№16 როგორ განაცვიფრა საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ნოდარ დუმბაძემ თავისი აღსარებით გარდაცვალებამდე
ნინო კანდელაკი ეკა პატარაია
ნოდარ დუმბაძე განსაკუთრებული გაბედულობით წერდა ღმერთზე, უფლის სიყვარულსა და ლოცვის ძალაზე. ის ყოველთვის ამბობდა: „სიყვარული თავად არს ღმერთი და თუ სიყვარული შენთან არს, შენთან არს ღმერთი“ და ეს იმ დროს, როცა მწერალი ბევრს კომუნისტი ეგონა. ნოდარ დუმბაძე არა მარტო თავის ნაწარმოებებში, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც მართლა ესაუბრებოდა ზღვას, ხეებს. თავის ძაღლს ამბებს უყვებოდა და შვილებსაც ასწავლიდა, რომ მზეს ამოსვლისას უნდა მიესალმო და ჩასვლისას დაემშვიდობო, რომ ზღვას გამარჯობა უნდა უთხრა. მწერლის ქალიშვილი, ქეთი დუმბაძე მამასთან დაკავშირებით საინტერესო და უცნობ ისტორიებს იხსენებს.
„… მამა სულ ამბობდა, იუმორი იმიტომ ავირჩიე, რომ თავისუფლება მინდოდაო. ოლღა ბებია რომ ამბობს, ჩემი ძუძუები გლოცავენო ან სიკვდილის წინ რომ ლოცულობს, რა მოხდა მერე, ყველა ბებია ხომ ლოცულობს თავისი შვილიშვილისთვის… ახლა ვხვდები ბევრ რამეს. სიკვდილის წინ მამამ თქვა, მალე მოვკვდები, ჩემი გარდაცვალების მერე ჩემს წიგნებს სულ სხვანაირად წაიკითხავ, დრო გავა და სხვებიც სხვანაირად წაიკითხავენო და ეს საკუთარ თავზე გამოვცადე. ახლა მართლა აღმოჩენებს ვაკეთებ. ილიკო და ილარიონი ძალიან სასაცილოა 12-15 წლის ასაკში. როცა 35 წლის ასაკში კითხულობ, სულ სხვა ემოცია შემოდის. ხვდები, რომ იქ 37 წელია, რატომ არის ზურიკელა ობოლი, რატომ არის სოფელში, რატომ ეუბნება ოლღა ბებია: რა ვიცი, მამაშენი 37 წელს სახლიდან რომ გავიდა, მერე აღარ დაბრუნებულაო… ახლა ვხვდები და ვიცი, მამაჩემი რატომ მოკვდა ასე ადრე, იმიტომ, რომ ამდენი
უბედურება თავად გადაიტანა – ობლობა, შვილის სიკვდილი, ნათესავების ტრაგედია, ჰელადოსები, ოლღა ბებია, ყველაფერი მის ცხოვრებაში რეალურად იყო.
უბედურება თავად გადაიტანა – ობლობა, შვილის სიკვდილი, ნათესავების ტრაგედია, ჰელადოსები, ოლღა ბებია, ყველაფერი მის ცხოვრებაში რეალურად იყო.
ცენზურის არ ეშინოდა. სულ ამბობდა, სახლში ისეთი ცენზორები მყავს, აღარავისი მეშინიაო. მანანა სულ ეუბნებოდა: გაგიჟდი, მამა, რეებს წერო. ყველა წინადადების ბოლოს ღმერთზე საუბრობს, ვითომ ხუმრობით, ვითომ შემთხვევით, ღმერთმა გიშველოს, ღმერთმა დაგლოცოს, სტუმარი ღვთისაა… ამის დამკვიდრება და ყველაფერში ღმერთის ძიება მართლა გამბედაობაა. როცა მამა ამბობდა, რომ მზე მიყვარს, ზღვას ველაპარაკებიო, ეს სიმართლე იყო.
