლებისთვის. კივი შეიცავს კარნიტინს, რომელიც ცხიმის დამწველი შესანიშნავი საშუალებაა. მდიდარია უჯრედისით და ვიტამინი C-თი, ასევე, ფლავონოიდებით და ანტიოქსიდანტებით. ამასთან, კივი დაბალკალორიულია და საშუალებას გვაძლევს, ვაკონტოლოთ მადა.
მიირთვით 1 კივი უზმოზე, თუ არ გაწუხებთ კუჭის წყლული ან გასტრიტი და დააკვირიდთ, როგორ მოქმედებს ის თქვენს წონაზე. ეს ხილი ასუფთავებს ნაწლავებს, ხოლო მასში შემავალი ვიტამინების საბადო საშუალებას გვაძლევს, სწრაფად დავნაყრდეთ.
კვირაში ერთხელ, მოიწყვეთ განტვირთვის დღე კივით. ამ დროს რეკომენდებულია, მთელი დღის განმავლობაში მიირთვათ 6 ცალი კივი და დალიოთ 1,5 ლიტრი უცხიმო კეფირი ან იოგურტი. განტვირთვის დღეს შეგიძლიათ, მიირთვათ კოქტეილი: დააბლენდერეთ 2 ცალი კივი, 1 ცალი ფორთოხალი და 1 ჭიქა კეფირი. დალიეთ, გაიწმინდეთ ორგანიზმი და თან წონაშიც დაიკელით.
შეგიძლიათ, დაიცვათ ერთკვირიანი კივის დიეტაც:
საუზმე – 1 შეკვრა სალათის ფურცლების, 1 ბულგარულის, 1 კივის, 2 ღერი მწვანე ხახვის სალათა, 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენით.
სადილი – დაასხით 3 სუფრის კოვზ შვრიის ფანტელს ერთი ჭიქა ნატურალური იოგურტი, დაუმატეთ ერთი მუჭა ქიშმიში და დაჭრილი 2 ცალი კივი.
სამხარი – 1 მწვანე ვაშლი, 1 კივი და 1 ბანანი დააბლენდერეთ და დალიეთ.
ვახშამი – მოხარშეთ 50 გრამი ყავისფერი ბრინჯი, დაუმატეთ დაჭრილი 1 კივი, 1 ვაშლი, სალათის ფოთლები და 1 ჭიქა კეფირი.
დაწოლამდე 1 საათით ადრე დალიეთ 1 ჭიქა უცხიმო კეფირი.