კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 რატომ დააშორეს ია ტომაში ქმარს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე


მომღერალი ია ტომაში ბაჩო ქაჯაიას იუმორისტული გადაცემის  – „ღამის შოუ პირველზე“ – ნაწილი გახდა. გარდა სიმღერისა, ია ყოველთვის გამოირჩევა განსაკუთრებული იმიჯით და ბოლო პერიოდში ჭორების ობიექტიც გახდა.
ია ტომაში: ძალიან მიხარია, „ღამის შოუს“ ნაწილი რომ გავხდი. ჩემთვის ახალი ფორმატია და თავიდან არ ვიცოდი, სიმღერის გარდა, როგორ მოვქცეულიყავი: გამეცინა, გამეღიმა თუ რა გამეკეთებინა. მერე რეპეტიციებზე სპეციალურად არ მოვისმენე ხუმრობები, გადაცემის ჩაწერისას ბუნებრივი რეაქცია რომ მქონოდა და ვსკდებოდი სიცილით. ბოლოს რაღაც შუალედური მოვძებნე.
– მგონია, რომ ამ შოუშიც და ყველგან, სიმღერის გარდა, განსაკუთრებულად ზრუნავ იმიჯზე.
– სტერეოტიპული გარეგნობა არ მაქვს და თავიდან ზუსტად ამიტომაც გადავწყვიტე, ჩემი სტილი მომეძებნა. მივხვდი, რომ ავანგარდული სტილი უფრო მიხდება და ამ შანსს ვ იყენებ. რაც უფრო მეტი ფერი იქნება ჩემს კარადაში, მით უკეთესი. გადაცემისთვის ქართველ დიზაინერს ვეძებდი და აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრმა „ვიტიჩკის“ შესახებაც კი არ იცის. არადა, ჩემს სამოსს ეს სჭირდება, უბრალოდ თუ რაღაცას ჩამომაცმევ, ლამაზად ნამდვილად არ მექნება. ბოლოს დარჩიებს მივაგენი და ძალიან მომეწონა.
– სოციალურ ქსელში წერდი, ლედი გაგაზე ნაკლები ისტორიები მეც არ მაქვსო. რას გულისხმობდი?
– ადრეც მითქვამს: დედაჩემი რომ მივიდა მუსიკის მასწავლებელთან და ჰკითხა,  რას შვრება ჩემი შვილიო, უპასუხა: რა ვქნათ ახლა, ყველა მომღერალი ხომ ვერ გამოვაო. ყოველთვის მიყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ არასდროს გამოვირჩეოდი სტერეოტიპული გარეგნობით. შეიძლება, კომპლექსიც მქონდა და გულიც მწყდებოდა, ყურადღების ცენტრში მხოლოდ იმიტომ რომ ვერ ვხვდებოდი, რომ ცუდი მხედველობის გამო სათვალე მეკეთა, და არც ცისფერი თვალები მქონდა. სულ აქტიური ვიყავი, სულ შეყვარებული მყავდა, პრობლემა არაფერში შემქმნია, მაგრამ მაინც განვიცდიდი. საქართველოში ამართლებს რაღაცების ჯინაზე გაკეთება და გამოდის, რომ მათ ჯინაზე ვიპოვე ჩემი სტილი (იცინის). ამას დავუმატოთ მასწავლებლის ეს კომენტარი სიმღერასთან დაკავშირებით... მაგრამ ფარ-ხმალი, რა თქმა უნდა, არც აქ დამიყრია. მუსიკაში ბევრი რამ ვცადე. ახლა მეცინება, რომ მახსენდება: მაგნიტოფონზე ვახვევდი ხოლმე სიმღერებს და ტექსტებს ვიწერდი. ერთი ლელა წურწუმია ვიცოდი, და მეორე – უიტნი ჰიუსტონი (იცინის). თბილისში ვინც ცხოვრობდა, უფრო „გამოსულები“ იყვნენ. დემე მეუბნება ხოლმე, ჯემი როქვაიზე გავიზარდეო, ჩვენ ლელას და უიტნის ვუსმენდით (იცინის). მახსოვს, ტექსტებს რომ ვიწერდი, თბილისიდან ჩამოსული კარის მეზობელი ფანჯრიდან რვეულს მაწოდებს. რა არის-მეთქი და გამომართვი, ტექსტები მიწერია მანდო. ის თბილისში იყო ნამყოფი და ყველაფრის ტექსტი ეწერა (იცინის). ახლა უკვე ისე გამოვიმუშავე ბრძოლის და შრომისუნარიანობა, ვინმემ გამზადებული რომ მომართვას ყველაფერი, შეიძლება, ცუდად გავხდე. თუ თვითონ არ ვმუშაობ, ახალს არ ვიგონებ და ტვინი არ იღლება, მაშინ უფრო ცუდად ვარ. გამზადებულს ვეღარ ვიღებ, მგონია, რაღაცას მატყუებენ (იცინის). ადრე მიჭირდა და გამოსავალს სხვაში ვეძებდი. მინდოდა, სხვას ერჩია, განვითარებისთვის რა უნდა გაეკეთებინა. დღეს ჭკუა ვისწავლე და მაქსიმუმ, რჩევები მოვისმინო, გადაწყვეტილებას თვითონ ვიღებ.
– ჩვენს შოუ-ბიზნესში ინტრიგის სხვერპლი გამხდარხარ?
- ვერ მოვიტყუები და არა. ერთადერთი, რაც ძალიან „გამიტყდა“ ის იყო, რომ ბოლო პროექტიდან მომაძახეს, ხომ გათხოვდი ჩვენს ხარჯზე და რაღად გინდა გამარჯვებაო. არ ვიცი, ეტყობა, არ ვუყვარდი დემეს და მათ დააძალეს.