მართლა მინახავს, მამა როგორ ელაპარაკებოდა ხელაპყრობილი და მეგონა, რომ მზეს ელაპარაკებოდა. როცა გულრიფშში ჩავდიოდით, სულ მეუბნებოდა,
მიდი ზღვასთან და მიესალმე, უთხარი, რომ ჩამოხვედიო. ან მეტყოდა, ღამე აუცილებლად დაჯექი და მზე რომ ჩადის, დაემშვიდობე, დილას, ჩემთან ერთად სათევზაოდ რომ მოდიხარ, მზე რომ ამოდის, მიესალმეო. წყალში მუხლებით მაყენებდა და მეტყოდა, დილას შეეხვეწე მზეს, რომ ამოვიდესო. გვიან მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ლოცვა და ვედრება იყო. ამას მამა ყოველდღე აკეთებდა. ძაღლს მართლა ელაპარაკებოდა, ამბებს არ უყვებიან ძაღლს, მურადას საშუალებით სიყვარულს არ უხსნიან მერის, ძაღლები სიკვდილის წინ არ ეუბნებიან ილარიონს, არ ინერვიულო, ილარიონ, ძაღლი კოჭლობით არ კვდებაო? ეს სიკვდილთან საუბარი იყო ძაღლის ენით. ყველაფერი ძალიან გვიან გავაანალიზე და გვიან მივხვდი, რომ ღმერთს ესაუბრებოდა. „მარადისობის კანონსა“ და „თეთრ ბაირაღებში“ როცა გამოცხადებებია, როცა მზეს მიჰყვება, როცა მზესთან ერთად თეთრ ბაირაღს გადმოჰფენს, იქ უკვე ყველაფერი გაშიფრულია. თუ ოდნავ მაინც ჩახედულია ადამიანი, უკვე გასაგებია, რომ ეს ღმერთია. „თეთრი ბაირაღები“ მთლიანად 10 მცნებაზეა აგებული. მამა რომ საოცრად ბევრს წერდა ღმერთზე, სიცოცხლეზე, სიკვდილზე, კეთილშობილებაზე და ეს ყველაფერი რომ ღმერთი იყო, ამაზე პატრიარქმა ამიხილა თვალი. მამას გარდაცვალების მეცხრე დღეს პატრიარქმა სიონში გადაუხადა პანაშვიდი და შემდეგ იქადაგა. მაშინ მოვისმინე დედამიწის ზურგზე ყველაზე დიდი, ნიჭიერი და ჭკვიანი კრიტიკოსის საუბარი ლიტერატურაზე. არ ვიცოდი, რას ნიშნავდა პატრიარქი, ვიცოდი, რომ ის იყო მღვდელმთავარი, მას უნდა ემთხვიო, მოწიწებით მოეპყრა, ეს ყველაფერი ვიცოდი სიტყვების დონეზე, მაგრამ იმ წუთას
პატრიარქი ჩემთვის იყო ყველაზე დიდი ლიტერატურათმცოდნე, რომელმაც ყველაფერი, რასაც მამას ნაწარმოებების კითხვისას ვგრძნობდი, წინ დამილაგა და მითხრა, რომ მზე არის ღმერთი, რომ სიყვარული არის ღმერთი, ციტატებს ამბობდა მამას ნაწარმოებებიდან და იქვე გვიშიფრავდა. რას ნიშნავს, რომ „ადამიანი ფრესკა არ არის, რომ მას ერთ სიბრტყეში კი არ უნდა უყურო, უნდა შემოუარო და საიდანაც უკეთ იმზირება, იქიდან შეხედო“. იმაზე დიდი კეთილშობილება არ არსებობს, რომ, დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, მისი კარგი მხარეც დაინახო. ეს იყო საოცარი რამ, რომელიც ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება.

