№16 რატომ ასწავლიან სასულიერო პირები ქრისტიანებს თავისი შექმნილი რელიგიითა და სახარებით
ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი
„დღეს ჩვენი ქვეყანა რომ ასეთ მდგომარეობაშია, ეს ჩვენი ბრალია: მათი, ვისაც მოგვეცა ცოდვების არმიტევებისა და მიტევების უფლება და მათი, ვისაც ზიარების უფლება მიეცა, რადგან, არ ვიქცევით კარგად. ამიტომ, როდესაც ღმერთი მოვა, ის ჩვენ მოგვკითხავს პასუხს”. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– მიუხედავად იმისა, რომ დღეს, როცა ასე ლანძღავენ ეკლესიას, ამდენი უღირსი სასულიერო პირია, ჩემი თამადობით, არ ვართ მოწოდების სიმაღლეზე, ადამიანები მაინც მოდიან ეკლესიაში, მარხულობენ, აღსარებას ამბობენ და ეზიარებიან. ეს ჩვენთვის დიდი ბედნიერებაა. თუმცა ვიზეიმეთ ხარების დღესასწაული, ვიზეიმებთ კიდევ სხვა დღესასწაულებს, მაგრამ მაინც არ გაგვაჩნია ისეთი სიხარული, როგორიც უნდა გვქონდეს. ვიღიმით, ვამბობთ: გილოცავთ, მრავალს დაესწარით და ეს სიხარული, რომ მცირეა და არა გულწრფელი, ამას აღდგომის შემდეგ მივხვდებით, როცა მარხვა დასრულდება და არავინ მოვა ეკლესიაში. სიხარული ნებისმიერ კვირას უნდა განვიცადოთ, რადგან ყველა კვირა აღდგომის ტოლფასი დღესასწაულია. მხოლოდ ღმერთია ერთი და დანარჩენი ყველაფერი ორ კატეგორიად წარმოდგება ხოლმე. ანგელოზები არიან კარგები და ცუდები – დაცემულები. ადამიანებიც არიან კარგები და ცუდები. სამყაროც არის ხილული და უხილავი. არსებობს ბოროტება და სიკეთე, ნათელი და ბნელი. ჩვენი ცხოვრებაც უნდა შევაფასოთ: სიხარულია და მწუხარება.
– მიუხედავად იმისა, რომ დღეს, როცა ასე ლანძღავენ ეკლესიას, ამდენი უღირსი სასულიერო პირია, ჩემი თამადობით, არ ვართ მოწოდების სიმაღლეზე, ადამიანები მაინც მოდიან ეკლესიაში, მარხულობენ, აღსარებას ამბობენ და ეზიარებიან. ეს ჩვენთვის დიდი ბედნიერებაა. თუმცა ვიზეიმეთ ხარების დღესასწაული, ვიზეიმებთ კიდევ სხვა დღესასწაულებს, მაგრამ მაინც არ გაგვაჩნია ისეთი სიხარული, როგორიც უნდა გვქონდეს. ვიღიმით, ვამბობთ: გილოცავთ, მრავალს დაესწარით და ეს სიხარული, რომ მცირეა და არა გულწრფელი, ამას აღდგომის შემდეგ მივხვდებით, როცა მარხვა დასრულდება და არავინ მოვა ეკლესიაში. სიხარული ნებისმიერ კვირას უნდა განვიცადოთ, რადგან ყველა კვირა აღდგომის ტოლფასი დღესასწაულია. მხოლოდ ღმერთია ერთი და დანარჩენი ყველაფერი ორ კატეგორიად წარმოდგება ხოლმე. ანგელოზები არიან კარგები და ცუდები – დაცემულები. ადამიანებიც არიან კარგები და ცუდები. სამყაროც არის ხილული და უხილავი. არსებობს ბოროტება და სიკეთე, ნათელი და ბნელი. ჩვენი ცხოვრებაც უნდა შევაფასოთ: სიხარულია და მწუხარება.
– რა უნდა უხაროდეს ქრისტიანს ყველაზე მეტად?
