კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 რა არ უნდა გააკეთოს ცოლმა, როცა ქმარი მის მოტყუებას ცდილობს

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

ამბობენ, რომ ყველა მოღალატე მამაკაცი ერთნაირია. ცოლი ადვილად მიხვდება, როგორ ცდილობენ მის მოტყუებას, თუკი ქმრის ქმედებებს დააკვირდება. რა თქმა უნდა, არ არსებობს ერთნაირი „გაიდლაინი“, სტერეოტიპებსაც არ უნდა დავუჯეროთ, მაგრამ თუ ტყუილში ცხოვრება არ გვინდა, აჯობებს, ფხიზლად ვიყოთ – ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქმარს ჟანდარმივით მოვექცეთ, მაგრამ მან აუცილებლად უნდა იცოდეს ერთგულების ფასიც და ისიც, რას უნდა მოელოდეს ღალატის შემთხვევაში.
მარიკა (39 წლის): არ იფიქროთ, რომ გულახდილობის გუნებაზე ვარ და მოვიცალე ჭორაობისთვის. ასე არ არის. თუმცა, ალბათ, მენდომებოდა მსგავსი რაღაც წამეკითხა, სანამ ურთიერთობაში შეცდომებს დავუშვებდი. რა თქმა უნდა, ქმართან ურთიერთობას ვგულისხმობ.
– რჩევაზეა საუბარი? გინდოდათ, ვინმეს ერჩია?
– რჩევა თუ არა, სხვისი გამოცდილების გაგება ცუდი არ არის. ამბობენ, ყველა მოღალატე კაცი ერთნაირიაო. მგონი, მართლაც ასეა. მერე საკმაოდ ბევრი ვისწავლე და როცა ამ თემაზე დავფიქრდი, აღმოჩნდა, რომ მოღალატე კაცებს, ანუ ქმრებს, ერთი რაღაც აერთიანებთ.
– კონკრეტულად რა?
– რადიკალურად იცვლებიან. ანუ, მამაკაცი –  ქმარი, რომელიც ცოლს ატყუებს, სხვანაირი ხდება და ეს, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ყველას ეხება.
– ანუ, გამონაკლისები მაინც არსებობენ.
– ეს ის კატეგორიაა, სინდისი რომ საერთოდ არა აქვთ, ხელიდან წასულები რომ არიან და არანაირი ღირებულება არ გააჩნიათ. ჩემი ქმარი ამ „სასტავში“ ნამდვილად არ არის. ჩვეულებრივი ქმარია – დარწმუნებული რომ არის, ძალიან კარგი ტიპია და არაფერი ეშლება. მოკლედ, ჩემმა ქმარმა ტყუილები რომ დაიწყო, სხვანაირი გახდა. მე ახლა გასწავლით, როგორ მიუხვდეთ ქმარს ტყუილს.
– ჩვეულებრივ ტყუილს თუ ღალატზეა საუბარი?
– ღალატზეა საუბარი. აბა, სხვა რა უნდა მოგატყუოს ქმარმა. მისი ყველა ტყუილიც და უბედურებაც ღალატს უკავშირდება, მაგრამ ისინი  ამას განიცდიან. სხვა შემთხვევაში, რატომ დამალავდნენ. თუ კაცი ცდილობს, ცოლმა ვერასოდეს გაიგოს მისი „გაძვრომის“ შესახებ, ეს იმას ნიშნავს, რომ ოჯახის დაკარგვა  არ უნდა.
– ეს შეღავათია?
– მგონი, კი. შეიძლება, სხვანაირად ფიქრობთ, მაგრამ შეცდომა ვის არ მოსდის. თუ კაცს უყვარხარ და შენი დაკარგვა არ უნდა, შანსი უნდა მისცე. მაგრამ ახლა მისი ტყუილების „გაშიფვრის“ მეთოდზე ვისაუბროთ.
– თუ მაინც უნდა ვაპატიოთ, რატომ უნდა „გავშიფროთ“? ღირს?
