№16 უფსკრულის პირას
ჯილ ბრიურერი
ქალი საკმაოდ სექსუალური იყო – გემრიელ ლუკმას რომ ეძახიან. სასარგებლო კავშირებიც ჰქონდა. ამიტომაც გაუკვირდა ელ უოლტერსს, ეს ქალი მისით რომ დაინტერესდა. ლილი მიჩვეული იყო, საქმე მნიშვნელოვან ტიპებთან დაეჭირა. მართალია, მისი მუდმივი „დამფინანსებელი“ ახლა ძარცვის, მკვლელობისა და სხვა ცოდვების გამო ციხეში იჯდა, მაგრამ ელის მცირე შემოსავალი მაინც არ ადარდებდა. ის სიყვარულს არ მალავდა. მორგანი დიდი ხნით ჩასვეს და შეეძლო, ამ მხრივაც, მშვიდად ყოფილიყო. ყოფილ საყვარელთან ციხეში სიარულიც შეწყვიტა.
– მე მომწონს, რასაც აკეთებ, – თქვა ლილიმ, – საკმარისია, წარმოვიდგინო, როგორ ადიხარ თოკზე და გუმბათის ქვეშ მიფრინავ, ეგრევე მინდები.
ისინი ქალის სახლში ვისკის წრუპავდნენ და ჩახუტებულები დივანზე კოტრიალობდნენ.
– შეძლებდი იმ ყველაფრის გამეორებას, რასაც ცირკში მუშაობის დროს აკეთებდი. შეგიძლია, კიდევ გააკეთო ტრიუკები?
– იმისთვის, რომ ისევ ფორმაში შეხვიდე, ბევრი დრო არ არის საჭირო. მაგრამ იმედი მაქვს, ამით აღარ დავკავდები. ერთხელ უკვე ჩამოვვარდი. ამიტომაც წამოვედი ცირკიდან.
– ამ საქმით თავის რჩენა აღარ მოგიწევს, – უპასუხა ქალმა, – უბრალოდ, საკმარისია, გავიფიქრო, რომ ფრენა და თოკებზე ძრომა შეგიძლია, სუნთქვა მეკვრება.
ლილიმ ვისკი მოსვა და თავისი დიდი თაფლისფერი თვალებით ბოკალის ზემოდან გახედა. მას მოსწონდა, როდესაც ლილი ასე უყურებდა, თან, ეშინოდა, რომ თუ ქალი მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ სიმართლეს გაიგებდა, მიატოვებდა.
– მორგანი ყოველმხრივ კარგი იყო, – მაგრამ ასე ფრენასა და თოკზე ძვრომას ვერასოდეს შეძლებდა.
– მორგანი მსხვილი საქმოსანი იყო, – თქვა ელმა, – ციხეშიც კი ფიგურაა.
– მისი საქმე წასულია, – თქვა ქალმა, – სიცოცხლის ბოლომდე ვეღარ გამოვა. რაღაც უნდა გითხრა. თავიდანვე ვერ გეტყოდი. ელ, ძვირფასო, – განაგრძო მან, – ვიცი, რომ ფული არ გაქვს. ჩვენ კი ფული გვჭირდება, წარმოდგენა არ მაქვს როგორ იშოვი და მოვიფიქრე, ამ მდგომარეობიდან როგორ გამოვიდეთ. შენი დახმარება დამჭირდება.
ელი დაიძაბა.
– ცოტა კიდევ დაისხი, – ღიმილით წარმოთქვა ქალმა და კაცს კიდევ უფრო მიეკრო. ერთი ხელით მისი მკვრივი კუნთები მოსინჯა. კაცი ვისკის წრუპავდა და გაგრძელებას ელოდა.
– ძარცვა მოხდა, რომელის შესახებაც ჯერ არ იციან, – დიდი ფული წაიღეს და ყველამ თავისი წილი მიიღო. კიდევ ბევრი დარჩა. ძარცვა ზუსტად მორგანის დაჭერის წინ მოხდა და ადგილზე სამასი ათასი დოლარი დარჩა.
ელმა დაუსტვინა. ასეთ თანხაზე ვერც იოცნებებდა.
