კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 კოჟრების მკურნალობა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

დაძინებამდე ფეხი თბილ წყალში გააჩერეთ ხუთი-შვიდი წუთის განმავლობაში. შემდეგ საგულდაგულოდ გაიმშრალეთ ქუსლები, თითებშუა ადგილები. კოჟრებზე დაიდეთ ზომაზე გამოჭრილი, ცოტა რბილობიანი ლიმონის ქერქი ან საშუალო სისქის, კურკაგამოცლილი ლიმონის ნაჭერი. შეიხვიეთ დოლბანდით ან რბილი, სუფთა ქსოვილით და დაწექით. დილით მოიხსენით. ასე გაიმეორეთ ხუთი დღის განმავლობაში. კოჟრები აუცილებლად მოგძვრებათ.
  მკურნალობა ნივრითა და ძმრის ესენციით – ერთი კბილი ნიორი დანაყეთ ან წვრილად გახეხეთ. დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი ძმრის ესენცია და ცოტა პურის ფქვილი. მოზილეთ თხელი მასა. შემდეგ დაბანილ და გამშრალებულ ფეხზე, კოჟრების ადგილზე დაიდეთ ლეიკოპლასტირი, რომელიც ამოჭრილი იქნება იმ ადგილზე, სადაც კოჟრია. დავადოთ კოჟრს მომზადებული მასა თხლად და ზემოდან ისევ ლეიკოპლასტირი გადავაკრათ. შევიხვიოთ მსუბუქად და მეორე დილით მოვიხსნათ. ეს პროცედურა გავიმეოროთ ხუთი დღის განმავლობაში. შედეგს აუცილებლად მიიღებთ.
  ნივრის საფენი – გახეხეთ ნიორი. დაირბილეთ კოჟრი სოდიან წყალში და დაიფინეთ გახეხილი ნივრის წვენში დასველებული მარლა. პროცედურა ღამით, ძილის წინ უნდა გაიკეთოთ. გაიმეორეთ კოჟრის მოცილებამდე.
  პროპოლისის სიკეთე – კოჟრის მოსაშორებელ საუკეთესო საშუალებად პროპოლისი მიიჩნევა. დაიდეთ პროპოლისის ნაჭერი კოჟრზე და დაიკარით პლასტირი. რამდენიმე დღეში კოჟრი უნდა გაგიქრეთ.
  კოჟრის მოცილება მარილის ცივ აბაზანებსაც შეუძლია. ამისათვის 1 სადილის კოვზ მარილს დაასხით 1 ლიტრი ცივი წყალი. ჩააწყვეთ მასში ფეხები და 20-25 წუთი დაელოდეთ. მსუბუქი წვა უნდა იგრძნოთ. პროცედურის შემდეგ გაიარეთ მიწაზე ან ცხელ ქვიშაზე. ასეთი აბაზანები დაღლილობასაც მოგიხსნით და ბრონქებისა და გულისთვისაც სასარგებლოა.
ფეხის ტერფებზე ნახეთქების მოსარჩენად
  კოჟრებზე გაცილებით მტკივნეულია ქუსლებზე ნახეთქების არსებობა, სიწითლე და ბებერები. ხალხურ მედიცინაში მის საწინააღმდეგოდ გამოიყენება ჭინჭარი, რომელიც ჩვენს ეზოებსა თუ ტყის განაპირა ადგილებში უხვადაა და მისი დაკრეფა შესანახად შემოდგომის მიწურულსაც შეიძლება. გამოიყენება როგორც ნედლი, ისე ხმელი სახით. გავითვალისწინოთ, რომ ფოთლებს თესლი არ შეჰყვეს.
ავიღოთ ორი სუფრის კოვზი, დაჭრილი და დაქუცმაცებული ჭინჭრის ფოთლები. დავასხათ ერთი ლიტრი ადუღებული წყალი. ცოტა ხანს გავაჩეროთ და შემდეგ, როცა ოდნავ გაგრილდება, ჩავაწყოთ ფეხები და 20 წუთის განმავლობაში გავაჩეროთ. შემდეგ გავიმშრალოთ. მეორე დღეს კი ტერფებზე ჭინჭრის ლოსიონი შევიზილოთ, რომელიც ასე მზადდება: ორი სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ და დაფქულ ჭინჭრის ფოთოლს წამოვადუღებთ ერთ ჩაის ჭიქა ზეითუნის ზეთთან. გავაცივებთ და შევიზელთ მტკივან და გაუხეშებულ ადგილებში. ასე გავიმეოროთ მონაცვლეობით ხუთი დღის განმავლობაში. აუცილებლად მოგირჩებათ. რაც შეეხება დოზას, თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. შეგიძლიათ, გაზარდოთ.
ფეხზე მყესის დაჭიმვის საწინააღმდეგო მკურნალობა
  ფეხებზე შრომის დროს, ხანაც უნებლიეთ ხშირია მყესის დაჭიმვის შემთხვევა. ამ დროს პირველი ქმედითი ხალხური საშუალებაა წვრილად დაჭრილ ხახვში არეული შაქრის ფხვნილი. ეს ნარევი სქელ ფენად მოათავსეთ ქსოვილზე, დაიდეთ მტკივან ადგილზე და დოლბანდით კარგად შეიხვიეთ. ასე გაიმეორეთ სამ-ოთხი დღის განმავლობაში. თუ გაცილებით მძიმე ფორმაა, ექიმს უნდა მიმართოთ.
скачать dle 11.3