– ის, რომ მასთან არის უფალი. თუ გინდა, რომ შენ გიხაროდეს, უფალი უნდა იყოს შენთან. როგორ ადამიანთან არის უფალი? მასთან, ვინც არის თავმდაბალი, ჰგონია, რომ სხვა მასზე გაცილებით უკეთესია, გამორჩეული, უპირატესი. რაც ქართველებს ძალიან გვაკლია. მე უნდა მიხაროდეს არა ის, რომ მაქებენ და მადიდებენ – ეს არ მოსწონს ღმერთს, რადგან ფარისევლობაა. როცა მეგონება, რომ ვარ ყველაზე უღირსი მღვდელი, ყველაზე უღირსი ადამიანი, აი, მაშინ მოვა ჩემთან ნამდვილი, სულიერი სიხარული. მაგრამ ჩვენ ხორციელი სიხარული გვაქვს: ნახეთ, რამდენი ადამიანია ჩემ გვერდით, რამხელა მრევლი მყავს, რამდენ ადამიანს მოვწონვარ. ეს ყველაფერი ტყუილია და თავს ვიტყუებთ. თუ გინდათ, რომ ნამდვილი სიხარული განიცადოთ, ბოლო რიგში დააყენეთ საკუთარი თავი. თქვით, რომ ცუდი დედა ხართ, ცუდი მამა, ცუდი მღვდელი, ცუდი შვილი, ცუდი ხელმძღვანელი, ცუდი ქართველი, ცუდი ადამიანი. ამ დროს მოვა შენთან ღმერთი, გეტყვის: არა უშავს, შვილო, მოვალ შენთან და დაგლოცავ. დღეს ამდენი ადამიანია დამწუხრებული, შეწუხებული სახით რომ დადიან. ბევრი ადამიანი ბედნიერია იმით, რომ მეუღლე ჰყავს, შვილები, სოციალურ ქსელში დებენ ფოტოებს... მათ თავი ბედნიერი ჰგონიათ, სამაგიეროდ, ვისაც ქმარი და შვილი არ ჰყავს, მას თავი უბედური ჰგონია. ეს არის საშინელი აზროვნება. რა მნიშვნელობა აქვს, გყავთ თუ არა მეუღლე, თუ თქვენთან არ არის ღმერთი? რამდენი ხანი იქნებით ამ ქვეყანაზე, რამდენი ხანი გაგრძელდება თქვენი ვითომ ბედნიერება? უნდა ვფიქრობდეთ იმაზე: ვინ ვარ, როგორი ვარ, ნეტავ მოსწონს ღმერთს ჩემი ცხოვრება? ერთმა ადამიანმა იკითხა: რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, რომ ღმერთს გაუხარდესო? ღმერთი დამწუხრებული არ არის, არც გაბრაზებულია, ჩვენ მივაწერეთ ეს ტერმინები, რათა გავიგოთ მისი ჩვენდამი დამოკიდებულება. ღმერთი სიყვარული, სიხარული, ბედნიერება და ნეტარებაა. ჩვენთვის აკეთებს ყველაფერს და ჩვენ რას ვაკეთებთ, ლობიანს ვჭამთ ხაჭაპურის მაგივრად. ამასაც იმიტომ ვაკეთებთ, რომ სხვებმა იციან, რომ მე ვარ ქრისტიანი და ამიტომ მარხვა უნდა დავიცვა. თუ გინდათ, რომ ღმერთი გაახაროთ საკუთარი თავი ყველაზე ცუდ ადამიანად ჩათვალეთ: ყველაფერი შენ ხარ, უფალო, ყველაფერი შენგან მოდის და მე ვარ უღირსი ადამიანი. სამწუხაროდ, ხალხი, როგორც კი გათბება, დაპურდება, ჩაიცვამს, მაშინვე მიატოვებს ხოლმე ეკლესიას. დადგება დრო, ძალიან ბევრი მღვდელი თუ ეპისკოპოსი ისეთ რამეს გიქადაგებთ, ვერც კი მიხვდებით და გეგონებათ, რომ სიმართლეს ამბობს.
– ამბობენ, როცა მოვა ანტიქრისტე, ყველაფერი უფასო იქნება: საჭმელი, სასმელი, სასწაულებს მოახდენსო.