– ეს ოპერაცია მორგანმა დაგეგმა და განახორციელა, – განმარტა ლილიმ.
– სასამრთლოზე ეს არ ამოტივტივდა?
– არა, არა. ვერც ამოტივტივდებოდა, რადგან ამ საქმეში მისი მონაწილეობა ეჭვადაც არავის ჰქონია. ბანკი გაძარცვეს. თავისი წილი ყველამ მიიღო მის გარდა. მან ფული დამალა. მე ვიცი, სადაც არის დამალული.
– თუ იცი ფული სად არის, რატომ არ აიღებ? იგი ხელს ვერ შეგიშლის.
– სწორედ ამისთვის მჭირდები, ელ! მზად ხარ დამეხმარო? ბევრი ფული გვექნება. თუმცა, სამწუხაროდ, ეს საიდუმლო კიდევ ერთმა ადამიანმა იცის.
– ვინ არის?
– ის გაქრა, – ქალმა ბოკალიდან ერთი ყლუპი მოსვა, – მასზე ფიქრიც კი არ ღირს.
– ფული სად არის?
– გაჩვენებ, მაგრამ ჯერ იქამდე უნდა მივაღწიოთ.
– არ მასულელებ, პატარავ?
– არა. მე შენს სიყვარულში უნდა დავრწმუნებულიყავი.
– სად უნდა გავემგზავროთ? – მოუთმენლად იკითხა ელმა.
– აქედან საკმაოდ შორს, – უპასუხა ქალმა, – რაც მალე, მით უკეთესი.
...გადაჭრილი თოფი და პატრონები იყიდეს. ქალმა განუმარტა, როგორც კი დასავლეთ ვირჯინიის მთებში შევალთ, გარეულ ცხოველებთან შეხვედრა გამორიცხული არ არისო. იარაღით ხელში ელიც თავს უფრო მხნედ გრძნობდა.
– ფული გამოქვაბულშია დამალული, – უთხრა ქალმა, – მარტო ვერაფრით ავიღებდი. მივალთ ადგილზე და თავად დარწმუნდები.
კაცმა ლილის მზერა შეავლო. ქალი ბოლომდე ენდობოდა. და მაინც, სიფრთხილე არ აწყენდა.
როდესაც ბენზინგასამართ სადგურთან გაჩერდნენ, ლილი ტუალეტში გავიდა. ვიდრე ელოდა, კაცმა ყველაფერი კიდევ ერთხელ მოიფიქრა.
გზა ხრამის ნაპირზე მიიკლაკნებოდა, შემდეგ ზევით წავიდა და მოულოდნელად გაწყდა.
– მანქანიდან გადავიდეთ, – თქვა ლილიმ, – აქედან გამოქვაბულამდე შორს აღარაა.
გამოქვაბულის შესასვლელს გამთენისას მაიღწიეს. ელი ხედავდა, ქალი ქვებს იქით თოფის კონდახით რაღაცას როგორ ეძებდა. შემდეგ დაგორგლილი თოკით გამოჩნდა.
– ძვირფასო, ამის ატანა მოგიწევს, – ქალი მობრუნდა და ხელით ზევით ანიშნა, – იმ შვერილს ხედავ? აი, იქ არის ფულით სავსე ჩემოდანი. იქ ორი შვერილია, ხედავ იმას, რომელიც მარჯვნივაა? თოკი სწორედ მას უნდა გამოსდო და პირველ შვერილზე ახვიდე. შემდეგ თოკს აიღებ და მარცხენა შვერილზე გადასვლას შეძლებ, რათა ჩემოდნამდე მიაღწიო. შენ ამის გაკეთება არ გაგიჭირდება.
ელის სუნთქვა გაუხშირდა.
– ასეთი ილეთი მორგანმა განახორციელა? ფული იქ მან დამალა?
– ვიღაც ბიჭი იყო, მორგანს ასეთი რაღაცები არ შეუძლია, მაგრამ ფულისთვის უსაფრთხო ადგილი იპოვა.
კაცმა თოკი გახსნა, ერთ მხარეს მარყუჟი გაუკეთა და შეეცადა ის მარჯვენა შვერილზე წაწვეტებული ქვისთვის ჩამოეცვა.