მამა საავადმყოფოში დიდხანს იწვა. პატრიარქი რამდენჯერმე მოვიდა მის სანახავად. ბოლოს მამამ დაგვითხოვა სუყველა ოთახიდან, გვითხრა, მარტო დამტოვეთო. მაშინ, გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე, აღსარება უთხრა უწმინდესს. პატრიარქი მამასგან რომ გამოვიდა, თქვა, რომ მქონდეს იმის უფლება, ნოდარმა აღსარებაში რაც მითხრა, ის განვაცხადო, მრევლს გავაასმაგებდი, მაგრამ ეს აღსარებაა და ამის თქმის უფლება არ მაქვს. ძალიან ბევრი აღსარება მომისმენია, მაგრამ ასეთი არასოდეს. იმქვეყნიური ცხოვრებისთვის ასე მომზადებული ჯერ ადამიანი არ შემხვედრიაო. ერთხელ შემთხვევით შევხვდი პატრიარქს ყაზბეგში, რომელიც მამასთან ბოლო შეხვედრას მოყვა: რომ შევედი ნოდართან პალატაში, მომაკვდავი ფეხზე ამდგარი დამხვდაო. მამა მონიტორზე შეერთებული იყო, სულ მავთულებში გახლართული და დღემდე მიკვირს, როგორ შეძლო ფეხზე წამოდგომა. უწმინდესს
უთქვამს, ნოდარ, დაბრძანდიო. მამას უპასუხია, არა, პატრიარქს დამჯდარი ვერ შევხვდებიო. ეს დეტალი მართლა არ ვიცოდი... ნამდვილი სასწაულია, უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და ფეხზე წამოუდგა მომაკვდავი კაცი უწმინდესს.

მამას სახლში თავისი ეკლესია ჰქონდა. მისი მეგობარი იყო ჩვენი მეზობელი, თენგიზ მენთეშაშვილი. ერთხელ ბავშვებთან ერთად მოვიდა ჩვენთან. მამა ავად იყო. ბავშვებმა ამდენი ხატები რომ დაინახეს, უთხრეს: ძია ნოდარ, თქვენ ცრუმორწმუნე ხართო. ცრუმორწმუნე მამათქვენია, მე მორწმუნე ვარო (წყარო: „არტინფო“). ამის შემდეგ ეს ამბავი ხუმრობად მთელ თბილისში დადიოდა. მამა ხატებთან დამხობილი მინახავს მავედრებელი. ეს ჩვენს ოჯახში ჩვეულებრივი ამბავი იყო. „იქნებ ვაზია სამშობლო. აბა დააკვირდით, თუ დაბლარია, დაჩოქილმა უნდა დაკრიფო, თუ მაღლარი – ცაში ხელაპყრობილმა, ორივე საოცრად ჰგავს ლოცვას. ლოცვა კი არაფერს ისე არ უხდება, როგორც სამშობლოს.” ჩვენ ეკლესიებშიც დავდიოდით. ბავშვობაში ალავერდი, გრემი, ბევრი სალოცავი მაქვს ნანახი. სვეტიცხოველში ძალიან ხშირად დავდიოდით. ერთხელ შევედით, ვიღაც კაცი იყო უცხოელ სტუმრებთან ერთად და იმან გააცნო მამაჩემი, მწერალიაო. ბატონო ნოდარ, ექსკურსიაზე გყავთ შვილიო? მამამ უპასუხა, არაო. ამოიღო ჯიბიდან წითელი თუმნიანი იმ კაცის თანდასწრებით და წადი, სანთლები იყიდეო, მითხრა… მამა, ეს კაცი ვინ იყო-მეთქი და „კაგებეს“ გენერალიო, მიპასუხა. მამაჩემმა სახარება ძალიან კარგად იცოდა, „კუკარაჩაში“ მილიციონერს უკითხავს სახარებას ანიკო დეიდა. ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი რამ იყო ჩვენს ოჯახში. მამა ხშირად აკეთებდა ჩანაწერებს, მათ შორის, სახარებაზეც. სასწაულად განმარტა სიტყვა „ლაზარეთი”. მამა წერდა: „სულ ერთი კვირის წინ აღმოვაჩინე, რომ ფრანგული სიტყვა ლაზარეთი, რომელიც ლექსიკონში საველე ჰოსპიტალად არის განმარტებული, ლაზარედან მოდის…“