კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 რწმენა ყველაზე სასარგებლო წამალია

თანასწორობა
ღმერთი არის სიყვარული, მაგრამ ღმერთი არ არის თანასწორობა. თანასწორობა განდევნიდა სამართლიანობასაც, სიყვარულსაც და ზნეობასაც.
 განა თანასწორობისთვის უყვარს ქმარს ცოლი? ან – დედას თავისი შვილი? ან – მეგობრებს ერთმანეთი?
უთანასოწრობა – სამართლიანობის საფუძველი და სიყვარულის აღმძვრელია.
  სანამ სიყვარული ცოცხლობს, არავის ახსოვს თანასწორობა.
სანამ მეფობს სამართლიანობა, არავინ ფიქრობს თანასწორობაზე. როდესაც სიყვარული მიდის, ადამიანები იწყებენ ლაპარაკს სამართლიანობაზე და გულისხმობენ თანასწორობას.
  როდესაც სიყვარულს სამართლიანობაც უკან მიჰყვება, მაშინ იწყებენ ლაპარაკს თანასწორობაზე და გულისხმობენ უზნეობას, ანუ გაძევებულ ზნეობას ბიწიერებით ცვლიან.
სიყვარულის საფლავზე სამართლიანობა იზრდება, სამართლიანობის საფლავზე – თანასწორობა.
მეტი რწმენა
  ზოგიერთ ავადმყოფს ექიმი დიდი დოზით წამალს უნიშნავს, მაგალითად: დალიეთ, რაც შეიძლება მეტი წყალი!
  რწმენა – ყველაზე სასარგებლო წამალია ჩვენი სულებისთვის, თუ მას მივიღებთ, რაც შეიძლება, დიდი დოზით. მეტად ირწმუნე!
ანალიზი
  ანალიზი სიყვარულს კლავს. ამიტომაც აცივებს მეცნიერება; ამიტომაც ლაპარაკობენ ცოდნის არა სილამაზეზე, არამედ მის სარგებლობაზე.
მოსიყვარულე არასდროს ეკითხება თავის საყვარელს ასაკს, წარმოშობას და სიმდიდრეს. გასულიერებული ადამიანიც, ანუ ღვთისადმი სიყვარულით ანთებული, არაფრით თანხმდება ღმერთის „ანალიზზე“.
სიყვარული განაძევებს განსჯადობას, როგორც უსარგებლო მეთვალყურეს. მაგრამ სამაგიეროდ, აერთიანებს სამ სხივს – გონებას, გულს და სულს – და მათ ერთ სანთლად ანთებს.
სიყვარულის სიტყვა
  ღმერთმა ადამიანებს მისცა სიტყვა „სიყვარული“, რათა მათ ამ სიტყვით გამოეხატათ ღმერთთან ურთიერთდამოკიდებულება.
როდესაც ადამიანები იწყებენ ამ სიტყვის ბოროტად გამოყენებას და ამ სახელით მიწიერისადმი საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავენ, მაშინ სიტყვა „სიყვარულს“ თავისი ძირეული აზრი ეკარგება.
  სიტყვა კარგავს თავის წმიდა და ღვთაებრივ ძალას და, თითქოსდა, ერთგვარად, კვდება, – მსგავსად სამხრეთში გადარგული ჩრდილოეთის ხისა, რომელიც ნიადაგს ვერ ეგუება, ხმება და იღუპება...
სიბრძნე
  როდესაც ადამიანები ხარბად ართმევენ ბუნებას ოქროს, ის მათ ოქროს ნაცვლად შხამს აძლევს.
როდესაც ადამიანები ხარბად ართმევენ ბუნებას ცოდნას, ის მათ ფერად საჩხრიალოებს აძლევს ჭეშმარიტი ცოდნის ნაცვლად.
როდესაც ადამიანები მშვიდად, ღმერთის სახელით, ბუნების შემოქმედის სახელით ითხოვენ თავისთვის აუცილებელს, ბუნება მათ ყველაფერს აძლევს, რაც სჭირდებათ.
  ჭკვიანი დედა ყველაფერ სასარგებლოს აძლევს შვილს, რასაც ის ითხოვს. ხოლო თუ რამეს ჟინის მოსაკლავად მოითხოვს, ცარიელი ცნობისმოყვარეობის მიზეზით, მაშინ დედა მას იმის ნაცვლად, რასაც ის ითხოვს, მატყუარა სათამაშოს აძლევს.
ასე მოქმედებს ადამიანებთან მიმართებითაც საღვთო სიბრძნე.
скачать dle 11.3