– აბა, წავედი, – თქვა მან.
საჭირო სიმაღლეზე პრობლემის გარეშე ავიდა და შვერილზე დადგა. მერე უკან დაიხია, გადახტა და თოკის დახმარებით მეორე მხარეს გადაძვრა.
ამომავალი მზის შუქმა მტვრით დაფარული დიდი ჩემოდანი გაანათა.
– ჩემოდანი აქაა! – იყვირა მან.
– ელ, თოკი ქვას მოხსენი, ჩემოდანს ჩააბი და ჩემკენ ჩამოუშვი.
კაცი მუხლებზე დადგა, ჩემოდნის საკეტები გახსნა და თავი გადახადა. ჩემოდანი ფულით იყო გატენილი.
ქალმა ჩემოდანი დაიჭირა და გამოქვაბულის იატაკზე დაუშვა. კაცი ისევ შვერილზე იდგა.
– აი, ჩემოდანი უკვე ჩვენ გვაქვს, – იყვირა მან.
ქალმა ახედა, მოულოდნელად თოკს ეცა და მკვეთრად დაქაჩა. თოკი კაცს ხელიდან გაუვარდა. ელამდე ლილის კმაყოფილმა სიცილმა მიაღწია და გაიგონა, როგორ აიღო მან გადაჭრილი თოფი.
– მე მივდივარ, – თქვა ქალმა, – მორგანი ციხიდან გაიქცევა და ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით. აკრობატის მოძებნა მან მირჩია. ჩვენ იმ ბიჭის მოკვლა მოგვიხდა, რადგან იცოდა, ფული სადაც იყო. მე მიყვარს მორგანი. შენ მის ფრჩხილადაც არ ღირხარ, მიუხედავად იმისა, რომ თოკზე მარდად დაძვრები. მშვიდობით!
ლილიმ სასხლეტს გამოკრა. ხმამაღალი ჩხაკუნი გაისმა.
– არაფერი გამოგივა, – დაუყვირა კაცმა, – ბენზინგასამრთ სადგურთან ტყვიები ამოვიღე. გადავწყვიტე, რომ გარისკვა არ ღირდა.
– წყეულიმც იყავ! – ისტერიკულად იყვირა ქალმა. იარაღი უფსკრულში გადააგდო და ჩემოდანი აიღო, – შენ მანდ მაინც ჩაძაღლდები. სხვათა შორის, მარტო არ ხარ. კუთხეში ნახე.
ელმა გაიხედა და ადამიანის ჩონჩხი დაინახა. იგი მაშინვე მოკლეს, რაც აქ ფული დამალა.
უცებ ჩონჩხის ქვეშ თოკი დაინახა. ხელი სტაცა, მარყუჟი გააკეთა და წამში შვერილის ნაპირთან გაჩნდა, ელმა ჩემოდანმომარჯვებულ ქალს თოკი ესროლა. მარყუჟმა მიზანს მიაღწია. ელმა თოკი დაქაჩა. ქალმა ჩემოდანი დააგდო და მარყუჟს ეცა. იმ იმედით, რომ თავს გაითავისუფლებდა.
კაცმა ის ნელა მიათრია უფსკრულის პირას. ქალი ყვიროდა. როდესაც ზემოთ აიყვანა, ელმა ქალს თოკი მოხსნა და ჩონჩხზე მიაგდო. ქალი კიდევ უფრო ხმამაღლა აყვირდა.
ელს დრო არ დაუკარგავს. მარყუჟი მოპირდაპირე მხარეს შვერილზე დაამაგრა, თოკის დახმარებით მეორე მხარეს გადავიდა და ქვევით ჩავიდა.
– ელ, – შეევედრა ქალი, – არ დამტოვო! თორემ მოვკვდები.
ელმა ჩემოდანი აიღო და დაუყვირა:
– მოკვდი, აღარ მჭირდები.
ლილი შვერილზე იდგა და განწირული ყვიროდა. თუმცა, როდესაც კაცი მღვიმედან გავიდა, ქალის ხმა უკვე აღარ ისმოდა.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