კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 შეკითხვა ასტროლოგს

  კითხვა: დავიბადე 1999 წლის 14 ოქტომბერს, დღის 3 საათზე. რას მივაქციო ყურადღება, რომ ვიყო იღბლიანი და წარმატებული?
პასუხი: რაც მეტად იქნებით ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, ნებისყოფიანი და პრაქტიკული, ასევე, ფულის ყაირათიანი მხარჯველი და მარტოხელა მებრძოლი, საქმეში უღალატო, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით გამსჭვალული, მით მეტად გააძლიერებთ თქვენს იღბალს და გაზრდით ცხოვრებაში წარმატების მიღწევის შანსს.
  კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1993 წლის 25 ნოემბერს, დილის 6 საათზე. უნდა უცხოეთში წასვლა, იქ სწავლა და მუშაობა. ასტროლოგიურად თუ არის ეს მისთვის წარმატების მომტანი? ასევე, მაინტერესებს, რომელ სფეროში მიაღწევს წარმატებას?
პასუხი: მისთვის კარგია უცხოეთთან კონტაქტი, ამიტომ დროებით იქ ცხოვრება, სწავლა და მუშაობა ძალიან კარგია. პროფესიებიდან მისაღებია: ჟურნალისტიკა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, პოეზია, ლიტერატურა, მთარგმნელობითი საქმე, ფილოლოგია, იურისპრუდენცია, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, პროფესიონალური დიპლომატია, სპორტი, პოლიტიკის ფართო სპექტრი. მას ამ სფეროებში წარმატების მიღწევის დიდი შანსი აქვს.
 კითხვა: დავიბადე 1995 წლის 22 აგვისტოს, საღამოს. სურვილი მაქვს, სწავლა განვაგრძო მაგისტრატურაში, უცხოეთში. რომელი ქვეყანაა ჩემთვის ყველაზე კარგი მიზნის განსახორციელებლად?
პასუხი: თქვენი კარმული მისია უცხოეთი არ არის, მაგრამ ის არც ცუდია, საშუალოა. ქვეყნებიდან თქვენთვის მისაღებია: ჩეხეთი, საფრანგეთი, შვეიცარიის დასავლეთი მხარე, იტალიის ჩრდილო ნაწილი, კალიფორნიის შტატი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრია, თურქეთის დასავლეთი მხარე, პოლონეთი, შვედეთი, სლოვაკეთი, კანადა, ახალი ზელანდია, ფინეთი. ამ ქვეყნებს მიანიჭეთ უპირატესობა, რადგან წარმატებების შანსი თქვენთვის ამ ქვეყნებში გაცილებით დიდია.

скачать dle 11.3