– აუცილებელია. სხვანაირად კაცი ამას შეეჩვევა. დაუსჯელობის სინდრომი ცუდი რამეა. ჭკვიანი ცოლი ამას არ დაუშვებს. თავი არ უნდა მოისულელო. კაცმა თუ იფიქრა, შემრჩა, ეს მაინც ვერაფერს ხვდებაო, კიდევ გაიმეორებს. ახლა როგორ იქცევა მატყუარა ქმარი – ინსტრუქციას გაძლევთ: ჯერ ერთი, როცა კაცი იტყუება, ის დაძაბულია და არაადეკვატური ქმედებები აქვს. ახლა რა არ უნდა გააკეთოთ ასეთ დროს, – ეგრევე არ უნდა დაეტაკოთ და ისტერიკა არ უნდა მოუწყოთ. აჯობებს, გონივრულად იმოქმედოთ და ისე გაანეიტრალოთ მისი სიცრუე, აღარასოდეს მოუნდეს მოტყუება.
– რაღაც კონკრეტული ტაქტიკა გაქვთ?
– გამოცდილებამ მასწავლა – შეცდომები დავუშვი და ისე. გავაგრძელებ: უკვე ვთქვი, რომ მატყუარა ქმარი სულ დაძაბულია. საკმარისია, მეტი ყურადღება გამოიჩინოთ, რომ ეგრევე, მიხვდებით. კაცი ცდილობს, ზედმეტად არ შეგეჩხიროთ თვალში. გასიამოვნოთ და არაფერი გააკეთოს ისეთი, რაც გაგაღიზიანებთ. კიდევ არის ორი ვარიანტი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ: თუ კაცი თვალებს აცეცებს და თავის ტელეფონში მოსულ მესიჯებზე ფრთხება, რაღაცაშია საქმე. თუ მობილური სულ თან დააქვს – ესეც საყურადღებოა. კიდევ არის ნიუანსები. აქამდე ოჯახში არაფერს აკეთებდა, ახლა კი თქვენს დახმარებას ცდილობს. ესე იგი, რაღაც დააშავა და ამით უნდა, რომ გამოასწოროს. ალბათ, უკვე მიხვდით – რასაც არ აკეთებდა და ახლა აკეთებს – უკვე დასაფიქრებელია. როცა კაცი იტყუება, ის მთელი ძალისხმევით ცდილობს, შენიღბოს და სწორედ ამ მცდელობით იშიფრება. სხვათა შორის, ტყუილების თქმაში ქალი უფრო ნიჭიერია.
– როცა იტყუება, ყველა კაცი ნერვიულობს?
– უკვე ვთქვი, რომ პრაქტიკულად, ყველა, რომელსაც ოჯახის დაკარგვა და ცოლთან კონფლიქტი არ უნდა. როგორ უნდა მოიქცეთ, როცა უკვე ზუსტად იცით, რომ იტყუება. არ შეიმჩნიოთ, არ აგრძნობინოთ, რომ ყველაფერს მიხვდით. ისარგებლეთ იმ უპირატესობით, რომელიც გაქვთ და მართეთ სიტუაცია. მტკივნეულ ადგილს უნდა „მიაჭიროთ“, ოღონდ ცუდად არა – კარგი გაგებით ვამბობ. თბილად, ალერსიანად უნდა მოექცეთ. კიდევ უფრო მეტად რომ შერცხვეს და სინდისმა შეაწუხოს, დამიჯერეთ, ეს ჭრის! დარწმუნებული არ ვარ, რომ ჩემს ქმარს სერიოზული რომანი ჰქონდა და მე ის უკვე გავანეიტრალე. ჩემ წინაშე თავს ისევ დამნაშავედ გრძნობს და აღარ იცის, როგორ მასიამოვნოს. სიტუაციის სადავეებიც ხელში მაქვს.
– კმაყოფილი ხართ, რომ ქმარი სიცრუეში გამოიჭირეთ?
– არა. კმაყოფილი ვარ იმით, რომ ამ უსიამოვნო ამბის ჩემს სასარგებლოდ შემოტრიალება შევძელი. ახლა კონტროლის მექანიზმიც მაქვს. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ნანობს და ამას აღარ ჩაიდენს.

скачать dle 11.3