კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 სულაკაწკაწებულები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ სკამი იყოს, პოლიტიკოსი ბაღდადიდან მოვაო


  თუმცა საპარლამენტო არჩევნები 2020 წელსაა, ანუ წელიწადზე მეტი დროა დარჩენილი, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდი გამოცოცხლებაა.
  ან კი როგორ არ იქნება, როდესაც 1-2-3 თუ 4-პროცენტიან ან, სულაც, უპროცენტო პოლიტიკურ პარტიებს სული უკაწკაწებთ, როგორმე სკამებზე დასხდნენ.
  მეორე მხრივ, რაკი მათი საქმე სკამის დაუფლებაა, ცხადია, სულის კაწკაწი სავსებით ბუნებრივია. ასე რომ, ქართული პოლიტიკური სპექტრი დიდი გადაჯგუფებების მოლოდინშია: ამიტომაც ზოგი „ოცნებიდან“ მოდის, ზოგიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის (დაახლოებით, ასე: „გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდა“).
  და ისეც კი მოხდა, რომ „რესპუბლიკელებმაც“ კვლავ „ნაციონალთა“ წიაღში დაივანეს (თუმცა თავის დროზე, ჯერ, „ნაციონალებთან“ იყვნენ, შემდეგ „ოცნებასთან“, ანუ ქართველი პოლიტიკოსებისთვის წრე ყველაზე სასურველი გეომეტრიული ფორმაა) და, როგორც ბ-ნი ბერძენიშვილი (ამჯერად დავითი) განმარტავს:  „ივანიშვილის შეცვლა ვერც მიხეილ სააკაშვილის გარეშე მოხერხდება და ვერც მხოლოდ სააკაშვილის მხარდამჭერები შეძლებენ ამას“ და, ცხადია, ხელისუფლებების შეცვლის პროცესში „რესპუბლიკური პარტიის“ მნიშვნელოვან როლსაც უსვამს ხაზს (უჩვენოდ ვერაფრითო).
  თუ გავითვალისწინებთ, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“ ამომრჩეველი, ფაქტობრივად, არ ჰყავს, ანუ მცირერიცხოვანი ჰყავთ, დღესავით ნათელია, რაკი თავი ულტრალიბერალ-დასავლელებად მოაქვთ, მათი ფასი ისაა, რომ რაოდენობას დაემატებიან.
  გამომდინარე იქიდან, რომ ტაქტიკური მანევრები პოლიტიკაშიც მოსულა, არც „რესპუბლიკელების“ აქტივობაა გაუგებარი და არ სხვა რომელიმე პარტიის (პათოსით: სკამი იყოს, პოლიტიკოსი ბაღდადიდან მოვაო). ამიტომაც ბერძენიშვილი (დავითი) გვარწმუნებს (მომყავს ციტატა): „არ გვაქვს არანაირი კომპლექსი იმის, რომ ვაიმე, ახლა რესპუბლიკელები „განაცდნენ“.
  ცხადია, არ აქვთ ან კი საიდან ექნებათ?! როდესაც გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მთავარი მიზანი სკამებია?! იმას გარდა, რომ, ზოგადადაც, ფრიად უკომპლექსოა ქართული პოლიტიკური კლასი.
  მეორე მხრივ, მხოლოდ სკამების დაუფლების ჟინით შექმნილი პოლიტიკური გაერთიანების ბოლოც ცნობილია:  უპირობო გაყრა (როდესაც ან საპარლამენტო სკამებს ვეღარ ინაწილებენ, ან თანამდებობებს). აქედან გამომდინარე კი, როდესაც პოლიტიკური პრინციპები უგულებელყოფილია, ჩვენებურ პოლიტიკოსებს, იქნებ, ბიზნესის სხვა ფორმა შეერჩიათ?!
скачать dle 11.3