№15 როდის დაუკრა პიანინოზე კატრინ დენევმა გიორგი ქარდავასთვის და რატომ იჭერდა ის ხელით ვინსენტ კასელს
ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია
გიორგი ქარდავა მოსკოვში მოღვაწე ქართველი ფოტოხელოვანია, რომლის გადაღებული პორტრეტები იმდენად ღრმა და რეალისტურია, რომ ყოველი კადრზე აღბეჭდილი სახე თავის შინაგან სამყაროსა და განვლილი ცხოვრების გზას გვიამბობს. გიორგის ფოტოობიექტივში ნამდვილი ვარსკვლავთცვენაა, მისთვის პოზიორობენ კატრინ დენევი, ვინსენტ კასელი, რობერტ დენირო, ჟერარ დეპარდიე... ეს მცირე ჩამონათვალია იმ ვარსკვლავებისა, რომლებიც გიორგის კადრში მოხვედრილა, გიორგი მალე თბილისში გამოფენის მოწყობას გეგმავს.
გიორგი ქარდავა: წალენჯიხაში დავიბადე და ზუგდიდში გავიზარდე. მამა მოსკოვში ცხოვრობდა. მეშვიდე კლასამდე მამასთან წელიწადში ორჯერ ჩამოვდიოდი, 2000 წელს მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ოჯახი ერთად უნდა ყოფილიყო და მოსკოვში გადმოვედით. ფოტოგრაფიით ათი წლის წინ დავინტერესდი. მესამე კურსზე ვიყავი, უნივერსიტეტიდან რომ გამრიცხეს – ერთ მასწავლებელთან საერთო ენა ვერ გამოვნახე, საშუალება არ მომცა, რომ სწავლა გამეგრძელებინა და გადაბარება მომიწია. ერთი წელი კიდევ ჩავრჩი და ამ ერთი წლის განმავლობაში საკმაო დრო მქონდა, რომ გამეაზრებინა, რა მინდოდა, როგორ მინდოდა. ამასობაში მეგობარმა შემომთავაზა, შენს დას ფოტოაპარატი აქვს და რატომ არ ცდი, მისწერე ხალხს „ინსტაგრამზე“, რომ ფოტოსესია გააკეთოო. მეც ასე დავიწყე და ნელ-ნელა დავაგროვე კლიენტთა ბაზა. პირველი გადაღება რუს გოგოსთან მქონდა, ქუჩაში. თოვლი იყო, ძალიან ციოდა, პარკში გადავიღეთ სურათები. 40 წუთი ვიყავით, დიდი არაფერი გამოვიდა, მაგრამ დასამახსოვრებელი იყო, პირველი შემოსავალი, 500 რუბლის სახით, იმ დღეს მივიღე. ჩემთვის ეს დიდი მიღწევა იყო – ახალ სფეროში ჩემით მოვიპოვე ფული.
– რატომ მოგწონს პორტრეტების გადაღება ყველაზე მეტად?
– მაინტერესებს ხალხი, ადამიანები, მათი ფსიქოლოგია, რა აინტერესებთ, რა უჭირთ, რა ულხინთ და ამ ყველაფრის ფოტოგრაფიის საშუალებით გადაცემა. მაინტერესებს მათი პრობლემები, მათი ისტორიების მოსმენაც მიყვარს და იმაზე დაკვირვებაც, როგორ ახერხებენ სირთულეების გადალახვას, რას განიცდიან ამ დროს, როდის ეცემიან ან როგორ მიიწევენ წინ. ყოველდღე ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდები. სხვადასხვა დონის ადამიანთან მაქვს კავშირი: ყველა
პიროვნება უნიკალურია, ყველა სხვადასხვანაირია, ყველა საინტერესოა. გადაღების, დიალოგის პროცესში ვცდილობ, გამოვიკვლიო, ვინ არის, რა არის. მე თვითონ ფსიქოლოგიით ვარ გადატაცებული, ფსიქოლოგიურ ლიტერატურას ვკითხულობ და ვცდილობ, ეს ცოდნა ფოტოგრაფიაში გადმოვცე.

– როგორი უნდა იყოს ადამიანი, რომ შენ მისი პორტრეტის გადაღება მოგინდეს?