– ყველაფერს გააკეთებს, რაზეც დღეს საზოგადოებაშია მოთხოვნილება. ვითომ ბედნიერები გახდებიან ადამიანები, გახარებულები, რაც რეალურად არ იქნება ასე. იეღოვას მოწმეების ქადაგება, მასონიზმი, ეს ყველაფერი არის კეთილდღეობა, მოჩვენებითი, ამქვეყნიური სიხარული დედამიწაზე. ამ ყველაფრის წინააღმდეგია იესო ქრისტე, რათა არ დავრჩეთ მოტყუებულები. განა რამდენი წელი უნდა იცხოვროთ დედამიწაზე, რომ დატკბეთ მასონიზმით, იეღოველების ქადაგებით? როცა სული გაეყრება სხეულს, მიხვდები, რომ შიშველი ხარ, შენში არანაირი ნამდვილი სიხარული არ იყო. დღეს ადამიანს რომ ეუბნები: წამოდი ეკლესიაში, მარხვა შეინახე. გეუბნება: მოიცა, რა! რა დროს მარხვაა, ისედაც ამდენი ხანია მშიერი ვარ, რატომ უნდა ვილოცო, ერთი უბრალო, საწყალი ადამიანი ვარო. ზოგი პირიქით ამბობს: ოჯახი მაქვს, შვილები მყავს, სამსახური მაქვს და რაში მჭირდება სხვა დანარჩენი? მათ სოციალურ ქსელს რომ შეხედავ, აჭრეულებული აქვთ ოჯახის ფოტოებით. ვიღაც კი შენატრის მათ: რა უბედური ვარ, არც ქმარი მყავს და არც შვილი. თუ შენთან მოვიდა ღმერთი, ანგელოზი, სიხარული, ეს შენ სახეზე შეგეტყობა, შენი ცხოვრების წესზე, შენს გულში იქნება იესო ქრისტე, ბედნიერება. დღეს მაჩვენეთ ბედნიერი ადამიანი! შეიძლება ხარ, მაგრამ რამდენი პროცენტით ხარ ბედნიერი? შენი სიხარული, ბედნიერება რამდენად მიდის წინ? შენ თუ ბედნიერი ხარ, შენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს რატომ არ უხარიათ, რატომ არ არიან ბედნიერები, რატომ არ იკრიბება ხალხი შენ გარშემო? ჩვენი სიხარული არ უნდა იყოს მოტყუებითი და ჩვენი გონება დღესასწაულების აღქმისას უნდა გასცდეს იმას, რომ ეს ის დღეა თევზი, ლობიანი რომ იჭმევაო. ჩვენ დღეს ბევრი რამის გვეშინია, არადა, რომ გვკითხოთ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ, არაფრის გვეშინიაო. ამდენი მუსლიმანი, არაბი შემოგვესია და ვდუმვართ. ქუჩაში უკვე ჩხუბზე გადადიან და მაინც ვერ ვიღებთ ხმას. მალე სახლებში შემოგვივარდებიან, მაგრამ მაინც ვერ ამოვიღებთ ხმას, რადგან რწმენა არ გვაქვს, სიხარული, მშიშრები ვართ. რატომ ჩვენ შვილებში არ ვზრდით გმირებს? არა, „ფეისბუქი“ ხომ აქვს, თავისი ოთახი, ხაჭაპური, ჰოდ-დოგი, მეტი რა უნდა? არაფერიც აღარ უნდა. ჩვენ შვილებს არ ვზრდით ნორმალურად, რადგან არ ვართ ნორმალური ქრისტიანები. ერთმანეთს უნდა ვახაროთ მუდმივად, რომ ჩვენშია ღმერთი და კარგი ადამიანები უნდა გავხდეთ. ლოცვით, რწმენით, მარხვით, ცრემლით უნდა მივაღწიოთ ნორმალურ ცხოვრებას და მერე გვეყოლება ნორმალური მთავრობა. მაგრამ ისინი არც ამერიკიდან გამოჩნდებიან, არც ევროპიდან და არც რუსეთიდან, ჩვენი შვილები იქნებიან. უთხარით უფალს: მზად ვარ. მოდი ჩემთან, უფალო და მე ვიქნები შენი ერთგული მონა. მაგრამ ჩვენ არ გვინდა, ვეუბნებით: ნუ მოხვალ, არ მინდა სიმართლეში ცხოვრება. მინდა, მოტყუებული ცხოვრება მქონდეს, მოტყუებული ჩემი რელიგია მქონდეს. ყველას თავისი სახარება აქვს, ყველა მოძღვარს თავისი სტილი აქვს და უკაცრავად, თავისას „უბერავს“. აღარ გვინდა, ნუღარ „ვუბერავთ“, მოვითხოვოთ, ჩვენთან მოვიდეს იესო ქრისტე, ღვთისმშობელი, რადგან მალე ფიზიკურად აღარ ვიქნებით. გადაგვარების, მოსპობის პირზე ვდგავართ ქართველები. უკან და უკან მივდივართ და უნდა წავიდეთ წინ, სადაც ღმერთია, რწმენა, სიყვარულია.