– მე კი გავიგე, ქმარს დაშორდაო.
– ისე მოხდა, რომ ერთი კვირა დემეს ფოტოები არ დავდე სოციალურ ქსელში და დილის რვის ნახევარზე მოდის ვიღაცის მესიჯი: ფოტოებს აღარ დებ, რატომ, დაშორდით? დილის რვის ნახევარზე, რატომ გაუჩნდა ვიღაცას ეგ კითხვა?! (იცინის) რა აუცილებელია ყოველდღე დავდო ფოტო?! ხან ისე ხდება, ხან – ასე, მაგრამ ჩვენს დაშორებაზე რომ ეჭვი ფოტოების არდადების გამო გაუჩნდათ, მე ვფიქრობ, ძალიან სერიოზული არგუმენტია (იცინის). სინამდვილეში კარგად ვართ, მაგრამ ხშირად არც ახლა ვდებ ფოტოებს. მე და დემე პირველ არხზეც ერთად ვმუშაობთ, სადმე სხვაგან თუ ვმუშაობ, იქაც დემეა, რადგან ჩვენი ბენდის ხმის ინჟინერია და სახლშიც ხომ, თავისთავად, ერთად ვართ. ფოტოების დადებას ვეღარ ვასწრებ (იცინის). პირველ პერიოდში, როგორც წესი, უფრო აღფრთოვანებული ხარ და ფოტოების დადება და მსგავსი რამეები ბუნებრივია. მე და დემემ რაღაც პერიოდები გავიარეთ, ახლა უნდა დავმშვიდდეთ, დავწყნარდეთ და წყნარად გავყვეთ ჩვენს გზას. ხდება ხოლმე, როცა ერთად მოდიხართ, მაგრამ დგება პერიოდი, როცა ბევრი პრობლემა იჩენს თავს და უნდა გადაწყდეს, ან ერთად მიდიხართ, ან თქვენ-თქვენ გზაზე. ჩვენც გვქონდა ეს პერიოდი, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ერთად უნდა ვიაროთ და შედარებით მშვიდად. თან, უკვე ძალიან ბევრი ერეოდა ჩვენს ურთიერთობაში, საოცარ კითხვებს მისვამდნენ, ამიტომ ყველაფრის ზედმეტად აფიშირება აღარ გვინდა.
– რა იყო მიზეზი, რამაც ცოტა დაგაფიქრათ?
– ძალიან მიყვარს და ვითხოვ კიდეც ყურადღებას. იყო პერიოდი, როცა ერთად ბევრი საქმე მოგვაწყდა და მაშინ, ალბათ, ცოტა ეგოისტურად გამოდიოდა, მაგრამ მაინც ვითხოვდი. მე მზრუნველი და ყურადღებიანი ვარ და ასევე ვითხოვ სხვისგან. იყო მომენტი, როცა ყურადღება დამაკლდა. მესმის, რომ ბევრი საქმე იყო, მაგრამ მე ყვავილიც მინდოდა და ყურადღების სხვა გამოხატულებაც. ერთხელ შუაგზაზე გააჩერა მანქანა, გადავიდა ბუჩქებში, მოწყვიტა ყვავილი და „მომაშავა“, მაგრამ მე გამიხარდა (იცინის). მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავი მასთან ბოლოდე გადაბარგებული. მერე ერთად ცხოვრება რომ დავიწყეთ, მივხვდით, რომ ეს სულ სხვა ეტაპია და ბევრ რამეზე შევთანხმდით.
– თანაცხოვრება როგორი აღმოჩნდა?
– დემესთვის – ძალიან რთული (იცინის). ნამეტანი დაუპატარავდა თავის კუთხე, საწოლზე ერთი მეოთხედი მისია, ამდენივე კატის და ორი მეოთხედი ჩემი. წარმოიდგინეთ, რა უმცირესობაში აღმოჩნდა. ყოფილა შემთხვევა, რაღაც მითქვამს, უარუყვია, მაგრამ გასულა დრო და თვითონ გაუკეთებია იგივე. მე ვფიქრობ, ამ თემებში სიფაქიზეა საჭირო და ორივე სქესს თავის პლუს-მინუსები აქვს, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება, მეტი პასუხისმგებლობა მე მქონდეს. საცხოვრებლად მასთან გადასვლა არ გამჭირვებია, იმიტომ, რომ მანადე დასთან ერთად ნაქირავებში ვცხოვრობდი და ერთი სული მქონდა, საკუთარი კუთხე მქონოდა, რომელსაც ჩემს გემოზე, ჰარმონიულად მოვაწყობდი.
– ქორწილს როდის გეგმავთ?
– ორი ვარიანტია: ძალიან ბევრი ხალხით, კონცერტზე ან ძალიან ახლობლების წრეში. ალბათ, ამ უკანასკნელს ავირჩევ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, საქორწილო კაბა აუცილებლად მეცმევა. თუმცა, კონკრეტული დრო ჯერ არ გადაგვიწვეტია.
– ეჭვიანობა?
– დავუშვათ, სადმე ვმღერი და ვიღაც კომპლიმენტის სათქმელად მოვიდა, ისე უცებ გაჩნდება ხოლმე დემე, ვერ ვიგებ (იცინის). ვერც წარმომიდგენია, რომ შეიძლება, იქ იყოს და უცებ ციდან ჩამოფრინდება: „ია, რას შვები, როგორ ხარ?“ საოცრებაა და სულ ასე ხდება (იცინის).

скачать dle 11.3