– ღრმა ადამიანი უნდა იყოს, რომ შეიძლებოდეს მისი პორტრეტით რაღაც ისტორიის გადმოცემა. რაღაც ისტორიები რომ ჰქონდეს გამოვლილი, თავისი პირადი ტრაგედიები, დრამები, რომლის ჩვენება საინტერესო იქნებოდა ჩემი ფოტოაპარატით. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნატურალიზმი. ვცდილობ, რომ ფოტოშოპი არ გამოვიყენო, ბუნებრივი სილამაზე შევუნარჩუნო, ნაოჭიც და სასიამოვნო კუთხით დავანახვო. ვარსკვლავები, რომლებთანაც მე ვმუშაობ, მენდობიან და ყველა მეუბნება, რომ გავაკეთო ისე, როგორც მე მსურს და ფოტოებზე ჩემი თვალთახედვა გადავიტანო.
– როგორი ფოტოების გადაღება არ გიყვარს?
– ფეშენფოტოგრაფობა არ მიყვარს, რადგან კადრში სიცარიელეა, არაფერია ტანსაცმლის გარდა. ახალგაზრდა მოდელებთან მუშაობა ამიტომ არ მიყვარს, ცარიელები არიან, არ აქვთ არანაირი ცხოვრებისეული გამოცდილება, არ აქვთ შინაგანი სამყარო, გარდა გარეგნული სილამაზის, სახის ნაკვთებისა და ლამაზი ფორმებისა, ფოტოზე არაფერი გამოჩნდება, რომ თვალი მიიტაცოს და მაყურებელი სურათთან გააჩეროს. მომწონს მსახიობებთან მუშაობა, შეუძლიათ რაღაც ემოციები გადმოგცენ, მაგრამ ყველაზე საინტერესო არის ასაკში შესულ და ცხოვრებაგამოვლილ ხალხთან მუშაობა.
აი, მაგალითად, კატრინ დენევთან მქონდა გადაღება. ღრმა და საინტერესო ქალია. გამაფრთხილეს, რომ სასტიკად არ უყვარს გადაღება, უკვე ასაკშია, ისეთი აღარ არის და ფოტოებს სათუთად და მომთხოვნად ეპყრობა, მაგრამ მე დამთანხმდა გადაღებაზე. კართან ორმოცი წუთი მალოდინა, მაგრამ გადაღების დროს დიდი სიამოვნება მივიღე. კატრინ დენევმა, რომელიც ივ სენ ლორანთან პოზიორობდა და „დიორის“ კადრებში მონაწილეობდა, ჩემთვის პიანინოზე დაუკრა, მთელი გადაღება სიგარეტს ეწეოდა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ როგორც მე მინდოდა, ისე დავამუშავე და შემდეგ არანაირი პრობლემა არ ჰქონია, ყველა კადრი მიიღო და მადლობა გადამიხადა: სურათები ძალიან მომეწონაო.

– რა პროექტებში იღებთ მონაწილეობას?
– ძირითადად, გადაღება ჟურნალებისა და ბრენდებისთვის მიწევს. ყველაზე დასამახსოვრებელი გადაღება ერევანში გვქონდა, „იანდექს ტაქსისთვის“. ოცდაათამდე ერევნელ ტაქსისტს ვუღებდით ფოტოებს. ძალიან საინტერესო პროექტი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მეტწილად მუშაობა პროფესიონალ მოდელებთან, მსახიობებთან, მომღერლებთან გვქონდა. ჩემთვის საინტერესო გამოცდილება იყო უბრალო, ჩვეულებრივ ხალხთან, ტაქსისტებთან მუშაობა, რომელთაც კამერებთან ამის არანაირი გამოცდილება არ აქვთ. უმეტესობას არც უმუშავია პროფესიონალ ფოტოგრაფთან. ტაქსისტები საინტერესო ტიპაჟები არიან, მით უმეტეს, სომეხი, ერევნელი ტაქსისტები. ეს ფოტოები ბილბორდებზე იყო გამოფენილი. ამ პროექტის შემდეგ ერთ ჩვენს ტაქსისტზე ფილმიც გადაიღეს. კიდევ მქონდა გამოცდილება პროექტში – Question and answer, პატარა მასობრივი ვიდეო გადავიღეთ. ხალხი შევღებეთ წითელი და თეთრი ფერის საღებავებით, განვალაგეთ კითხვისა და ძახილის ნიშნების ფორმით და ზევიდან გადავიღეთ. ეს იყო ჩემთვის ყველაზე მასშტაბური პროექტი, ერთდროულად ამდენი ადამიანი, დაახლოებით, 90 კაცი არასდროს არ გადამიღია და ეს ჩემთვის ძალიან დასამახსოვრებელი იყო.
– შენთვის ყველაზე დასამახსოვრებლი რომელ მსახიობთან მუშაობა იყო?
– განსაკუთრებულად დამამახსოვრდა რობერტ დენირო, რომელიც 2005 წელს მოსკოვში იყო ჩამოსული, ახალ რესტორანს ხსნიდა. დენიროს გადასაღებად
ჩემმა უკვე მეგობარმა და Kommersant style-ის რედაქტორმა, ნათელა ფოცხვერიამ მიმიწვია. რაც ჩემს ცხოვრებაში კარგი ხდება, ნათელას დამსახურებაა – გზა გამიკვლია, გამაცნო ძალიან ბევრი რედაქტორი, ბევრი პროდიუსერი, რომლებიც აქ, ჟურნალებში მუშაობენ და ხელი შემიწყო კარიერულ ზრდაში. დენიროს რომ ვიღებდი, ვთხოვე, სხვადასხვა ემოცია მაჩვენე, რომ სხვადასხვა საინტერესო კადრი გამოვიდეს-მეთქი, ვუყურებდი კამერაში და ფილმებიდან მომენტები მახსენდებოდა. ყველაზე მაგარი ის იყო, რომ მთელი გადაღების პროცესში სულ რაღაცას ღიღინებდა. ისე პოზიტიურად და მხიარულად იყო, მახსენდებოდა რუსი არტისტები, რომლებმაც გაცილებით ნაკლებს მიაღწიეს, ვიდრე დენირომ, მაგრამ ისეთი სახით პოზიორობენ, თითქოს თავიანთი გადაღებით დიდ პატივს მდებენ. დენირო ჩემ წინ იჯდა, პოზიორობდა და ღიღინებდა, ჩემთვის ეს წარმოუდგენელი იყო. ზუგდიდელი ბიჭი, რომელიც ჩამოვედი მოსკოვში, ვუზივარ დენიროს და ვეუბნები, რა გააკეთოს, თავი სად დაიჭიროს, ხელი სად წაიღოს, სკორსეზეს დავალებებს ასრულებს და აქ ქარდავა ეუბნება, რა გააკეთოს. ჟერარ დეპარდიეს ორჯერ გადავუღე, ერთხელ – დეკემბერში ნათელასთან ერთად „კომერსანტისთვის“. ამ ზაფხულს პარფიუმის ახალი კოლექცია გამოუშვა და პრომო უნდოდათ. ყვებოდა: „მიხეილ სააკაშვილმა ჩამომიყვანა საქართველოში და ძალიან მომწონს ფარაჯანოვი, ძველი ქართველი რეჟისორიო“. დიდი სიმპათიითა და პოზიტიურად იყო ქართველების მიმართ განწყობილი. ასევე, ყველაზე დამამახსოვრებელი იყო ვინსენტ კასელთან მუშაობა. დიდი რაოდენობის ფოტოების გადაღება მომიწია, თან ძალიან ეჩქარებოდა, გადაღებაზე დაიგვიანა. მერე ინტერვიუს ჩაწერამ დიდი დრო წაიღო, ჟურნალისტი ცდილობდა, ბელუჩიზე რამე დაეცდინა, რატომ გაეყარა ან რაღაც, მაგრამ სტანდარტული ფრაზების გარდა, არაფერი უთქვამს. მე მქონდა შვიდი წუთი კასელის გადასაღებად და ტიპი ხელით მეჭირა, რომ არ გაქცეულიყო, ძალიან მაღალი დონის პროფესიონალია, კამერასთან მაგრად მუშაობს. მთავარია, რომ დადგე, შუქი დააყენო წესიერად და ღილაკს თითი დააჭირო, დანარჩენს თვითონ აკეთებს. მის ცოლთანაც უნდა მქონოდა გადაღება, მაგრამ ბოლო მომენტში ვინსენტმა უარი განაცხადა, არ მინდაო და სამწუხაროდ, არ გამოვიდა.